ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: საბავშვო
1 ივნისი, 2016


სამი საპირველივნისო


ლაზარე

ლაზარე დიდი ბიჭია,
სალამზე სალამს აბრუნებს.
ეზოში ჩავა, დაჯდება,
ესაუბრება ბაბუებს.
თუ ვინმე მოწყენილია,
გაათბობს გაახალისებს.
წნევა ხომ არ აქვს? კითხულობს
თუ ვინმეს მოისაკლისებს.
ლაზარე, ვჭამოთ ნაყინი,
ან იქნებ სხვა რამ გერჩია?
უხმობენ:
დროზე ჩამოდი,
გუშინ ავიღეთ პენსია.
ამოსძახებენ ქვემოდან,
მონატრებულნი ბადიშებს,
ჩამოვიდოდი, ბიჭებო,
მაგრამ, ეხ!
ძიძა არ მიშვებს...

                                                               

სიზმარი

გამოიღვიძა ირინამ
და მოიფშვნიტა თვალები,
- უხ! რა ლამაზი ტყე იყო,
სავსე თავგადასავლებით.
ბევრი ყვავილი დავკრიფე,
გზის პირას ჩარიგებული,
კიდევ....ჰო, შემხვდნენ დათვები
ხელიხელჩაკიდებული.
მგელიც იქ იყო, ბებიკო,
სულ არ ყოფილა ის ავი,
შენ რა გაცინებს,ტასიკო,
გოგო, შენც იქ არ იყავი?!

                                                             
                                               
ანდრია

მიამბობს დილა ადრიან
გაღვიძებული ანდრია:
- დედამ საწოლის ქვემოდან
წუხელ ძლივს გამომათრია...
- იქ რა გინდოდა, სულელო,
გამაგებინე ეგენი.
- რა ვიცი, ანა, ეტყობა
ძილის დროს ვქენი ბრეგვენი.


:))))))) გილოცავთ ბავშვთა დღეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები