შენ შორს ხარ და მერამდენედ გადმოგაცვი ჩემი სიზმარი, როგორც შალის სვიტერი, ოღონდ გამეთბე. იქნებ და სად ხარ...
რომ მოვყვე შენზე თვალები უნდა დავხუჭო. ეს ქმედება თითქოს ჩემი გადარჩენის ერთგვარი გზაა და ვიწყებ ასე:
შენ მიწა ხარ, თიხა ხარ, რადგან ერთხელაც ღმერთმა ამგვარად ბრძანა და იქმენ. ჩემი ამბავი სხვაა. უნებლიე და შემთხვევითი სიცოცხლე მერგო, სურვილივით უცებ გავჩნდი. მე მეშინოდა ყველაზე მსუბუქი წვიმის, ყველაზე სუსტი ქარის და მიმიშინე. ვითომ ჩემი მიწა იყავ, საკუთარი მიწური... და ყველა შიში, ყველაფერი სხვა დანარჩენი იქცა სისულელედ.
შემდეგი სცენა ასეთია: არიან ქარები, ქარიშხლები და მიწისძვრები და შენ მათ შორის, ცდილობ იყო მყარი, ძველი პურივით რომ არ ჩამოგეფშვნე, ცდილობ იყო ძლიერი. შორს ხარ და მაინც მოდიხარ ერთი მხრიდან ქარიშხალს, მეორე მხრიდან მიწისძვრას უძლებ, რომ არ გადამიყოლონ ყოველ ღამით ფხიზლობ, რადგან სხვანაირად არ შეგიძლია!
ამ დილით ფანჯრის რაფასთან დატოვებულ ჩემს კენტ ფინჯან ყავას, შოკოლადივით ჩამოადნა ცხელი მზე. მე კი მოშორებით ვიდექი. ვიდექი. ვიდექი.
რომ მკითხო, რას გიპასუხებ... რაღაცნაირო მიწურო, ეს რაღაცნაირი სტიქიებიც სულ შემთხვევით მოგახდინე, მთელი თავისი ქარიშხლებითა და მიწისძვრებით, როგორც წინა დღით კარგად გაუთოვებული პიჯაკი. და რადგან მაინც არიან უხილავი ქარიშხლები და მიწისძვრები არიან სიზმრებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დღეს ზამთარივით გადავიტან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. და მერამდენედ გადმოგაცვი ჩემი სიზმარი, როგორც შალის სვიტერი, ოღონდ გამეთბე. იქნებ და სად ხარ... და მერამდენედ გადმოგაცვი ჩემი სიზმარი, როგორც შალის სვიტერი, ოღონდ გამეთბე. იქნებ და სად ხარ...
11. რად უნდა ზამთარს გადატანა = )
მე ჩემებურად გავიგე და მეგემრიელა რად უნდა ზამთარს გადატანა = )
მე ჩემებურად გავიგე და მეგემრიელა
10. საინტერესოა
საინტერესოა
9. ეს ლექსი, წყალს უნდა მოუყვეთ და გაატანოთ. ეს ლექსი, წყალს უნდა მოუყვეთ და გაატანოთ.
8. მიმიშინე რაღაა?
ნაწერი მომწონს ცოტა რომ შეავლო ხელი გადასარევი იქნება. +2 მიმიშინე რაღაა?
ნაწერი მომწონს ცოტა რომ შეავლო ხელი გადასარევი იქნება. +2
7. რაღაცნაირი იყო...:) ტრიალი ადგილები...ქარებიც ქროდნენ და მიწურში აღმოვჩნდი და არ მეშინოდა...იმედი მქონდა მიწის...მიწურის...:) +4 რაღაცნაირი იყო...:) ტრიალი ადგილები...ქარებიც ქროდნენ და მიწურში აღმოვჩნდი და არ მეშინოდა...იმედი მქონდა მიწის...მიწურის...:) +4
6. ეჰ ყავას კი დალევდა ახლა კაცი…
+3 წარმატებები. ეჰ ყავას კი დალევდა ახლა კაცი…
+3 წარმატებები.
5. ეჰ ყავას კი დალევდა ახლა კაცი…
+3 წარმატებები. ეჰ ყავას კი დალევდა ახლა კაცი…
+3 წარმატებები.
4. კარგი იყო თუმცა მგონი ზედმეტად ბევრჯერაა ნახსენები სტიქიური მოვლენები. კარგი იყო თუმცა მგონი ზედმეტად ბევრჯერაა ნახსენები სტიქიური მოვლენები.
3. ძალიან კარგია ძალიან კარგია
2. რა კოშმარული სიზმარაია. რა კოშმარული სიზმარაია.
1. შენ მიწა ხარ, თიხა ხარ...
შენ კი ფორთოხლის კი არა ოკეანის გოგონა ხარ. შენ მიწა ხარ, თიხა ხარ...
შენ კი ფორთოხლის კი არა ოკეანის გოგონა ხარ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|