ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 მაისი, 2016


Михаил Юрьевич Лермонтов - Тучи

მიხეილ ლერმონტოვი - ღრუბლები

ღრუბლის ფთილებო - რომ მოჰგავხართ მუდმივ ყარიბებს!
ლაჟვარდის ველზე, მარგალიტის ფერი ჯაჭვებით,
- თითქოს ჩემსავით  გაგაძევეს თქვენც და გაგრიყეს,
ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიექანებით.

ვინ გერეკებათ? - ბედისწერის სასტიკი მსჯავრი?
ფარული შური? ან აშკარა ბოღმის დანთხევა?
ავკაცობაში ხომ არ დაგდეს რაიმე ბრალი?
თუ მეგობრების შხამიანი ცილისწამება?

არა, მოგყირჭდათ უნაყოფო ხოდაბუნები...
ვნებათაღელვა და კირთება უცხოა თქვენთვის;
ხართ მარად ლაღნი, გამუდმებით ცივნი ბუნებით,
არც სამშობლო გაქვთ, ამიტომაც ვერვინ განგდევნით.


17 მაისი, 2016 წ.


Михаил Юрьевич Лермонтов -  Тучи

Тучки небесные, вечные странники!
Степью лазурною, цепью жемчужною
Мчитесь вы, будто как я же, изгнанники
С милого севера в сторону южную.

Кто же вас гонит: судьбы ли решение?
Зависть ли тайная? злоба ль открытая?
Или на вас тяготит преступление?
Или друзей клевета ядовитая?

Нет, вам наскучили нивы бесплодные...
Чужды вам страсти и чужды страдания;
Вечно холодные, вечно свободные,
Нет у вас родины, нет вам изгнания.

Апрель 1840


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები