ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
1 ივნისი, 2016


რა ყოფილა სიკეთე

- იცი, ბები, უკვე მივხვდი
რა ყოფილა სიკეთე-
როცა დიდი გავიზრდები
საჩუქრებს გაგიკეთებ:
მოგაკითხავ დილით ადრე
და წაგიყვან ექიმთან,
გზად იმ მწვანე მძივს გიყიდი,
"მარკეტში" რომ ეკიდა.
მაგრამ სანამ გავიზრდები,
რა ვაკეთო მანამდე?
მე ხომ ღონე არ მეყოფა
ვხნავდე, ვთესდე, ვბარავდე.
- არა, ბებო გენაცვალოს,
სიკეთეს ნუ გადადებ!
დიდობამდე, სანდო ჩვევებს
და საქციელს გადამდებს:
უპატრონო ცხოველისთვის
საკვებს ნუ დაინანებ,
უწილადე მცირე ლუკმა-
პურია თუ ბანანი.
როცა ჩიტი აივანზე
ახალ ბუდეს იკეთებს,
შენ კი არ დააზიანებ-
უკვე არის სიკეთე.
პაწაწინა ნერგს თუ მორწყავ,
ვარჯს და ფესვს მოიმაგრებს,
როცა ნაყოფს გამოისხამს
დაურიგებ მეგობრებს.
თუ სწავლას არ დაიზარებ,
არ გადადებ გვერდზე წიგნებს,
შენს მშობლებს ხომ გაახარებ,
ერიც ასახელო იქნებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები