ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2016


აზარტი (სინათლის შვიდი ნიშანი, შვიდი ნოტი, ელემენტთა შვიდი პერიოდი)

სინათლის შვიდი ნიშანი

    რა თქმა უნდა, ცისარტყელას შესახებ ვილაპარაკებ... სხვა რა უნდა მოგივიდეს თავში, როდესაც სინათლის სხივის და ამ ჯადოსნური ციფრის, შვიდიანის შეკავშირება-შეუღლებას მო-ინდომებ. შვიდი ძირითადი ფერი დაინახა მასში ადამიანმა, როგორც კი თვალი აეხილა და ფერადოვანი რკალით დამშვენებულ ზეცას უსწორა თვალი. ეს მართლაც მეტად ამაღელვებელი წამი იქნებოდა... აფსუს, არ ვიცით, როდის, სად და ვის მიერ აღსრულდა ეს საოცრება. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ ეს ყველა-ფერი თამაში იყო, მშვენიერი, წარმტაცი, სიხარულით პირთამდე გულსავსე თამაში. მზე გაეთამაშა ადამიანს, შვიდფეროვანი რკალი ბაირაღივით გადმოუფინა ახალნაწვიმარ ცაზე და `ჭიტაო” დაუძახა. ადამიანსაც მაშინვე გაუჩნდა თამაშის სურვილი
    ანუ მაშინვე ეზიარა თამაშის სიბრძნეს, ყველაზე აღმატებულს სიბრძნეთა შორის. ამის შედეგი გახლავთ, ფერების  თვლას რომ მოჰყვა, თორემ აბა, რაში სჭირდებოდა ან თვითონ ცისარტყე-ლა, ან მისი ფერები... რაში გამოიყენებდა.
    ამრიგად, ადამიანმა მიიღო მზის თამაში, სიხარულით შესცინა ცისარტყელას. ფერები ხომ სათითაოდ დაუთვალა, ხელიც კი გაიწვდინა მისკენ, ანუ მისი მოხელთება სცადა. ამაოდ ჩა-უარა, ვერ მისწვდა ცისარტყელას, მაგრამ როდი შეცბუნებულა... თამაში რისი თამაშია, თუ რაიმე იდუმალს და მოულოდნელს არ გვთავაზობს? ეს იმთავითვე მშვენივრად იცოდა. ეს სიბრძნე არც ჩვენთვისაა უცხო, ახლაც იმავე თამაშს ვაგრძელებთ, ვცდილობთ სინათლის ზღაპრული ფრინველი მოვიხელთოთ, ანუ სინათლეს ვუდგევართ კვალში... ( მერწმუნეთ, ეს ერთი და იგივეა),  ციფრი შვიდიანი ბადესავით დავუხვედრეთ წინ. ვნახოთ, თუ გაებმება ამ ბადეში.
    ერთი სიტყვით, შვიდი ფერი დავითვალეთ ცისარტყელას ფერადოვან რკალში, ფარშევანგის კუდივით რომ გადმოგვიშალა სინათლის ზღაპრულმა ფრინველმა. ვითომ მართლა შვიდია? ცოტა მეტი ყურადღებით შევხედოთ, ფერთა მთელი ოკეანე გადაგვეშლება თვალწინ. დავინახავთ, როგორ მეზობლობენ ფერები, როგორ ახალისებენ და ამდიდრებენ ერთმანეთს ნაირ-გვარ ელფერთა წარმოქმნით. ჯერ მარტო წითელი ფერი ვთქვათ, ერთ-ერთი განაპირა ფერი (მეორე განაპირა ფერი ლურჯი ფერია),  რამდენნაირი გარდამავალი ელფერი ახლავს: იისფერი, წითელი და ალისფერი. ამას მოსდევს ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე. შემდგომ, მტრედისფერი, ლურჯი და იისფერი. თუ არ ვცდები, ცხრა გამოვიდა, გავცდით შვიდიანს. ყველა ეს ფერ-ები სამი ძირითადი ფერის, წითელის, ყვითელის და ლურჯის ურთიერთგარდამავალი კომბინაციაა.
    ხომ ხედავთ, ჩვეული საზღვრები როგორ დაარღვია ცისარ-ტყელას ფერთა სიმრავლემ, გაგვიძნელდა ციფრ შვიდიანის ჯებირებში მისი მომწყვდევა... თითქოს უქმია ამ ციფრისგან დაწნული ბადე, სჯობს აქ შევჩერდეთ. თუ ასე დაწალიკებით გამოვედევნებით, ფერთა გარდამავალი ტონები უფრო მეტად დანაწევრდებიან და იქნებ ცხრიანიც უკან ჩამოვიტოვოთ. ჩემი სურვილი იქნება (ალბათ, სხვებიც დამეთანხმებიან), შვიდმაგ ბადეში ვითომდა გაბმული დავტოვოთ სინათლის ზღაპრული ფრინველი... ანუ ისევ შვიდი ფერი დავითვალით იმ მრავალ-ფერად რკალში, ცისარტყელა რომ ჰქვია სახელად. ასე აღიქვა იგი ახლადთვალგახელილმა ადამიანმა და ჩვენც მისი ერთ-გულნი ვრჩებით, რამეთუ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის თა-ვდაპირველი თვალთახედვა, ჩვენი ცნობიერების გარიჟრაჟზე
რომ გვებოძა.
    ახლა კი სამი ძირითადი ფერის შესახებ მინდა გესაუბროთ მე მას ფერთა ქვაკუთხედს ვუწოდებდი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. წითელი ფერი გამორჩეულია მათ შორის რატომ? შეიძლება იმიტომ, რომ ასე მახლობელია ჩვენ-თვის. წითელი ფერი ხომ სისხლისფერია, იგივე სიცოცხლის-ფერი. წითელი უპირველესი ფერია, ჩვენი შვიდფერა ცისარტყე-ლა მისგან იწყება.
    თუ შეგიმჩნევიათ, ხვიარა მცენარის პწკალები როგორ და-ფათურობენ ჰაერში, თითქოს რაღაცას ეძიებენ. სინათლეს ეძი-ებენ და უპირველეს ყოვლისა, წითელ ფერს.  მერე როგორ გვან-ან ქორფა ბალღის ხელებს... ბავშვიც ზუსტად ასე, ქორფა პწკა-ლებივით აფათურებს ხელებს, ისიც სინათლეს უდგას კვალში, წითელი ფერის სინათლეს, უწინარეს ყოვლისა.
    ნება მიბოძეთ, ბავშვობისდროინდელი ამბავი გავიხსენო;
ოთხი წლის ვიქნებოდი, წითელა შემეყარა... მახსოვს, გავიღვი-ძე, ვწევარ ლოგინში, დედაჩემი თავზე მადგას... მისი დანახვა არ გამძნელებია, მაგრამ სხვა ვეღარაფერი დავინახე, თვალებ-ის ბოლომდე გახელა ვეღარ შევძელი. მახსოვს, როგორ ვატან-დი თვალებს ძალას, ვცდილობდი რაიმეს დანახვას, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თვალები არ მემორჩილებოდნენ (მინდა იცოდეთ, ჩინებული მხედველობა მაქვს, ამ მხრივ რაიმე პრობლემა არას-დროს მქონია). ძალიან შემაშინა საკუთარი თვალების უცნაურ-მა გაჯიუტებამ. ტირილი დავიწყე, თვალებს ვერ ვახელ-მეთქი, დედას შევჩივლე. დედამ აიღო ლამაზი წითელი ფერის ნაჭერი და საწოლის თავზე გადმომიფინა. შევხედე იმ წითელ ნაჭერს, შევძელი თვალი გამესწორებინა მისთვის. ჩემი თვალთახედვა დამაგრდა წითელ ფერზე, შევყურებდი, თვალი ისვენებდა, ძალას იკრებდა. ცოტა ხანში ისიც კი მოვახერხე, რომ საწოლ-იდან გადმომეხედა, მოვათვალიერე იქაურობა, მთელ ოთახს მოვავლე თვალი. ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი და იმიტომ მახსოვს ასე
ცხადად. წითელი ფერი წინ გამიძღვა, სხვა დანარჩენი ფერე-ბიც დამანახვა... და არა მარტო ფერები. მკითხავთ, ამის გახსენება რისთვის დაგჭირდაო. გეტყვით:
    წითელი ფერი ის ბილიკია, რომელიც უშუალოდ გვაკავშირებს ჩვენს გარემომცველ სამყაროსთან. ის ყველაზე მახლობელია ჩვენთვის, ის თვით სიცოცხლის ფერია.
    ახლა კი მეორე განაპირა ფერის, ლურჯი ფერის შესახებ ვთქ-ვათ ორიოდე სიტყვა: ცისარტყელას ფერადოვანი რკალის ბოლო ფერი გახლავთ, და შეუძლებელია ამოწურო სათქმელი, როცა საქმე მას შეეხება. რამდენ საოცრებას იტევს თავის თავში, რას აღარ მოეფინება... უდიდესი ენერგიის და განფენილობის მქონე, იდუმალი ფერია; ლურჯია ზეცა, უსაზღვროების განსახიერება. ლურჯია ზღვა, რომელიც თვით ზეცის უსაზღვროებას აირეკ-ლავს... ლურჯია თვით უსასრულობა. ცოტა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სივრცემ ლურჯი ფერი მიისაკუთრა, რომელსაც ჩვენ მოგვიანებით ვუსწორებთ თვალს, ჩვილობის ასაკიდან კარგა ხნის გამოსულები. თითქოს უსასრულობაში ვინთქმებით, ისეთი განც-და გვიჩნდება, როდესაც ზეცას შევყურებთ. სიშორის, მიუწვდომლობის, ოცნების ფერია ლურჯი ფერი, წითლისგან განსხვავებით, რომელიც ასე მახლობელია ჩვენთვის. ჩვენს არსებაში როგორ მკვიდრობს ეს ორი განაპირა ფერი,
    ამის შესახებ თუ დაფიქრებულხართ ოდესმე? ცხადია, ჩემეუ-ლი ხედვა გამაჩნია, მაგრამ მინდა თქვენგანაც მოვისმინო. აი, თქვენს წინაშეა ორი ძირითადი ფერი, წითელი და ლურჯი, გააბით ძაფები მათ შორის.
... დიახ, გისმენთ, წითელი ფერი ბავშვური გულუბრყვილო-ბის ფერია, განუსჯელი რწმენის, გულწრფელობის ფერი. ლურ-ჯი ფერი მისი საპირისპიროა, მოწიფულობის, განსჯის, შორსმ-ჭვრეტელობის ფერია. ძალიან კარგი, კიდევ რას მეტყვით?
... წითელი ფერი გულიანი სიცილის, უზრუნველობის ფერ-ია... ანუ თვით სიხარულის ფერი... ლურჯი ფერი კი პირიქით, მელანქოლიას, მოწყენილობას, ცრემლებს განასახიერებს. გე-თანხმებით, მართლაც ასეა.
... როგორ თქვით? წითელი ვარდი და ლურჯი ია... დიახ, ყვა-ვილები ხომ ნამდვილი ჯადოქრები არიან, ფერების საოცარ ჰარმონიას ქმნიან. წითელი ვარდი და ლურჯი ია, ანუ იავარდი; ხატოვანი სიტყვების იშვიათი ნიმუში... აი, როგორ ჩაექსოვა აქ ერთმანეთს ორი განაპირა ფერი... მართლაცდა მშვენიერი რა-მაა, მაგრამ მინდა შეგახსენოთ: ჩვენს სხეულზე უნდა აისახოს ეს ორი ფერი, ჩვენი ამოცანა ესაა.
    ... ცოტა ხმამაღლა. ვერ გავიგე... წითელი სისხლი და ლურჯი
თვალები? სხეულთან ახლოს ვართ, მაგრამ თანხმიერება მაინც არ გვაქვს. ეს ორი ფერი აქ სხვადასხვა სიბრტყეზე ძევს, შეუძ-ლებელია მათ შორის ძაფის გაბმა. სისხლი ყოველთვის წითელია, თვალები კი ყველას როდი აქვს ლურჯი.
... წითელი ტუჩები და ლურჯი თვალები? არც ისე ცუდია, აქ ფერები ერთ სიბრტყეზეა მოთავსებული, სულ ადვილია მათ შორის ძაფის გაბმა, ოღონდ ორივე შემთხვევაში კერძო გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, განზოგადოების უფრო მაღალი ხარისხი გვჭირდება.
    ახლა კი, ჩემეული ხედვა მინდა მოგახსენოთ, თუ როგორ აისახ-ება ჩვენს სხეულზე ეს ორი ფერი. წითელი ფერისაა სისხლი, ჩვენს ძარღვებში რომ ჩქეფს, ეს ყველამ ვიცით... თვითონ ძარღვები ლურჯი ფერისაა, ესეც ცნობილი ჭეშმარიტება გახლავთ... და, აჰა, რა უბრალოდ იპოვეს ერთმანეთი... ლურჯ ძარღვებში ჩქეფს წითელი სისხლი... ასე შეერწყა ერთმანეთს მახლობელი და მიუ-წვდომელი, სანიადაგო და საოცნებო, ცრემლი და სიხარული, ჩვენს ძარღვებში შეთავსდნენ შეუთავსებელნი.
    კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა გვეთქვა ლურჯი ფერის შე-სახებ, მაგრამ ყვითელი ფერი გველოდება, მასაც უნდა მივაწვ-დინოთ ხმა. ყვითელი ფერი ცისარტყელას ფერადოვანი რკა-ლის შუალა ფერია, მისი გულისგული. ორი განაპირა ფერის, წი-თლის და ლურჯის მიჯნაზე სუფევს, ორივეს ცნობს, ორივეს ახ-ლო მეგობარია. ანუ, ყვითელი ფერი ზომიერების ფერია, ორ უკიდურესობას შორის მოქცეული. ზომიერება კი, მოგეხსე-ნებათ, ყველაზე ახლოა ღვთაებრივ სიბრძნესთან. იგი საფეხუ-რია, რომელზეც ფეხი უნდა მოიმაგროს ყველამ  და ყოველმა, მათ შორის ყოველგვარმა უკიდურესობამ.
    უკვე ვთქვი, რომ ყვითელი ფერი წითლის და ლურჯის მეგო-ბარია. იქ ცოტა განვავრცობ სათქმელს. დიახ, ყვითელი ფერი ამ ორი ფერის მეგობარია, თანაც ისეთი მეგობარი, სათნოების და ლმობიერების შარავანდედი რომ ახლავს თან. ჰკითხეთ მხა-ტვრებს, გეტყვიან: ყვითელი ფერის სულ ოდნავი შერევაც კი საოცრად არბილებს და ალმობიერებს ფერთა ნებისმიერ გამ-მას. რაც შეეხება წითელს და ლურჯს, მათი შერევა ყოველივეს ამკვეთრებს. ყვითელ ფერს მოციქულის როლიც ეკისრება, რამდენადაც ორ უკიდურესობას შორის სუფევს. იგი ხიდია წითელსა და ლურ-ჯს შორის. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ: ოქროც, ყვითელი ფერია მეტალი, იქცა მოციქულად ადამიანებს შორის, ანუ ყვითელ ფერს ოქროს ხიდიც შეიძლება ვუწოდოთ.
    ოქროს კვეთა გავიხსენოთ. ვითომ შემთხვევითია, რომ ასე ეწოდა ამ საოცარ აღმოჩენას? ყვითელი ფერი აქ ზუსტად თავის შესაფერ ადგილას სუფევს.  ყვითელი ფერისაა მზე, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი,  ჩვენი თვალი მას ასე აღიქვამს. მე მირჩევნია მას ოქროსფერი ვუწო-დო... დიახ, ოქროსფერია მზე, მისგან ბოძებული ოქროსფერი ჩირაღდანი ანთია ყველა ჩვენგანში სიცოცხლის სახით. ოქროს ხიდებს აგებს ლურჯ ძარღვებსა და წითელ სისხლს შორის.
    და აი, თამაშ-თამაშით შეკრული სამი ნასკვიც მივაშველეთ ზემოთ ნახსენებ შვიდმაგ ბადეს, იქნებ მასში მაინც გაბმულიყო სინათლის ზღაპრული ფრინველი... თვითონ ხომ გამუდმებით
გვეთამაშება, თვალს გვიპაჭუნებს, თავგადასავლებისკენ გვა-ქეზებს... ჰოდა, რას გამოვრჩით? ალბათ ბევრს ვერაფერს, მეტისმეტად უკარება გამოდგა. ყურები მაინც არ ჩამოგვიყრ-ია, კვლავ და კვლავ ჩავუდგებით კვალში ამ მოუხელთებელ ზღაპრულ არსებას. ვინ იცის, რამდენჯერ დაგვტოვებს გაწბი-ლებულებს, მაგრამ... სინათლე ხომ მოგვეფინება მისგან...

***
    უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა, როგორც კი ცისარტყელას ნიღაბმა თავისი სიტყვა დაასრულა. გამიკვირდა... უკვე შევე-ჩვიე ხალისიან გამოხმაურებას, ყოველ მესიტყვეს რომ ახლდა განუყოფლად.
    ნამალევად გადავხედე ნიღბებს, მგონი რაღაცაზე ფიქრო-ბდნენ, და როგორც მერე გამოირკვა, საოცრად  ამაღლებული განწყობა დაუფლებოდათ თურმე... იმიტომაც მდუმარებდნენ, სიტყვებს განცდები სძალავდნენ. ორსახა ნიღაბი ცოტათი ქსუტუნებდა კიდეც... მეტად მგრძნობიარე ხასიათი ჰქონია,  როგორც ჩანს.
    პირველად სიჩუმე მზის ნიღაბმა დაარღვია:
    - მზის სინათლე, ჩვენი ბავშვობის პირველი მეგზური... _
გრძნობისაგან ათრთოლებული ხმით თქვა მან... - და არა მარტო ბავშვობის... მთელი სიცოცხლე წინ მიგვი-ძღვის, სიბნელეს ფანტავს, გვათბობს, გვახარებს, - მაშინვე მივაშველე სიტყვა... ხმა, მგონი, მეც მითრთოდა...
    ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, ნიღბები კვლავ დაფიქრდნენ.  ფიქ-რებში ალბათ ყველა მათგანი სინათლის ზღაპრულ ფრინველს შეჰფოფინებდა...
    - სიმღერაც სინათლესავითაა! – წაიღიღინა უცბად ვიღაცამ.
    მოვიხედეთ, ფრინველის ნიღაბი შეგვრჩა ხელში. დაწინწკლულ პეპელა ჰალსტუხს ისწორებდა, სალაპარაკოდ ემზადებოდა...

                      შვიდი ნოტი

    ხელთუქმნელი ტაძრის შესახებ მინდა გესაუბროთ, ანუ იმ ტაძრის შესახებ, რომლის კედლები ყველასთვის კარგად ცნო-ბილი შვიდი ნოტისგანაა აგებული. ოღონდ ცოტა მოგვიანებით... უპირველეს ყოვლისა, იმ ათასგვარ ხმებს უნდა დავუგდოთ ყური, ჩვენს ირგვლივ რომ ისმის. გთხოვთ სწორედ გამიგოთ:
    ქალაქის ხმებს არ ვგულისხმობ, ისინი ამჯერად არ მჭირდება. მე ქალაქგარეთ გეპატიჟებით, სუფთა ჰაერზე, ხავერდოვან მწვანე მოლზე და ასე შემდეგ... იქითკენ უნდა გავეშუროთ, სა-დაც სივრცე ბევრად ფართოა და ხმებიც საკმაოდ შორს ასწრე-ბენ გაჭრას, სანამ თანდათან მიილევიან და საბოლოოდ უკვა-ლოდ გაქრებიან. სხვისა რა გითხრათ, მაგრამ ხმები ნამდვილად ახერხებენ უკვალოდ გაქრობას.
    ამგვარად , ქალაქი უკან დაგვრჩა... თუმცა მოიცათ, ჯერ დრო არ შეგვირჩევია. წელიწადი რომელი დროა ნაირგვარი ხმებით ყველაზე მდიდარი? ჰო, რა თქმა უნდა, გაზაფხული! რა შეედრება გაზაფხულს? თანაც მაისის თვეს (ესეც უნდა გავითვალისწინოთ).
დიახ, ჩვენ მაისის თვეში გავიჭერით ქალაქგარეთ. მაისის თვე ხომ თავისთავად ნამდვილი სასწაულია... გაზაფხული მთელი ძალით ზეობს, ზაფხულის კარიბჭეც ახლოა. ირგვლივ ყოველივე ყვავი-ლობს და იფურჩქნება, ჰაერში საამო სურნელი ტრიალებს. მაცოცხლებელი წვენი მთელი ძალით ჩქეფს მცენარეთა ძარღვებში, პირთამდე ავსებს მათ და გადმოდის კიდეც, გამჭვირვალე წვე-თები ჰკიდია ხეთა ტოტების პაწია ნასკდომებზე, შტამბზედაც ჩამოსწვეთავს. შევყურებ და ასე მგონია, მესმის იმ ყველა წვეთის ხმა, მერქნის მიღმა რომ მიედინებიან.  მხარდამხარ, შეწყობილად მიედინებიან და ძერწავენ, ქმნიან იმ სასწაულს, მწვანე მცენარედ რომ მოგვევლინება... მნიშვნელობა არ აქვს, რა ჰქვია სახელად, ყველა მათგანი სასწაულია.
    ჰოდა, როდესაც თვით ხეთა წვენიც კი ასე ხმაურობს, რაღა ითქმის იმ მოსიარულე, მორბენალ, მხოხავ თუ მფრინავ არსე-ბებზე, მთელი შემოგარენი  რომ აუვსიათ. ყოველივე ხმაურობს, ფუთფუთებს, და რაღაც ხმას გამოსცემს, საკმარისია სულ ერთი წამით მიუგდო ყური, რამდენნაირ ხმას აღარ გაიგონებ.
    ერთი სიტყვით, ყოველივე ხმიანობს ჩვენს ირგვლივ, თავის ხმას უერთებს ბგერათა სიჭრელეს... ვცადოთ, კვალში ჩავუდ-გეთ ამ ხმებს, იქნებ სათითაოდ მოგვესმინა მათთვის. ჯერ ჩიტ-ები იპყრობენ ჩვენს ყურადღებას, ცის სივრცე ხომ მათ ეკუთ-ვნით...  მიმოჰქრიან, ფრთებს აფათქუნებენ და ისეთი გაცხარე-ბით ხმიანობენ, მხოლოდ მაისის თვეში რომ მოისმენთ ხოლმე:
    ჭიკჭიკებენ, ჭყიპინებენ, ჟრიამულობენ, უსტვენენ, გალობენ... ერთი სიტყვით, ენით აღუწერელი მრავალფეროვნების მქონე ბგერებს გამოსცემენ და ამ ხმებით მთლიანად ავსებენ ცის სი-ვრცეს. თუ დაუკვირდებით, ხმის მიხედვით შეგვიძლია განვსა-ზღვროთ, რითია ჩიტი დაკავებული, ურთიერთობას არკვევს სხვა ჩიტებთან თუ ბუდის შენებითაა გართული, და საერთოდ რა გუნებაზეა... მაგრამ მე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ, მათი გალობა მაინტერესებს. როგორც ცნობილია, სწორედ გაზაფხულზე გალობენ ჩიტები, უგალობენ გულისსწორს, ახ-ლადგამოჩეკილ პაწია ბარტყებს. ყველა ისე გალობს, როგორც შეუძლია. იმ ხმას გამოსცემს, რაც განგებამ ჩაუდგა ღაბუა ყელ-ში და ნისკარტში. ეს ბგერები ერთმანეთისგან დიდად განსხვა-ვდებიან კეთილხმოვანებით, ამ მხრივ ყველა ერთნაირად ვერ
დაიკვეხნის, მაგრამ ცდას არც ერთი მათგანი არ აკლებს,  ყვე-ლა უერთებს თავის ხმას გალობათა ნამდვილ ნიაღვრებს და ბგერების სიჭრელეს ჩიტების გალობაც ემატება. ავსებს სივრც-ეს ისე, რომ არც ერთი ცარიელი ადგილი არ რჩება მასში... აკი ვთქვი, სივრცე მათია განუყოფლად...
    კიდევ რა მოჰყვა ჩვენს გამახვილებულ ყურთასმენას? ჰო, ძაღლის ყეფა! ძაღლები ყველგან არიან, ვერც აქ დავაღწიეთ
თავი, ყველაზე ხშირად სწორედ მათი ყეფა მოისმის, ახლოდან თუ შორიდან. მალე ქათმების კრიახი შეენაცვლა ყეფას. რაღაც გაურკვეველი ხმებიც ისმის, მგონი ვიღაცეები საუბრობენ...
მერე ისევ ქათამი აკრიახდა, თითქოს ამას ელოდაო, ინდაურის ჭუკიც აჰყვა. რა ნაზი, რა მელოდიური ხმა აქვს... ვერც კი იფ-იქრებ, თუ ოდესმე ისიც მოჰყვება იმ უცნაურ რუყრუყს, ზრ-დასრულმა ინდაურებმა რომ იციან ხოლმე.
    აგერ, ძროხამაც შეგვაწია ხმა... არა უშავს რა, კარგად ჯდება ბგერათა სიჭრელეში. თიკნის კიკინიც გავიგონე, მერე ად-ამიანის გადაძახილი და ცოტა წამღერებაც. სადღაც ეშურება, სასიმღეროდ ნამდვილად არ სცალია, მაგრამ გულმა არ მოუთმინა, გაზაფხულს მაინც შეეხმიანა. ნიავმაც ჩამოიქროლა, მშვი-დი, ნაზი ხმით აშრიალდნენ წვენით სავსე, ხასხასა, ქორფა ფოთ-ლები და ეს შრიალი საფანელივით დაეფინა ხმათა ნაირგვარ სიჭრელეს. ეს ყველაფერი ერთმანეთს ისე ექსოვება, როგორც ფერები ზღაპრულ ხალიჩაზე; ძაფი ძაფზე, ნასკვი ნასკვზე. არ-სად ცარიელი ადგილი არ რჩება... ყოველივე სავსეა და ყვე-ლაფერი ზუსტად თავის ადგილასაა. ვერაფერს შეცვლი, ვერც შეანელებ, ვერც ააჩქარებ. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ისაა, რომ საკუთარი ხმაც შეაწიო ბგერათა ამ მრავალფეროვნებას, შენი სათქმელი თქვა მოკრძალებული წაღიღინებით და ამით ჩაექსოვო ბგერათა ზღაპრულ ხალიჩას, მაისის მშვენიერ დღეს რომ გაუშლია შენს წინაშე.
    ... და ამ დროს, ბგერათა ამ სიჭრელეში რაღაც შემოიჭრა...
    რაღაც კი არა, ნამდვილი სასწაული, სხვანაირად ვერ ვუწოდებ...
ეს იყო ბგერათა უნაზესი ნაკადი, ანკარა წყაროსავით გამჭვირ-ვალე და გარეული თაფლივით ტკბილი. შემოიჭრა და გასრიალ-და საოცრად ჩახვეულ, იდუმალ ბილიკებზე, მერე კი მაღლა აი-წია, აღზევდა, თვით ზეცამდე ამაღლდა, ლაღად შეინავარდა ლურჯ უსაზღვროებაში, ისევ დაბლა დაეშვა და როგორ შეწყდა იცით? ვერ წარმომიდგენია, როგორ აღვწერო, რანაირად გად-მოგცეთ; მეგონა, თითქოს ბილიარდის ხუთი ბურთულა მიეხალა ერთმანეთს, ერთი ტონალობის ხუთი ბგერა ისე მიჯრით გაისმა.
    ოღონდ ამ ბურთულებს წონა სრულებით არ ჰქონდათ, არც შეი-ძლებოდა ჰქონოდათ, ისეთი უფაქიზესი ტკაცანი გაისმა მათი ერთმანეთზე შეხლისას. მერედა, როგორ იყვნენ ეს ბურთულები გაპრიალებულნი და გალაქულნი... ალბათ თვით სრულქმნილებაზე უფრო მეტად. აი, ასეთნაირად დაეშვა ეს პაწია სასწაული ციდან მიწამდე... მგონი ჯერ არც მითქვამს; მაფშალია გალობდა, ტყის მგოსანი.
    ცოტა ხნის პაუზა და, ისევ ამოფრინდა წყაროსავით ანკარა
და გოლეულივით ტკბილი ხმა პაწია ჩიტის ნისკარტიდან. ამოფ-რინდა, გასრიალდა იდუმალ, უცნაურად მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე, მერე ისევ შეიმაღლა, ზეცისკენ გასწია... თუ რაიმე
აღწევს ზეცამდე ჩვენი ცოდვილი მიწიდან, ალბათ მხოლოდ ეს საგალობელი, ამ პაწია ჩიტუნიას ნისკარტიდან რომ იფრქვევა; აღწევს და ზეობს ნიავზე უფრო უმსუბუქეს ფრთებს მინდობილი.
    ხოლო როცა დაბლა ეშვება, კვლავ ბილიარდის ბურთულები ეხლებიან ერთმანეთს უფაქიზესი ტკაცანით... უწონადო, სრულ-ქმნილებამდე გალაქული ხუთი ბურთულა. და ყურს ვერც კი უჯერებ, იმდენად საოცარია ეს ყველაფერი.
    ახლა კიდევ გული ვთქვათ, რომელიც ამ საოცარ საგალობელ-ში ფეთქავს... ეს ხომ ცალკე სამყაროა!.. ერთი წამით დავფიქრ-დეთ, რატომაა ასე მსუყე და მდიდარი მაფშალიას გალობა, რატომ ირინდება ყველა და ყოველი მისი მოსმენისას და სხვა არაფრის გაგონება აღარ სურთ. გული სუფევს მასში, დიდი, მფეთქავი გული, აი, ესაა თავი და თავი.
    მთელი დედამიწა რომ იქცეს ერთ მფეთქავ გულად, ისიც კი ვერ გაუტოლდებოდა მას სიდიდით. ამავე დროს კი სიმსუბუქე ახლავს ისეთი, ყოველივე უწონადო ხდება, როცა მას უსმენ.
    აი, ასე, ჩემო ძვირფასებო: მაისის ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ ყური მივაპყარით ნაირგვარ ბგერებს, უფრო სწორედ, ბგერა-თა სიჭრელის ნაზავს. სანამ ჩვენ მისი მოსმენით ვიყავით გარ-თულნი (სიჭრელის ნასკვთა გამოხსნაც კი ვცადეთ), თვალსა და ხელს შუა თვით სასწაულმა შეინავარდა, ზეცას უწვდინა ნია-ვზე უფრო მსუბუქი ფრთები... სხვა სახელი ვერ მოვუძებნეთ,
    იმდენად მოგვნუსხა ყველანი... მერე კი ლამის ჭკუაზე აგვწია,
როდესაც კვლავ მიწაზე დაეშვა ბგერათა უმაღლესი პილოტა-ჟით... მე ასე აღვიქვი მისი ხმიანობა ამ დროს. ჰოდა, რა ჰქვია ყოველივე ამას, ერთად აღებულს, რა სახე აქვს, რა ჩამოიქნა ჩვენს თვალწინ? მე მას ხელთუქმნელ ტაძარს ვუწოდებდი,
    ალბათ თქვენც დამეთანხმებით. ზემოთ ჩამოთვლილი ხმები, ადამიანის წაღიღინების ჩათვლით, საძირკველი და კედლებია ამ ტაძრისა, ხოლო იმ პაწია ჩიტუნიას, მაფშალიას გალობა კი გუმბათი გახლავთ, თვით ზეცის სიმაღლემდე რომ აწვდენილა.
    ... და რა საოცარიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ბგერათა მთე-ლი ის სიჭრელე, რაც ამ ხელთუქმნელ ტაძარში ხმიანობს, მეტი-სმეტად მკაცრ, გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული, ანუ რომე-ლიმე ტონალობის ნოტებს ემორჩილება და იმეორებს. განა ასე არაა? ძაღლის ყეფა, ქათმის კრიახი თუ ადამიანის წაღიღინება, ჩიტის მომნუსხველი გალობაც, ეს ყველაფერი შეიძლება ნოტე-ბით ჩაიწერო. ყველა ხმა ნოტების ენაზე ითარგმნება, მათი კუ-თვნილებაა. ნოტები კი სულ შვიდი გახლავთ, მეტი კი არა. სულ შვიდი ნოტი იტევს ბგერათა ამ უსასრულო სიჭრელეს, ზღაპრუ-ლი ხალიჩა რომ გაგვახსენა. რაც შეეხება გარდამავალ ხმებს (ნახევარტონებს და ა.შ.), მათ  უბრალოდ არა აქვთ სათვალავი, ისე, როგორც ცისარტყელას გარდამავალ ფერებს ვერ დაითვ-ლი. ჰოდა, დაჰქრიან ბგერები, რომელთაც ჩვენი ყოფიერება
შობს... დაჰქრიან ოქტავიდან ოქტავამდე, დააქვთ რომელიმე ნოტის ნიშანი იმ შვიდთაგან, ქმნიან, ძერწავენ, აშენებენ ხელთუქმნელ ტაძარს, რომლის საძირკველიც ციფრი შვიდიანი გახ-ლავთ. ასეა, ჩემო ძვირფასებო, შვიდ ნოტზე აღმოცენდა ეს ხელთუქმნელი ტაძარი, რომლის კედლებიც ყოფიერების ყვე-ლა ხმას ფლობს, ხოლო გუმბათი თვით ღმერთების საუფლომ-დე აწვდენილა.

***
    უცნაური რამ დამემართა, კინაღამ ჩამეძინა, როდესაც ფრ-ინველის ნიღაბს ვუსმენდი. არადა, მართლაც მშვენიერი რამ იყო... თუნდაც უსხეულო ტაძარი რად ღირდა... ანდა გული მფეთქავი, დედამიწას რომ აღემატება სიდიდით, ამავე დროს კი უწონადოა სრულიად. ერთიანად მოხიბლული ვიყავი, მაგრამ უნდა ვაღიარო, ბოლო სიტყვები იავნანასავით ჩამესმოდა...
    თავს ძალა დავატანე, არ მივეცი თვლემას ნება, ბოლომდე გაბატონებულიყო ჩემზე, თან მიკვირდა, ნეტა რა მჭირს-მეთქი.

    ნამალევად გადავხედე სხვებს, და აშკარად შევამჩნიე, ისინიც ჩემს დღეში იყვნენ, მათაც მორეოდათ თვლემა. ხმას არავინ იღებდა, ჩუმად ებრძოდნენ ძილის ბანგს...
    და ასე ვიფიქრე ჩემთვის ამ უცნაურობის შემყურემ: როგორც ჩანს, მოგვეახლა რაღაც ნიშანი ზეციური საბრძანებლი-სა, როდესაც ამ საოცრად ფერადოვან და მელოდიურ სიტყვას ვუსმენდით...
თითქოს ზეციურმა მგალობელმა ფრინველმა ჩამოგვიქრო-ლა და ფრთა ოდნავ შეგვახო, ჩვენც მაშინვე თვლემა მოგვერ-ია; ასე ყოფილა მუდამ! ზეციური ნიშნის მოახლოებისას თვლე-მა ერეოდათ უბრალო მოკვდავთ.
    თვითონ ფრინველის ნიღაბი სულაც არ ჩანდა რაიმეთი გულ-ნაკლული, ყოველ შემთხვევაში, არაფერი შეიმჩნია. ერთხანს ყველანი გაუნძრევლად ვიჯექით, თითქოს სიჩუმეს ვუსმენდით. მერე ოქროს ნიღაბმა ჩაახველა, შეგვახსენა, ჩემი ჯერიაო. ამან ყველანი წამში გამოგვაფხიზლა.

                    ელემენტთა შვიდი პერიოდი

      როგორ მინდა, მეც გაგამხიარულოთ ჩემი წინამორბედივით. ვეჭვობ, რაიმე გამომივიდეს, მე ხომ ატომების შესახებ უნდა
ვისაუბრო; იმ პაწია განუყოფელი აგურების შესახებ, რომლები-სგანაც აგებულია მთელი სამყარო. ისეთი თემაა, ადვილად ვერ შეეთამაშები. ვცდილობ რაიმეთი გავალამაზო და გავაცოცხლო ჩემი სათქმელი,  ოქროს ნიღაბიც სწორედ ამ მიზნით მოვირგე. დღეს ყველამ ვიცით, რომ ატომი სულაც არაა ატომი (ანუ განუყოფელი), როგორც მას უწოდა დიდმა ბერძენმა. ვერც ჩვენ ავუვლით გვერდს ამ საკითხს, თუმცა აქვე აღვნიშნავ: ჩვენთვის მთავარია ციფრი შვიდიანი მივუსადაგოთ ამ პაწია აგურაკებს და სულ თამაშთამაშით გავიკვლიოთ გზა ასევე შვი-დიანზე ჯვარდაწერილი ჭეშმარიტებისკენ. ჩვენ ვთამაშობთ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს
    დიახ, მთელი სამყარო ატომებისგანაა აგებული, ასე ღაღადე-ბენ დიდად განსწავლული მეცნიერი თავები... ჩვენც ატომები-სგან შევდგებით (ამას ვერავინ გაექცევა). ჰოდა, რა არის ამ პაწია აგურების ძირითადი მახასიათებელი, თვითონ ისინი რის-გან არიან აგებულნი? ახლავე მოგახსენებთ: ეს გახლავთ ატომ-გული ანუ ბირთვი, ყველა ატომის საფუძველთა საფუძველი (ანდა თუ გნებავთ საძირკველი). ატომგულს დადებითი მუხტი აქვს. მის ირგვლივ ორბიტებზე ელექტრონები მოძრაობენ. მათ უარყოფითი მუხტი მიანიჭა განგებამ. ესეც ასე. ამ პაწია აგურაკის, ატომის  აგებულება გავარკვიეთ.
    ახლა ისიცა ვთქვათ, თუ რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა ნივთიერებების ატომები. აქ სათქმელი მეტისმეტად ბევრია, რა თქმა უნდა, ყველას ვერ გამოვედევნებით. ჩვენ იმ ორბიტათა რაოდენობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომლებზეც ელექტრონები მოძრაობენ ატომგულის ირგვლივ.
    ეს რაოდენობა იწყება  ერთით და სრულდება შვიდით (აჰა, ციფ-რი შვიდიანი!). თუ ელემენტთა პერიოდულ სისტემას გადავხე-დავთ, ყოველივე ამას ხელისგულზე დავინახავთ, სულ შვიდი პერიოდი გვაქვს. პირველ პერიოდში წყალბადი და ჰელიუმი შედის, მხოლოდ ეს ორი ნივთიერება. მათ მხოლოდ ერთი ორბი-ტა გააჩნიათ და შესაბამისად ერთი და ორი ელექტრონი. უფრო ზუსტად, წყალბადს ერთი ელექტრონი აქვს, ჰელიუმს ორი.
    მეორე პერიოდი იწყება ლითიუმით და მთავრდება ნეონით რვანი არიან, ყველა მათგანს ორი ორბიტა გააჩნია. ელექტრო-ნების რიცხვი იწყება სამიდან, სრულდება თერთმეტით, და ასე გრძელდება მეშვიდე პერიოდამდე.
    როგორც წესი, ყველგან ერთი და იგივე კანონზომიერებას ვხვდებით: ელექტრონების რიცხვი ატომგულის მუხტითაა გან-საზღვრული, ისინი ყოველთვის ტოლნი არიან.

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეშვიდე პერიოდის ელემენტები შვიდ ორბიტას მოითვლიან ატომგულის ირგვლივ. ამ ორბიტაზე მოძრავი ელექტრონების რიცხვი, ცხადია, ატომგუ-ლის  მუხტს ემთხვევა.... დიახ, ორბიტათა მაქსიმალური რიცხვი შვიდია და ქიმიური ელემენტების ცხრილშიც პერიოდების რიცხვი შვიდია (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ).
    ასე რომ, ძვირფასებო, საკმაოდ საინტერესო და, ვიტყოდი, ფრიად მასშტაბური სურათი მივიღეთ. ვჩქარობ, ჩემი შთაბე-ჭდილება გაგიზიაროთ მის შესახებ: მთელი სამყარო გახლავთ უდიდესზე უდიდესი ციხე-სიმაგრე, რომელიც პაწია აგურაკე-ბისგან, ატომებისგან არის აგებული, და ამ ციხე-სიმაგრეში ცი-ფრი შვიდიანი მეტად დიდ როლს ასრულებს. ამ შვიდიანზეა ყვე-ლაფერი აწყობილი, ყოველივე მას ეფუძნება კედლებიან-გუმ-ბათიანად. თუ ამ საოცარ რიცხვს, შვიდიანს გამოვაცლით, მერ-წმუნეთ, ალბათ მთელი სამყარო დაირღვევა და არ ვიცი, მისგან რა დარჩება.
    ახლა კი, ნება მომეცით, სათქმელს ოდნავ გადავუხვიო, თუმ-ცა არც იმდენად... მინდა გკითხოთ: რომელი ელემენტის გახ-სენება გაგვახარებდა ყველაზე მეტად იმ პერიოდული სისტემი-დან, ამდენს რომ ვუტრიალებთ ირგვლივ? რა თქმა უნდა, ოქრო-სი. დიახ, უპირველეს ყოვლისა, ოქრო გაიბრწყინებს ჩვენი მეხ-სიერების ჯურღმულებში, მშვენიელი, კეთილშობილი მეტალი, მზესავით მოელვარე, ფერითაც მზის მსგავსი, ფრიად მიმზიდ-ველი და თვალწარმტაცი (ვიტყოდი: ხელწარმტაციც). ჟანგი არ ეკარება, ფერს არ იცვლის, და საერთოდ, ყოველგვარ პირობებ-ში ინარჩუნებს თავის საოცარ მომხიბლაობას. პეწი არასდროს ეკარგება... მეფეთა უძველეს სამარხებს ხსნიან, სადაც ყოვე-ლივე მტვრად ქცეულა, ოქროს ნივთები კი ისე გამოიყურებიან, თითქოს ეს წუთია დაალაგესო. დრო ჩერდება, თვით დრო წყვეტს დინებას, იქ სადაც ოქრო სუფევს. ოქრო, ჩვენი ოცნების მეტალი, ბრწყინავს, თავისკენ გვეძახის და გვაჯადოებს. ვინ გაქცევია მის თილისმას? მომნუსხველ მიმზიდველობას? მერწ-მუნეთ, ვერავინ. გრავიტაციულ ტყვეობაში მოხვედრილ ცთო-მილს ემსგავსება ადამიანი ამ ყვითელი თილისმის გვერდითი და როგორ უმძიმს ამ ტყვეობიდან თავის დაღწევა.
    ვერცხლმა და პლატინამ რაღა დააშავესო, იკითხავთ ალბათ, ოქროს შესახებ ამდენი ქება-დიდების მოსმენის შემდეგ. ისინიც ხომ კეთილშობილი მეტალებია... აბა, რა უნდა დაეშავები-ნათ, სრულიად არაფერი. ცხადია, ვერცხლი და პლატინაც გაგ-ვახსენდება, როცა კეთილშობილ მეტალებზე ჩამოვარდება სი-ტყვა, მაგრამ მე ვფიქრობ (ვიცი, მეთანხმებით), ოქრო გამორ-ჩეულია მათ შორის. ანუ, ხატოვნად თუ ვიტყვით, ოქრო გვირ-გვინია თვით კეთილშობილებისა.
    მერედა, რა ადგილი უჭირავს ამ მზისფერ თილისმას ხსენებულ პერიოდულ სისტემაში? თურმე მეექვსე პერიოდში სუფე-ვს, რიგით სამოცდამეცხრამეტეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ატომგულის ირგვლივ ექვსი ორბიტაა განლაგებული, რომლე-ბზეც სამოცდაცხრამეტი ელექტრონი ბრუნავს, თანაც მეექვსე გარე ორბიტაზე მხოლოდ ერთადერთი, კენტი ელექტრონია.
    ასეთი გახლავთ ამ თილისმა მეტალის ტექნიკური მახასიათე-ბლები და არ ვიცი, მის ჯადოსნურ ძლევამოსილებას ამით რაიმე ემატება თუ აკლდება.
    ახლა კი, თქვენი ნებართვით თავი დავაღწიოთ კეთილშობილ მეტალთა ჯადოსნურ მიზიდულობას, კეთილშობილი აირებისკენ გადავინაცვლოთ, თუმცაღა ოქროს შესახებ კიდევ შემეძ-ლო მესაუბრა. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ საიდუმლოს იტევს იგი თავის თავში. მე საშუალება მქონდა, გავცნობოდი ზოგიერთ მათგანს. სხვა დროს იყოს, არ დაგზარდებით... ასე რომ, კეთილშობილი აირები... არც ისინი იჟანგებიან, არ რეა-გირებენ გარემომცველ პირობებზე, მკვიდრად იცავენ თავი-სთავადობას, ანუ მეტისმეტად ინერტულნი არიან, კეთილშო-ბილების საზომიც ხომ, უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ...

    კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენთვის ცნობილ ელემენტ-თა პერიოდულ სისტემას, მეტად საყურადღებო სურათს დავი-ნახავთ; თურმე ელემენტთა პერიოდებს რომელიმე ინერტული
ანუ კეთილშობილი აირი ასრულებს, შემდეგ კი ახალი პერიოდი იწყება. პირველი პერიოდი ყველაზე მოკლეა, იწყება წყალ-ბადით და სრულდება ჰელიუმით. ინერტულ აირებში ჰელიუმს პირველი ადგილი უჭირავს. მეორე პერიოდი ნეონით მთავრ-დება, მას მეორე ადგილი მიაკუთვნა განგებამ ინერტული აირე-ბის რიგში. შემდეგ მოდის არგონი, მესამე პერიოდის ბოლო წერტილი. შემდეგ კრიპტონი, რიგით მეოთხე ინერტული აირი.
    მას მოსდევს ქსენონი, რიგით მეხუთე. მეექვსე პერიოდს, რო-მელშიც ჩვენი საყვარელი თილისმა მეტალი ოქრო შედის, რადონი ასრულებს, მას ერგო ეს პატივი. ვფიქრობ, ამით უკვე გა-მორჩეულია დანარჩენი ინერტული აირებიდან...
    რაც შეეხება მეშვიდე პერიოდს, რომელიც ფრანციუმით იწ-ყება , საფრანგეთში აღმოჩენილი მეტალით (ყურადღებას ვი-თხოვ, აქ მეტად საინტერესო რამ ხდება), თურმე მას არცერთი ინერტული აირი არ ასრულებს. იგი გრძელდება, გრძელდება დღემდე, რადიოაქტიური მძიმე მეტალები მიჰყვებიან ერთმანეთს, და არსად ჩანს ინერტული აირი, რომელიც ამ  რიგს წერ-ტილს დაუსვამდა, იგი უსასრულოა...
    ჰოდა, შეკითხვათა მთელი კრიალოსანიც ჩნდება: რომელია ის ინერტული აირი, რიგით მეშვიდე, რომელიც ვერა და ვერ აღმოა-ჩინეს. როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს,  როგორი შესახედაო-ბა და ფერი, თუ საერთოდ აქვს ფერი... რატომაა ასე იდუმალი? რატომ იმალება ასე საგულდაგულოდ ელემენტთა პერიოდული მწკრივების მიღმა, გვეთამაშება თუ ამ საკრალურ ციფრს, შვიდი-ანს არ ცნობს. ციფრს, რომელსაც გამორჩეული ადგილი მივანი-ჭეთ, და არა მარტო ჩვენ... იქნებ სწორედ ისაა სამყაროსეული ეთერი, რომლის შესახებაც ჰიუგენსი ლაპარაკობდა.

    ასეა თუ ისე, პასუხები ამ კითხვებზე არ არსებობს, მეშვიდე ინერტული აირი აღმოუჩენელია, მეშვიდე პერიოდი დღემდე ღიაა და საკითხი ღიად რჩება... ალბათ ისე არაფერს უხდება ეს გამოთქმა, როგორც ხსენებულ მდგომარეობას.
        აჰა, გასრულდა ის ბილიკი, რომელიც მე ავირჩიე ამ ციფრით, შვიდიანით შეიარაღებულმა. როგორც შემეძლო, ისე მოვარგე ამ მართლაცდა საკრალურ ციფრს სამყაროსეულ იდუმალება-თა ჩემეული ხედვა. ის თქვენთვის უკვე ცნობილია. მთელი სამ-ყარო უდიდეს ციხე-სიმაგრედ წარმოვადგინე, სადაც ციფრი შვიდიანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
    ახლა კი ისმინეთ, რას დავუმატებდი ზემოთქმულს: სამყარო-სეული უდიდესი ციხე-სიმაგრე შვიდკარიბჭიანია. აქედან ექვ-სი ჩაკეტილია, მეშვიდე კი ღიად არის დარჩენილი. მხედველო-ბაში მაქვს ის ფაქტი, რომ ყველა ექვს პერიოდს რომელიმე ინ-ერტული აირი ასრულებს, მეშვიდეს გარდა.
    იქნებ ისიც იკითხოს ვინმემ, შემთხვევითი ამბავია მეშვიდე  კარიბჭის ღიად დატოვება, თუ რაიმე კანონზომიერება უდევს საფუძვლად... ვბედავ, ჩემი მოკრძალებული ვერსია შემოგთავა-ზოთ: მეშვიდე კარიბჭე ალბათ განგებ არის ღიად დატოვებული, როგორც კარი სხვა სამყაროსკენ... ვხედავ, გაგამხიარულათ ჩემმა სიტყვებმა. ძალიანაც კარგი, ჩვენ ხომ ვთამაშობთ, და თამაში სულ უფრო მხიარული ხდება. ამას გარდა, ნებისმიერ ვერ-სიას აქვს არსებობის უფლება, სანამ ჭეშმარიტება გაირკვეოდეს.

***
    სიტყვა არც კი დაესრულებინა ოქროს ნიღაბს, ჩიტებივით წამოფრინდნენ ნიღბები თავიანთი სავარძლებიდან, ირგვლივ შემოეხვივნენ ოქროს ნიღაბს, ფერხული ჩააბეს. ისე ლაღობდ-ნენ და ხარობდნენ, ცოტათი გამაკვირვეს კიდეც... თითქოს უკვე მოვასწარი მეტ-ნაკლებად გავცნობოდი მათი, ვიცოდი გულზიარი ხასიათი და მხიარული ბუნება რომ ჰქონდათ, მაგრამ მხიარულების ასეთ აფეთქებას მაინც არ ველოდი... თან რა ხმამაღლა გნიასობდნენ... შიგადაშიგ შენიშვნებსაც ურთავდ-ნენ ახლახან მოსმენილი სიტყვის შესახებ.
- `... რა კარგია, რომ ელემენტთა მეშვიდე პერიოდი ჯერ ისევ
ღიაა! რა კარგია, რომ მეშვიდე ინერტული აირი ჯერაც არ აღმოუჩე-ნიათ! ჩვენ ყველანი ველით ამ აღმოჩენას, მღელვარე გულით ველით... ჰოდა, ყველაზე აღმატებული და საუკეთესო განცდა ხომ სწორედ ეს არის, დიადი იდუმალება და მღელვარე მოლოდინი...
    აი, ეს სიტყვები მესმოდა ყოველი მხრიდან, მეც დიდი სიამოვნებით ვიმეორებდი მათ; (ძალაუნებურად მეც შევუერთდი ოქროს ნიღბის ირგვლივ გაჩაღებულ ფერხულს...) ბოლოს და
ბოლოს, ამ სიტყვებში არაფერი იყო ჩემთვის მიუღებელი, შინა-განად მე ვიზიარებდი იმ პათოსს, რაც მათში ხმიანობდა. იდუ-მალება და მღელვარე მოლოდინი! ეს მართლაც სულის და სხე-ულის განსაკუთრებული მდგომარეობაა, მეტად საინტერესო შინაგანი განწყობა... რამდენ მშვენიერ წუთს განგვაცდევინებს და რამდენი სიახლის აღმოჩენისკენ გვიბიძგებს. მართლაცდა უიმათოდ რა გვეშველებოდა, რა გამოვიდოდა ჩვენგან, კაცო-ბრიობისგან. ამაზე ღირდა დაფიქრება.
      ოქროს ნიღაბმაც როგორ შეიფერა, გამორჩეული პატივი
რომ ხვდა წილად... ერთიანად ბრწყინავდა, მეტად შთამაგონე-ბელი სანახავი იყო.
    მინდოდა ოქროს შესახებ მეკითხა ნიღბებისთვის, მაინტე-რესებდა რას იტყოდნენ ამ მზისფერ, თილისმა მეტალის შესა-ხებ, მაგრამ აღარ დამცალდა;
  - ახლა მეც მომისმინეთ! – დასჭექა ვიღაცამ.
ჭექა-ქუხილის ღმერთის  ხმა იყო, მოთმინება აღარ ჰყოფნი-და, საუბარი დაეწყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები