ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2016


ვ ე ნ დ ი ნ ო ს ი ა

ვარდს  ფურცელივით დავეკარგე
და  შენ  მიპოვე,
აღმომაჩინე,
შემირჩინე, 
შემომინახე,
და  მიფრთხილდები, 
ისე  მივლი
ვით  საკუთარ  სურვილთა  ნუსხას,
მწიფე  ალუბალს,
ვერავისთვის  რომ  ვერ  იმეტებ.
სისხლისფერ  ჟოლოს
რომ  გიზიდავს  და  ვერ  შორდები,
ვერ  იმეტებ  და ვერ  ელევი,
მისკენ  გაწვდილი, 
შენ  გაოცებს  შენი  ხელები,
რომელსაც  შენთვის  შეიტოვებ  მუდმივად  ბოლოს
და  ამ  ყველაფერს  შენ  შეარქვი
სულ  სხვა სახელი -ვ ე ნ დ ი ნ ო ს ი ა-
ულევი  და  დაუშრობელი,
მე  ეს  სახელი, 
მიკვირს,  არსად  არ შემხვედრია,
ვიცი,  მითხარი,
ერთად  ყოფნა  დაგვბედებია.


პირველყოვლისა,
ჩამხედე  თვალში
მითხარ, 
მაშინვე  ჩავსახლდი  შენში,
შენ, ჩემს  სხეულში  სული გაცვალე.
და  მომიპოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები