ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ივნისი, 2016


ცხადზე ცხადი

ღამის სამი საათი იქნებოდა, ჭიშკართან ხმაურმა გამაღვიძა, ცოტა შემეშინდა. უცებ ტანზე მოვიცვი და
კართან გავჩნდი.პატრულის მანქანა რომ დავინახე, გულმა მიჩხვლიტა, ნეტავ რა მოხდა_მეთქი.
არავის გაღვიძება არ გამხსენებია, კარს ვეცი და
_რა  ხდება _ხმამაღლა დავიძახე.
_ქალბატონო მარიტა აქ ცხოვრობს?_მეკითხება ერთ ერთი ფორმიანი.
სანამ ვუპასუხებ, თვალი მანქანისკენ გამირბის,  ღამეა და ვერ ვარჩევ, მანქანაში ვინაა.
_მარიტა? მასე არავინ მომმართავს, მარი მქვია,მასე მხოლოდ ერთი ადამიანი მეძახის -  ვპასუხობ მე.
_არ ვიცი, მგონი თქვენთან არიან_უკან არ იხევს პატრულის თანამშრომელი.
ამ საუბარში  მანქანიდან ბიჭი და პატარა გოგონა გადმოდიან. ბიჭი მიახლოვდება, ლამპიონის სინათლეზე მის სახეს
გარკვევით ვხედავ და  ვგრძნობ, რომ ეს სახე არასდროს მინახავს.

_მარიტა_ბიჭმა მე  მომმართა
_ნიკა? _გაკვირვებისგან წამოვიძახე უცებ.. პატარა გოგონა ამ დროს უკვე ტანზე ამეკრო  და ჩემს კაბას შემოეხვა.
_ნუთუ ნიკა ხარ?_უკვე მერამდენედ ვიმეორებ მე
_ჰო მე ვარ_ ეღიმება მას.
უცებ მანქანის ხმაურმა გამომარკვია, პატრულის მანქანა დაიქოქა და უკუსვლით გავიდა ჩემი ჩიხიდან.
დავიბენი.
_შემოდით, შემოდით_დავიხარე და გოგონას ვაკოცე__შენი შვილია?_უაზრო კითხვა დავსვი ცოტა დაბნეულმა.
ღამის სამი საათია.
ისინი ეზოში შემოდიან.

ნიკამ, ბავშვს ეძინება, როგორმე დავაძინოთო  _  წყნარად ჩაილაპარაკა.
_ააა  , კი, კი,  ახლავე _საჩქაროდ  ლოგინს ვშლი და ბავშვს ფრთხილად ვაწვენ, ერთი სული მაქვს, სიმართლე გავიგო,
აქ როგორ მოხვდნენ, თუმცა კითხვას ვერ ვბედავ და ველოდები, თვითონ როდის მეტყვის.
_ნიკა, ახლავე ჩემებს გავაღვიძებ და სუფრას გავშლი, მოშიებული იქნები.
_ არა, არაა ჭამის დრო.
_მაშინ  შენც გაგიშლი ლოგინს.
_ცხელა.  გარეთ დავჯდები ცოტა ხანს, სიგარეტს მოვწევ.

მე ეზოში რომ ქვის მაგიდა მაქვს, იმ მაგიდასთან მიმყავს  და სინათლეს ვანთებ,თან მიკვირს, ხმაურზე ჩემი ოჯახიდან რატომ
არავის ეღვიძება.
ალბათ ძალიან  ვფრთხილობ.
_აქ გრილა, ვიქნები აქ_ ჩუმად ამბობს ის.
_კარგი, ახლავე მოვალ.
სამზარეულოში შევდივარ, ხაჭაპურისთვის ცომს ვზელ , მერე ყავას ვადუღებ და  თხუთმეტ წუთში ნიკასთან ვჯდები.
_როგორ ხარ ნიკა?_ვეკითხები პირველად_ყავა დალიე, ხომ გიყვარს ჩემი გაკეთებული ყავა?
ნიკას ეღიმება.
_აქეთ ვიყავით,მარიტა,  მანქანა გამიფუჭდა, შენ გამახსენდი_მიყურებს და თვალებით მიბოდიშებს,თან ყავას ნელა და ყლუპებით სვამს.
_კარგია რომ მე გაგახსენდი, კარგია რომ მე გაგახსენდი_ვიმეორებ მერამდენედ, თმაზე ვეფერები  და  ამ დროს სულ მაციებს, ღამის სიგრილე თავისას შვება.
_წადი, გცივა, დაწექი შენ_
_რას ამბობ, ჯერ შენ უნდა დაწვე, სტუმარი ხარ_ვამბობ ხმამაღლა _სასურველი და მოულოდნელი  სტუმარი_ ვამბობ
გულში და მეღიმება.
ნიკა ხვდება, რაც გავიფიქრე. მასაც ეღიმება.
_ხო, მარიტა_ისევ ჩუმად ამბობს.
_მალე გათენდება_ვამბობ.
_ჰო, გათენდება მალე.
რამდენი რამ მაქვს სათქმელი და სულ დამავიწყდა ყველაფერი. რამდენი რამის  თქმა მინდოდა,ოდესმე როცა ვნახავდი, 
სიტყვები დაწყობილი მქონდა .

_ჩემი ნიკალა_ ისევ მაციებს მე.
_გაცივდები და მე დამბრალდება_იცინის და ლოყა ლამაზად ეჩვრიტება.


დილით, როცა ავდექი და საძინებლიდან ჩამოვედი, ჩემი დედამთილი ხაჭაპურებს  უკვე აცხობდა.
ათი საათი  იყო, ეტყობა ჩამძინებია. არავითარი კვალი წუხანდელი სტუმრებისა არსად იყო .
გული ჩამწყდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები