ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 ივნისი, 2016


Александр Сергеевич Пушкин – Возрождение

ალექსანდრე პუშკინი - აღორძინება

შლის ბარბაროსი მხატვარი ყალმით
გენიალური ხელოვნის  შედევრს
და უკანონო თვისი ნახატის
კონტურებს თითხნის უაზროდ ზედვე.

უცხო ფერები, გაივლის წლები,
დასცვივა სურათს, ვით ძველი ქიცვი
და გენიოსის ნაწარმოები
წარმოგვიდგება ძველებურ ბრწყინვით.

ურვილ ჩემს სულსაც ჩამოსცილდება
ზუსტად ასევე  ძველი ცთომანი,
აღმოცენდება უბიწო დღეთა 
თავდაპირველი ხილვები მასში.

1 ივნისი, ნინოობა, 2016 წ.



Александр Сергеевич Пушкин – Возрождение

Художник-варвар кистью сонной
Картину гения чернит.
И свой рисунок беззаконный
Над ней бессмысленно чертит.

Но краски чуждые, с летами,
Спадают ветхой чешуей;
Созданье гения пред нами
Выходит с прежней красотой.

Так исчезают заблужденья
С измученной души моей,
И возникают в ней виденья
Первоначальных, чистых дней.

1819

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები