ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2016


ვწერ აბნეულად

დღესაც იწვიმა.
ვწერ აბნეულად.
ნაძვები ტოტებს უხრიან კრძალვით
ქარს და სატკივრად გადაქცეულა
ფიქრი, გული რომ აავსო ჯავრით.
ხვალაც იწვიმებს. რა დაუდგება
წინ თავნება და ლამაზ ბუნებას
და ვნატრობ შენთან გასაუბრებას,
რადგან ტკივილი მედიდგულება.
ვწერ აბნეულად.
ფურცლებს ვაჭრელებ.
ეჰ, ნეტავ, ჩემთან ყოფნას ბედავდე...
და შეხვედრამდე მოსულ ფანტელებს
ვუღიმი, თითქოს ერთად ვხედავდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები