მაინც როგორ მიყვარხარ,მაისის ამ წვიმის შემდეგაც კი თბილისო,როცა ნავთის სურნელს აფრქვევს შენი ქუჩები და გზები ჩემი წილი ამიბნევენ თავ-გზას და დამკარგავენ სულელს
და მეძებენ სახლიდან ცოლი,დედა,ძმები, სადღაც შენში ჩაკარგულს და ხესავით დარგულს. ალბათ, გიჟ-პოეტებთან დიდუბეში ვძღები და მთელი დღე გიკითხავ ლექსებს, ჩემო კარგო.
გადავდივართ ხიდებს და თან რა ხიდებს,კაცო: ტატოს,გალაკტიონის,თამარ მეფის ხიდებს! შემოგხვდება ვიღაცა, სახეზეც რომ არ გვცნობს, ერთ ღერს ითხოვს მორცხვად და ვალში მოგვიკიდებს.
მაინც როგორ მიყვარხარ,ამ მაისის წვიმის შემდეგ ჩემო თბილისო,შენ ხარ ლექსის მექა. მე შენ მელამაზები სხვების პარიზივით, კიდევ უნდა დაგლოცო და ჯიბეებს ვქექავ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჰაიტ შე თბილისელო :), ჰო,ნავთის სურნელის არ ვიცი, არ ვარ მაქაური, ისე ხუთი დავსწერედა იცოდე :) ჰაიტ შე თბილისელო :), ჰო,ნავთის სურნელის არ ვიცი, არ ვარ მაქაური, ისე ხუთი დავსწერედა იცოდე :)
12. იასნია, სარანგულია ძმაო) იასნია, სარანგულია ძმაო)
11. "მაინც როგორ მიყვარხარ,ამ მაისის წვიმის შემდეგ ჩემო თბილისო...... " ისეთი ალალი ნათქვამია, ეგრევე რომ შეგაყვარებს ამ სიტყვების ავტორს.. "მაინც როგორ მიყვარხარ,ამ მაისის წვიმის შემდეგ ჩემო თბილისო...... " ისეთი ალალი ნათქვამია, ეგრევე რომ შეგაყვარებს ამ სიტყვების ავტორს..
10. ,,დაბრალება,, ბრჭყალებში ჩავსვი:)
ხდება ხოლმე, ზოგჯერ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანები დაახლოებით ერთნაირად ფიქრობენ და შემდეგ ლექსებიც გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს.
საიტზე როცა დავრეგისტრირდი,დავდებდი თუ არა ლექსს,შემოდიოდნენ და ხან ვის მადარებდნენ,ხან ვის.იმ დროისთვის არც მქონდა გაგებული მათი არსებობის შესახებ.
მერე მართლა მაგარი ავტორები აღმოვაჩინე,და პირიქით ,მიხაროდა თუ ვინმე მათ შემადარებდა. ასე გავიცანი გიო საჯაიას,რეზო გეთიაშვილის...და ა.შ. პოეზია. ,,დაბრალება,, ბრჭყალებში ჩავსვი:)
ხდება ხოლმე, ზოგჯერ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცნობი ადამიანები დაახლოებით ერთნაირად ფიქრობენ და შემდეგ ლექსებიც გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს.
საიტზე როცა დავრეგისტრირდი,დავდებდი თუ არა ლექსს,შემოდიოდნენ და ხან ვის მადარებდნენ,ხან ვის.იმ დროისთვის არც მქონდა გაგებული მათი არსებობის შესახებ.
მერე მართლა მაგარი ავტორები აღმოვაჩინე,და პირიქით ,მიხაროდა თუ ვინმე მათ შემადარებდა. ასე გავიცანი გიო საჯაიას,რეზო გეთიაშვილის...და ა.შ. პოეზია.
9. რას ამბობ რა პლაგიატი რის ბრალდებები :) კარგი გიო. რას ამბობ რა პლაგიატი რის ბრალდებები :) კარგი გიო.
8. ჰო,მეგონა პლაგიატს ,,მაბრალებდი,,:)
კარგია..:)
გეთანხმები სრულიად. ჰო,მეგონა პლაგიატს ,,მაბრალებდი,,:)
კარგია..:)
გეთანხმები სრულიად.
7. ჰო ასეა გიო. ჰო ასეა გიო.
6. გილო. 2016-05-17 12:49:44
თქვენი ლექსიდანაა? :)
გილო. 2016-05-17 12:49:44
თქვენი ლექსიდანაა? :)
5. ისევ შევაგროვებ ლოთებს ღამით.უჩემობის ქალაქს მუდამ შევახსენებ ,,ჟე ტემ'' პარიზს - თბილისურად ლამაზს.
ამ ქალაქს თავისი შიშები და უფსკრულები აქვს სადაც უნდა ჩაიჩეხო და ეს დაგემართოს. მიყვარს თბილისთან ასეთი დამოკიდებულება რომ უჩნდებათ ადამიანებს. ისევ შევაგროვებ ლოთებს ღამით.უჩემობის ქალაქს მუდამ შევახსენებ ,,ჟე ტემ`` პარიზს - თბილისურად ლამაზს.
ამ ქალაქს თავისი შიშები და უფსკრულები აქვს სადაც უნდა ჩაიჩეხო და ეს დაგემართოს. მიყვარს თბილისთან ასეთი დამოკიდებულება რომ უჩნდებათ ადამიანებს.
3. ნავთის სურნელს რატომ აფრქვევს თბილისის ქუჩები, კი ვერ მივხვდი, მაგრამ ალალად ნათქვამი სიტყვებია და მჯერა მკითხველს :)
ნავთის სურნელს რატომ აფრქვევს თბილისის ქუჩები, კი ვერ მივხვდი, მაგრამ ალალად ნათქვამი სიტყვებია და მჯერა მკითხველს :)
2. შენ ეგნაცვალე ბებერო ძმაო! 5 შენ ეგნაცვალე ბებერო ძმაო! 5
1. თბილისო! მზის და ვარდების მხარეო! <3 თბილისო! მზის და ვარდების მხარეო! <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|