ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2009


მე და ზამთარი

ტირილისფერი  ზამთარი -- საზარი… 
და, რა შორია გაზაფხულამდე...  რა შორი გზა მაქვს...
ყინვამ გაუხმო ხედები ქალაქს...
და არ ბეზრდება ჩემი დაცინვა... მიკრაჭუნებს ლოლოსფერ კბილებს...
ესეც შენ და ესეც შენაო... არ მინდობს, მტირალს...
წადი, რა! თავი დამანებე... ყვირილით ვკაწრავ.
მაგრამ ზამთარი ყველა მინაზე, ხელის ფათურით, მხატავს:
ხან ქარში გადაკარგული, როგორ ვბრუნდები...
ხან ყვავილებით სავსე, მზისფერი, როგორ ვბრიალებ სიხარულებით...
არ შემეშვები?... ახლა დაღლილი ვებუზღუნები...
ზამთარი კი, ქარითდავარცხნილყინულპრანჭული,
მელაქუცება...
თეთრ ფანტელს მიშლის ფიანდაზად...
ზღაპარს მპირდება... 
და შეხეთ, ერთი!.. გაბღენძილა.. ხომ გაიძულე დაგეწერაო,
მუზას ედრება...
მე კი, ო, მე კი მეღიმება... ზამთარს,  ნაბღენძს, ენას ვუყოფ და... 
აჭარხლებულყინულპრანჭულ სულელ სახეზე მდუღარეს ვასხამ.
ახლაც არ წახვალ? ვეკითხები...
და დუმილს ჩუმად ვუსინჯავ გემოს...
ყინვამ გაუხმო ხედები ქალაქს...
წავა? კი არადა... მოვა?... ვკითხულობ...
და უეცარი ზამთრის ჩურჩული:
                                                ერთად ველოდოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები