ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2016


  ჩამოტვირთვა

* * *

ეგოისტობამ კვლავ ძლია სინდისს
და აი ხელში ვიღებ მე კალამს,
იმ დემონს მუდამ სულში,რომ მიზის
კვლავაც ავუწევ თეთრ,გამხმარ ალამს.
ვიძინებ, ნანას სიკვდილი მიმღერს
თვალდახუჭული სიცოცხლეს ვეტრფი
ვერ ვახელ, რადგან ვიცი რომ ისევ
ნანახი არის რითაც ის მებრძვის,
თავს კი ვიტყუებ,მაგრამ რატომღაც
კვლავ უძლეველი გამოდგა გული
არვიცი რა?ან როდის?ან როგორ?
მაქვს მის სიღრმეში მე დაკარგული/
სული!იწვება ,თან დაწვას უფრთხის
ლპება,იხრწნება ჩვარის სხეული,
მიდის და მისგან მხოლოდ დარჩება
გრძნობა და სიტყვა გადარეული.
ნუ შიშობთ ხალხო,ბრძოლა გრძელდება
ერთის დაცემა არ ნიშნავს სიკდილს,
ვგონებ ვერავინ,ვერასდროს შეწყვეტს,
ცოდვილი კაცის ყოფას სულმიხდილს...
 
smile emoticon

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს