ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პროზა
30 მაისი, 2016


მთის კანონი

    მთის კანონი
-მთის კანონი შემოუღიათ, გვეშველა!
-მერე რა წერია შით?-
-პენსიები იზრდებაო ოცით
-მერე მე რა?
- შენ კი არა მაროს
- კიდო  რაო?
-დახმარებები იზრდებაო  ოცით
-მერე  მე რა?
-შენ კი არა ციცოს
- მე რა მეზრდება, მე?
- შენ ზაურიკა გეზრდება მარა, დახმარება რატო მოგიხსნეს?
-მამალმა დეიყივლა საბძლიდან
- შენ?
-ძროხის კვალი ნახეს ჭიშკართან
-შენ?
-ხბოიანი ძროხა ნახეს ბოსელში
-შენ, კიდო კაი არ დაგიჭირეს!
-ექიმებსაც ეზრდებათო
-სადაა ექიმი?
-მასწავლებლებსაცო
-სადაა მოსწავლე?
-არ ყოფილა ამ სოფლის საშველი!
-რავა ყველაფერზე უკმაყოფილო ხარ შენ, ხო არემონტებენ გამგეობას, ხო დააგეს სტადიონი სკოლაში, ხო გამოცვალეს ხიდი?!
- იძახე ახლა ხიდი ვჭამო?,- გამგეობა ვჭამო?,- გზა ვჭამო?
- ჭამე ძროხა!
-ვისი ძროხა ჭამოს?
-ვისი და გივიასი!
-გივიას ძროხა მგელმა ჭამა!
-ჰოდა გადამთიელი მგლები რო ჭამენ ჩვენ ძროხებს მიტოა ჩვენი საქმე კარგად!
(არ შემიძლია არ ავღნიშნო,რომ წინა მთავრობისგან სოფელს გრანდიოზული ტუალეტი ერგო საჩუქრად. პოსტ საბჭოთა ნაგებობებს შორის მართლაც რომ საამაყო რამ. მართალია,  ლენტის გაჭრა არ ყოფილა დ ა არც ტუალეტი მიუწერია ვინმეს ინგლისურად, ამიტომ სტუმრებს და  დასამსვენებლებს ან საკონცერტო დარბაზი ჰგონიათ , ან კაფე. და გულმოდგინედ იჭყიტებიან შიგ. სოფლელებიც არ ამხელენ ცოცხალი თავით )
-წევიდოდი ახლა სახლში მარა რა ვაკეთო არ ვიცი...
-კარტოფილის ტომარა ხო გაქვს?
-კი
-დათვალიერე კარგად გახეული არ იყოს-
- მერე?
-მერე გახიე და შემოახვიე სტოლბას-
-დოუკვირდი კარგად რას ლაპარიკობს-
-დილას რო ადგები მოხსენი
-მერე რა გამოვა მაგითი?
-ამითი არაფერი არ გამოვა მარა, საქმეს გემეიცვლი,თოხი და ბარი მოწყენილი გაქ შენ!
-ჩემმა ცოლმა სიმინდს ვერ განდობ ყანაშიო!
-ცხელ ჭადს ხო განდობს პირში?
-ახლა ისე მჭირდება ათასი ლარი რავარც ციყვი გადახტება-
მართლა ასე იოლად უნდათ ფულის შოვნა
ორი წლის წინ ხეობის ახალი კალაპოტი გაჭრეს და ხიდი შეცვალეს, თამაზა რაციით იჯდა მ დ ი ნარის სათავეში დარაჯად, რომ მოდიდდებოდა უნდა ეყვირა.
- რა კაი სამსახური იშოვა ამ ბიჭმაო,-ყველა შენატროდა.
ერთხელაც არ უყვირია...
ამაზე იოლადაც შოულობენ ხოლმე ფულს, ერთი მოაგროვებს შეშას,  იპოვის მეორე  და სახლში მიიტანს . ერთი შეაგროვებს ჯართს, ნახავს მეორე და ჩააბარებს. ცოლის თხოვაც ეზარებათ, სოფელში ვერ შოულობენ და საფლის გარეთ გასვლა არ უნდათ. თუ ვინმეს ტელეფონით მოატყუებენ ხომ კარგი.
-რავა არაფერს არ აკეთებენ ეს ახალგაზრდებიო, -ამბობენ უფროსები
-ამდენს რა მამუშავებსო- ამბობენ ახალგაზრდები
ზევიდან კუდაპრეხილმა ძუიამ ჩამოიარა, წინ კუსია შეეფეთა, დასუნეს ერთმანეთს და თავიანთ გზას გაუდგნენ. (აქ რომ მანანა ყოფილიყო იტყოდა- ძაღლებიც არ ჩერდებიენ სალაპარიკოთო და ცალი თვალით ამათ გადმოხედავდა)
ცოტა ხანში ბედნიერმა შალუამ ჩაიქროლა სიმღერით:
ჩემი თავი არ მიყვარს მე,
შენს თავს რა შემაყვარებს.....
- ჩემი თავი არ მიყვარს მე,
შენს თავს რა შემაყვარებს...
შემდეგ ისევ უკან ამოიქროლა-
ჩემი თავი არ მიყვარს მე.
შენს თავს რა შემაყვარებს-
- რაია შე ამოსაწყვეტო მაგი, სიმღერაა ნოველაა, ტრაქტატია,
ვინ სიკვდილმა გასწავლა!-
-მამაჩემმა-
-ოროველა ვერ გასწავლა?
-მაგი თვითონ არ იცის
-რო ჩამეივლი მაგი არ იმღერო, სახვა იმღერე !-
ქვევიდან დიდი ტრაქტორი ამოხორიალდა და დიდი ბუღი დააყენა, ზევიდან ურემი  ჩამოფხოჭიალდა და დიდი მტვერი დააყენა.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ტყეს შეაფარეს თავი
მასლაათით:
-ხუთიათას ლარს იძლევიენ  ვინც ბიზნესს წამეიწყებსო
-აქანა რა ბიზნესი უნდა წამეიწყო?-
-მე ვიციო, - თქვა სტუმარმა
ყველა შეაჩერდა იმედიანად
-დავდგათ კაჩიგარია მჟავე წყლებთან და მინერალური წყლის აბანო მოვაწყოთ-!-
ერთბაშად მიხვდნენ რომ ამ ქვეყანაში არც სტუმრის  საშველი იყო და არც მასპინძლის 
მატარებელი დეიძრაა,
ტროლეიბუსი ჩამოდგაა
სიმღერით ბრუნდებოდა შალუა უკან


-

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები