ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: იუმორისტული
15 მაისი, 2016


მეცელოფნე ქალის დიალოგი გარშემო მოვაჭრეებთან (ჩემი ყურით გაგონილი , გუშინ)

- სიკვდილი გარაშენდა იქით, მაგი რო შემოუჩნდება კაცს და არ მოგცემს საშველს, საცხა წახვალ გამეგეკიდება ყველგან, რავარი ქალი მოკვდა რავარი!
- რავარი?
- რავარი და კაი
- ვინ ქალი?
- ეგერ , მარინა
- ვინ მარინა?
- ვინ მარინა და შოთა, არ იცი შემოსავლელთან ხახვს რო ყიდიდა?!
-უჰ, საწყალი
-რამდენი წლის იყო?
- ოთხმოცის
-უჰ, ვთქვი მე
- რა უჰ, რაია ოთხმოცი წელი, დაამცხიკვებ, დაახველებ, ადგები, დაწობი
-ერთი ორჯერ ტუალეტში გახვალ( დაამატა მეხახვემ)
- და მორჩა ცხოვრება( დაამთავრა მესუნელემ)
-რა ნახა საწყალმა წვალების მეტი- გააგრძელა მეცელოფნემ- ერთხელ გათხოვდა არ გოუმართლა, მეორედ გათხოვდა არ გოუმართლა, მეს ამედაც გლახა შეხვდა...
-მეოთხედ ვერ მოასწრო- შეაშველა მეხორცემ
- მაგას უნახია თუ უნახია, თვარა მე ერთხელაც ვერ ვნახე...
- ფხიკ, ფხიკ, ფხუკ- ატყდა ხორხოცი
- დაანებეთ თავი ახლა მაგ მარინას და ციალაზე გარადით- მოუწოდა" მეკაჭკემ"
- ვინ ციალა?
-თევზებში რო მუშაობდა
-რას ამბობ კაცო?
- რა მოუვიდა , გუშინ აგერ დადიოდა.
-ეუ, რავარი ქალი იგიც...
-რამდენი წლის იყო?
-სამოცის
-უჰ,- ვთქვი ისევ სხვათაშორის
რა უჰ, წამომესივნენ ყოველი მხრიდან,
ძლივს გამოვასწარი თავქუდმოგლეჯილი და მერე რა თქვეს აღარ ვიცი..
-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები