ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: იუმორისტული
25 მაისი, 2016


ე შ მ ა კ ი და მ ო ს ა მ ა რ თ ლე

 

  მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე,  ეშმაკს:

-მომყიდე,  ეგ  კოკა.

ე შ მ ა კ ი:

-ძვირი  ღირს,  ვერ  შეძლებთ,  დაგენანებათ.

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე :

-განა  რა  ღირს?  თანახმა  ვარ.
-არც ისეთი  ძუნწი  ვარ,  არაფერი  მენანება,  განა  მოვალ  კიდევ  მეორედ ამ  ქვეყანაზე?

ე შ მ ა კ  ი :

-აჰა,  კოკა,  თქვენი  სიცოცხლე  კი  ჩემია.

  მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე :

-თქვენ  დაუყოვნებლივ  ჩამოხრჩობა  მოგესაჯათ.

  ე შ მ ა კ ი :

-ეგ  როგორ?

  მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე :

-მე  მოსამართლე  ვარ  და  ეს  უფლება  მაქვს  კანონით  მონიჭებული,  კოკაც  ხელში  მიჭირავს,  ყურს  საითაც  მინდა  იქით  მივუბრუნებ.

  ე შ მ ა კ ი :

-ჩემს  ადვოკატს  მივანდობ  ჩემს  დაცვას.

  ე შ მ ა კ ი ს  ა დ ვ ო კ ა ტ ი.

-ეშმაკო  საყვარელო,  დამელოდეთ,  მოითმინეთ  ერთი  წუთი,

  მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე -  ა დ ვ ო კ ა ტ ს :

-აბა  რას  იტყვით?

  ე შ მ ა კ ი ს    ა დ ვ ო კ ა ტ ი :

-ეშმაკო  საყვარელო,  ცამდე  მართალი  ხართ,  არ  ინერვიულოთ.

-ბატონო  მოსამართლევ,  ვეთანხმებით  თქვენს  გადაწყვეტილებას.!

  მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე :

-დაუყოვნებლივ  აღსრულდეს  განაჩენი.
-და  ჩამოახრჩვეს  ერთი  ეშმაკი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები