ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2016


თითქოს (მომდევნო 2)


შემოაგებეთ თავრიზიდან მოსულ ქარავანს
მთვარის სიზმარი, უძილობის საზღვართან ახლოს,
სადაც კედლების იქით მელის დღესაც არავინ.
კედლების აქეთ სადღაც ჩემი ლექსები სახლობს.
ჩამოალაგეთ ალქაჯების გალიებიდან
ძველო მითებო - კუდიანის ყველა კიდური;
ან კრატერიდან ლავა ისე დამალევინეთ,
რომ დამაჯეროთ ლუკმასავით სუნთქვას ვყიდულობ.
ვარწევდი ალღოს, ხის ფესვებით ვქსოვე ჰამაკი;
ყველა არჩევანს შემომავლე ლექსის მესერი;
ბევრი მდინარე მახსენდება თითქოს კამკამა,
მათგან რომ დარჩა კალაპოტი მშრალი და სერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები