ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2016


თოთო ხელის გულზე


სამყარო დაეტია თოთოს გულზე
ხელის, და გული სისხლდაცლილი
ტკივილს იამებს წარსულის
მარცვლით, მომავალს ელის...
მაგრამ იქ სადღაც შორს, გამოცლილა
დედი მონატრება და ბრაზი
ქუსლიანი ფეხსაცმელის ხმით ყეფს
ჩემ ცოდვებს, მიჩემებ იქ სადღაც შორს,
წრეზე დაფრინავ და თვალებს იფშვნეტ
ნამტირალევს.
თურმე იქაც ტირიან!
თურმე იქაც მიცნობენ და სახელს წმენდ
ჩემსას, როგორც მინას, ოდესღაც ქაღალდით -
ნაკეთებ ნავში ორი არსება: ერთი ხილული იქ და
უხილავი აქ როგორც სარკეში სული...
დილით ადრე ჭიქაში ცილა და
გული, თეფშზე დაგდებული მზე, ათქვლეფილი
ტაფაზე ინაცვლებს და შიშხინებს.
იცი, ეს ხმა წუხელ გამახსენდა, რადგან მდუღარე კუპრის
ხმაურს მივამსგავსე მთვარე სავსე...
დიახ! რაც შენ წახვედი ღამე მეტად ხმაურობს და
ის მე მთვარეს დავაბრალე...
ვცდილობ გაქცევას დაჭედებული ფეხსაცმლიდან,
მიჭერს რკინის თასმები!
ეკლიან მავთულს მიუყვება ცხოვრება საშიში,
მაგრამ შესაშური.
შენ კი
შენ კი
შენ კი
დედი
კვლავ თოთო ბავშვით ხელის გულზე
სამყაროს ატევ მასში, როგორც ერთ დროს
ჩემ ქაღალდის ნავში!


გიგო რიონელი
21მაისი 2016 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები