 | ავტორი: დევი ჟანრი: საბავშვო 18 მაისი, 2016 |
დუტ!
გეყო-მეთქი, ცუგა, დუტ! რატომ უღრენ შენ ჩემს კნუტს?
ისიც გეყოს, მამიკოს შენზე რომ არ ვუყვები: გუშინ რომ შემიჭამე ნაყინი და ნუგები.
მერე ყველგან მოაპნიე ჭანჭიკები, ქანჩები, თუკი ისევ იცელქებ, უმეგობროდ დარჩები!
დილით რომ დამიწიწკნე ქუდი და გამაშები, იცოდე რომ მე და ფისო, აღარ გეთამაშებით!
ნუღარ გვიღრენ მე და კნუტს, გეყო-მეთქი, ცუგა, დუტ!
ჩემო ფისო!
შეწყდა წვიმა, ჩადგა ქარი, მზიანი დაგვიდგა დარი, სამაისო ზეიმი გვაქვს ბაღში, დღეა ღია კარის, საყვარელო ჩემო ფისო, გთხოვ, დამალე კლანჭები, წულის კაბას თუ დამიხევ, როგორ გავიპრანჭები? იცოდე, თუ ავტირდი და დავიწითლე თვალები, შენზე ლექსებს აღარ ვიტყვი და არ შემებრალები!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მგონი მოეწონებათ პატარებს ^^ ++ მგონი მოეწონებათ პატარებს ^^ ++
7. მომეწონა! მიყვარს საბავშვო ლექსები დევის დაწერილები.
მომეწონა! მიყვარს საბავშვო ლექსები დევის დაწერილები.
6. ნეფერტარ, მადლობა "ტიულისთვის" და თბილი სიტყვებისთვის :*
სწორი ფორმით რომ ჩავწერო, დაირღვევა ლექსი, :) ამიტომ შევცვლი მაგ ადგილს ნეფერტარ, მადლობა "ტიულისთვის" და თბილი სიტყვებისთვის :*
სწორი ფორმით რომ ჩავწერო, დაირღვევა ლექსი, :) ამიტომ შევცვლი მაგ ადგილს
5. ტიულის კაბა. :)) რა თბილუნიები და კარგებია. ძალიან სუფთა და ძალიან გულწრფელი. ყველა საბავშვო ლექსი საოცრებაა და ავტორები კიდევ უფრო დიდი საოცრება. 5.
ტიულის კაბა. :)) რა თბილუნიები და კარგებია. ძალიან სუფთა და ძალიან გულწრფელი. ყველა საბავშვო ლექსი საოცრებაა და ავტორები კიდევ უფრო დიდი საოცრება. 5.
3. ჰო...მომწოს აქაც...:-* ჰო...მომწოს აქაც...:-*
2. ონავარი ცუგო და ფისო არა, ირაკლი, ტაისია და ალექსანდრე მყავს, კიდევ წარმოსახვის უნარი და სურვილი მაქვს რომ ზემოთხსენებული პატარები გავახალისო. :)
მადლობა, ელადა.
ონავარი ცუგო და ფისო არა, ირაკლი, ტაისია და ალექსანდრე მყავს, კიდევ წარმოსახვის უნარი და სურვილი მაქვს რომ ზემოთხსენებული პატარები გავახალისო. :)
მადლობა, ელადა.
1. კარგია, ონავარი ფისო და ცუგო გყოლია.) კარგია, ონავარი ფისო და ცუგო გყოლია.)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|