ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: იუმორისტული
22 მაისი, 2016


* * *

ძროხა კიკინებს , თხა ბღავის,
ოფოფი უკრავს კლარნეტზე,
ცხენი შავლეგოს მოსძახის,
კამეჩი დადის ბალეტზე,
თაგვი საბძელში კაკანებს,
ჟრიამულია ყველგანა,
ვირი ჭიკჭიკებს, ღორი ყეფს,
ასე შენდება ქვეყანა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები