შემხედა და ვერ მიცნა, შევხედე და ვიცანი, ციცამ გულზე დამასო, სიყვარულის ფიწალი, სიყვარული? - ჰემ იცით ყველამ, - რაფერიც არი, (კარში კატა კნაოდა, კაკანებდა ციცარი) ციცაი, ზოვლი ლამაზი, გახდა დასაფიცარი.
ბაბამ მითხრა - გაგცვეთო, მაგ თავს გიგიტკლიცავო, რა დროს შენი ქალია, რა დროს შენი ციცავო, ოჯაღიდან გაგადებ, პურის მადლმა, ვფიცავო, საკუთარი ხელებით, გათხარო და მიწავო, ახლა მივხდი დილაზე, იმ წყაროსთან ვის ცავო.
ნენემ მითხრა - ამ პროხ ბერს, ნუ მუუსმენ ნენიო, რაფერც შენს გულს ეწადოს, ნენი, ისე ქენიო, აგერ ყაბალახი და იგერ კიდვენ ცხენიო, ოქრო რგოლის ბეჭედი, მზითევი და ძღვენიო, ციცას ყურში მუუყევ, ქმრობა მინდა შენიო.
ავდექი და ვეახელ! ციცამ მითხრა - ვერაო... გაღმა დურსუნს ფარა აქ, შენ კი ლექსებს წერავო, მასე ვერ წამოგყვები, ჩემო ისკენდერავო.
ციცას ვუთხარ, - მიდინგლე, ცავ, ტყვილა და ამრიო, შეშურდება დუნიას, ჩემნაირი ქმარიო, დურსუნს ფარა თუ კი აქვს, ქი გავს სუპერ მარიოს და თუ ის გირჩევნია - შენი ქეჩაც მკარიო.
ევფუნგეთ და ევშალეთ, არ დიმითმო ციცამაც, თუმცა ტყვილი ხებერი, ციცამ მალე იწამა. ზვინი გახდა "ჰოსტელიც", ოდაცა და კარავიც, გზაზე არ ჭაჭანებდა იმ მომენტჩი არავინ. გამევყენე საქმეში ჩემი შნო და მარილი, ოიპეეეე, გემო ქონია თლად სასელა სხალივით. დამავიწყა ლექსები, დამავიწყა წიგნები, ჰოდა რა მენაღვლება, ამ სხალს ვკრეფ და ვიქნები...
.
ფიწალი - ხის სამთითა, (ხუთთითა) გამოიყენება თივის ასაღებად. ციცა - გოგო ზოვლი - ამ შემთხვევაში ძალიან, საუკეთესო პროხი - ძალიან მოხუცი მიდინგლე - მომისმინე, ყური დამიგდე ხებერი - ამბავი, ამ შემთხვევაში - მონაყოლი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. "ოიპეე" - ამ ლექსს მე გემო ჩავატანე!!! ტკბილ-გემრიელი იუმორი იყო!!! ასეა, ბაბულიკა, ნიჭიერი კაცი ყოლისფერში ნიჭიერია-ვოოო - ასე ჩიოდა ჩემი გურული ბაბუ და ჩემი დასტური მის "ჩივილს":) :) "ოიპეე" - ამ ლექსს მე გემო ჩავატანე!!! ტკბილ-გემრიელი იუმორი იყო!!! ასეა, ბაბულიკა, ნიჭიერი კაცი ყოლისფერში ნიჭიერია-ვოოო - ასე ჩიოდა ჩემი გურული ბაბუ და ჩემი დასტური მის "ჩივილს":) :)
11. როი როია; ჩაგეხუტე ძმა!!!!!!!!!!!!!! როი როია; ჩაგეხუტე ძმა!!!!!!!!!!!!!!
10. მშვენიერი :) მშვენიერი :)
9. კარგი სატრფიალოა. :) კარგი სატრფიალოა. :)
8. დიდებულია! 5 დიდებულია! 5
7. რა კარგია...:) ვისიამოვნე...ვიხალისე...- მიყვარს როი...:-* და მისი ლექსები მე...:) ციცაც რა კაი ტიპია?...:))
"ციცამ მითხრა - ვერაო... გაღმა დურსუნს ფარა აქ, შენ კი ლექსებს წერავო," 5 რა კარგია...:) ვისიამოვნე...ვიხალისე...- მიყვარს როი...:-* და მისი ლექსები მე...:) ციცაც რა კაი ტიპია?...:))
"ციცამ მითხრა - ვერაო... გაღმა დურსუნს ფარა აქ, შენ კი ლექსებს წერავო," 5
6. დამავიწყა ლექსები, დამავიწყა წიგნები, ჰოდა რა მენაღვლება, ამ სხალს ვკრეფ და ვიქნები... + + + ჰოდა კრიფე და იყავი... =)) ვიცინე, ძალიან კარგი იყო.
"მომენტჩი" - ამას არ უნდოდა განმარტება რ_ო_ი ? =)) რაც შენი კალმით არ დაიწერება ეგეთი რამე არსებობს?
დამავიწყა ლექსები, დამავიწყა წიგნები, ჰოდა რა მენაღვლება, ამ სხალს ვკრეფ და ვიქნები... + + + ჰოდა კრიფე და იყავი... =)) ვიცინე, ძალიან კარგი იყო.
"მომენტჩი" - ამას არ უნდოდა განმარტება რ_ო_ი ? =)) რაც შენი კალმით არ დაიწერება ეგეთი რამე არსებობს?
5. ჩავბჟირდი :დდდდ
მძიმე პახმელიიდან გამომიყვანა :))))
ღვიძლი ჩემი არსობისა +5 ჩავბჟირდი :დდდდ
მძიმე პახმელიიდან გამომიყვანა :))))
ღვიძლი ჩემი არსობისა +5
4. ხალასი და ნათელია. მომეწონა :) ხალასი და ნათელია. მომეწონა :)
3. სახალისოა. :)
ფიწალი, პროხი და ციცა ვიცოდი.
ვერც ამას მიხვდება ყველა: "იმ წყაროსთან ვის ცავო. " - ანუ იმ წყაროსთან ვის უდარაჯებო. (სად გამომადგა გურული დედა) :))
სახალისოა. :)
ფიწალი, პროხი და ციცა ვიცოდი.
ვერც ამას მიხვდება ყველა: "იმ წყაროსთან ვის ცავო. " - ანუ იმ წყაროსთან ვის უდარაჯებო. (სად გამომადგა გურული დედა) :))
2. ინტერნეტში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ინტერნეტში წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
1. ეს "აჭარული ბალადა" სადღაც ინტერნეტში ვნახე, უავტოროდ და მაშინვე ის გავიფიქრე -როისი იქნება მეთქი :)
დიალექტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, გონივრული და ლამაზად გამოყენების ნიმუშია ეს ლექსი.
"ოიპეე, გემო ქონია..." - ფინალი სასწაული :)
მხოლოდ "მიდინგლე" არ ვიცოდი.
მიყვარს ეს ტკბილაჭარული.
ეს "აჭარული ბალადა" სადღაც ინტერნეტში ვნახე, უავტოროდ და მაშინვე ის გავიფიქრე -როისი იქნება მეთქი :)
დიალექტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, გონივრული და ლამაზად გამოყენების ნიმუშია ეს ლექსი.
"ოიპეე, გემო ქონია..." - ფინალი სასწაული :)
მხოლოდ "მიდინგლე" არ ვიცოდი.
მიყვარს ეს ტკბილაჭარული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|