ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მაისი, 2016


* * *

ვიჯექი და ვფიქრობდი ზამთრის სუსხიან დღეებზე,
დიდ საწოლში როგორ ვიწექი,
როგორ გუზგუზებდა ღუმელში ცეცხლი,
როგორ მიზომავდა დედა სიცხეს და სარდაფიდან
როგორ ამოჰქონდა ჩემი საყვარელი ატმის კომპოტები.
რომ მას შემდეგ ალბათ ოცდაათჯერ გავხდი შეუძლოდ
და ყველა ჯერზე პირქვე დამხობილმა ვინატრე გულით,
არ ყოფილიყო ნეტა მაშინ ცუდად ყოფნები ასეთი ტკბილი.

სიცხე აქვს,სცივა.
ახლა მე ვარ დედაჩემი და ჩემი შვილიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები