ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2016


წაამიყვანე ღმერთო

იმედი დამრჩა. ესეც წაიღე.
რაც მერგებოდა უკვე ავიღე.
ერთ წერტილში ცვლი უკანასკნელ ხავსს,
დამისვი! მოვრჩეთ ბევრ ბაზარ-ვაგზალს.
ძალას ხომ არ გთხოვ, ხომ ხედავ?! მხედავ!
ბოლო წვეთამდე რად არ გამომცლი?!
ნიშნებს მრავლად რომ მირიგებ კარგო,
მე კი ყველაფერს ხვალისათვის ვდებ,
სხვა რა ცინკს ელი? რით დაგიმტკიცო რომ მზეზარება.
სულის სულით მძულს როცა მხოლოდ ვძლებ.
მოვრჩეთ გავედრებ, ხელს ვერ გავისვრი, არ მთმობს
სამოთხის ვნება. ჰე, ჰაა გამოიჩინე კეთილი ნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები