ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2018


ზღაპრის სამყარო

ვიწრო ოთახი,ბნელი ღამე,სრული სიჩუმე,
ფიქრი-ამ ფიქრში დამწყვდეული გყავს გალაქტიკა,
ასე სჩვევიათ ღამ-ღამობით თურმე მიჯნურებს,
ასე-უბრალოდ გაფრინდება, ჭრელი ბაფთიდან
გაცოცხლებული,ონავარი მინდვრის ფარვანა,

ეს შენი ზღაპრის სამყაროა,შენ ხარ უფალი,
აქ ამ ოთახში და შენ ფიქრში ისე ბატონობ
შეუძლებელი არ არსებობს,ეს ნასუფრალიც
კვლავ გამთელდება,კვლავ მოიხმობ მშიერ ფანტომებს...
ბედნიერი ხარ,რომ სიგიჟეს და ფრთებს არ მალავ.

გიყვარს,გიყვარს და გიხარია,სიჩუმეც გართობს,
ფიქრი კი შენი ნირვანაა,შენი ედემი...
თუ წასაგებად განწირული გარგუნეს ბანქო,
და ეს ოთახიც ვეღარ გიტანს და ვერ ეტევი
როცა სხეულში გაიხსენე მინდვრის ფარვანა,

გაფრინდი,წადი,დაბრუნება არ დაგავიწყდეს,
აქ ხომ სამყარო შენ შექმენ,არ უღალატო
მათ ვისაც სწამხარ,სულ გახსოვდეს როგორ დაიწყე,
შენი მრწამსი ხომ არ ერგება არცერთ კალაპოტს,
ხო შენ გიჟი ხარ,ბედნიერობ და ფრთებს არ მალავ...









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები