ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბლაგვი
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2016


სინიორ ჯო (კონკურს "ემიგრანტის წერილი 2016" III პრემია)

სინიორ ჯო  (მატარებელში საკითხავი ისტორია)

- ჩართე ერთი გიოია ტელევიზორი თუ ძმა ხარ. გევიგოთ რა ხთება ქვეყანაზე. იქნება ომი დეიწყო.? – ჩავრთო თორე შენც ყველაფერი არ გაიგო. ნახატებს უნდა უყურო და მერე იმარჩიელო არა? – ე ბიჯო შენ ჩართე და მერე მე ვიცი ჩემი საქმე.. – კაი რა თუ ძმა ხარ. არ იცი ეხლა რეებიც იქნება? მიგრანტები შემოგვესია, ჩაუკეტოთ საზღვრები, მოკლეს, მოტყნეს, ავარია, აფეთქება.… აი ნახავ თუ არა.. –უთხრა ნერვებ მოშლილმა გიომ და პულტი სამზარეულოდან პირდაპირ, მისაღები ოთახის ფანჯარასთან მდგარ დაგლეჯილ დივანზე წამოწოლილ ჯოს გადაუგდო.
ჯო ქუთაისელი ჯონია ფუთურიძეა. კომუნისტების დროს, ქუთაისის ავტოქარხანაში შეჭედილი “კაზ”-ებს კარების საკეტებს უმონტაჟებდა. მერე ქვეყანა, რომ აირია და საქართველო უკუნეთის გზას დაადგა, ჯონიაც იძულებული გახდა ქარხნიდან ცხვირი გამოეყო და როგორც თვითონ ამბობს, ტრაკი გაენძრია. ასე იძულებით მოუწია ჯონია ფუთურიძეს “სვარკის” (შედუღაბების) სწავლა და მშობლიური მამაქალაქიდან, დედაქალაქში გადასახლება. ათ წლიანმა, რკინის ცეხში მძიმე შრომამ და რკინის კარებების კეთებამ, ჯონიას კარის საკეტების ხელობაც შეასწავლა. ერთი ორჯერ მეგობრებსაც დაეხმარა ჩაკეტილი კარის გახსნაში და ზუსტად მაშინ, მესამედ თუ მეოთხეთ, რომ აღებდა რომელიღაც მეგობრის შემთხვევით ჩაკეტილ კარებს, დააჯდა ის ეშმაკუნები ტვინის რომელიღაც ნახევარსფეროზე, რომლებმაც აფიქრებინეს, მაინც სიბნელე და უფსკურულია, სხვისი სახლის კარების გახსნასაც ვცდი, რაიცი რა დამხვდესო. სცადა კიდეც. შეძვრა სხვის სახლში. . . ერთი ორჯერ გამოუვიდა და რომ შეხედა ყველაფერი “ჯიგრულად” მიდოდა და თან ფულიც “საკაიფოდ” იშოვებოდა, ყურადღებაც მოადუნა. მოადუნა და ამოყო კიდეც თავი გეგუთის ციხის კეთილ მოწყობილი საკნის კარს მიღმა, ხუთ წლიან შვებულებაში. გეგუთის ჯოჯოხეთში გატარბული ხუთი წელი საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველაფერზე დაფიქრებულიყო. ყველაფერი უფრო კარგად აეწონ დაეწონა. ცოტა გარეთ დარჩენილ ცოლშვილზეც ეფიქრა. და როცა გამოვიდა ისევ თბილისში დატოვებულ რკინის ცეხს მიაშურა. როგორც თვითონ ყვება კლიენტებიც საკმაოდ ჰყოლია, მაგრამ ამ საქმეს ახალი თვალთახედვით გული ვეღარ დაუდო და ცოლშვილს განუცხადა, საზღვარგარეთ უნდა წავიდე სამუშაოთო. იმის მოყოლისგან თავს იკავებს თუ როგორ შეხვდა ამ ამბავს ცოლ შვილი. ყოველშემთხვევაში, არ მგონია ჯონიას ცოლს იმაზე მეტად ენერვიულა მისი ევროპაში გამოშვება ვიდრე იგი გეგუთის ციხეში, რომ გააცილა. ასე იყო თუ ისე ჯონია ფუთურიძე 45 წლისა პრაღაში გახდა. როგორც თავად ყვება ჩეხეთში პოლიტიკური მოტივით ჩაბარებულა სახელმწიფოს, მაგრამ უარი უთხრეს, შენ პოლიტიკური დევნის არაფერი გეტყობაო და იძულებული გამხდარა ავსტრიაში გაპარულიყო. სწორედ ეს ქვეყანა გახდა ჯონია ფუთურიძის თავიდან დაბადების ადგილი. და რა საკვირველია, როგორც ყველა ახალ შობილს, მასაც სახელი “ქირურგი ჯო” დაარქვეს. ქირურგი იმიტომ შეარქვეს, რომ კარების საკეტების შიგთავსის მოწყობილობა, ზედმიწევნით პროფესიონალურ დონეზე ჰქონდა შესწავლილი. ამისთვის იგი ყიდულობდა სხვადასხვა ზომის, ფორმის და სირთულის საკეტებს. ამაგრებდა თავისივე ხელით სახელდახელოდ მოწყობილ სამაგრზე, შლიდა და საათობით სწავლობდა საკეტის მექანიზმებს. თავისთავად ცხადია ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ ნებისმიერი სირთულის საკეტი, რაც შეიძლება ადვილად და სწრაფად გაეღო. თან ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ ხმაურიც არ გამოეწვია. მხოლოდ მის დაუზოგავ შრომას, მონდომებას და პროფესიონალიზმს შეიძლება მივაწეროთ მის მიერ 1:36 წამში გაღებული ნებისმიერი სახლის კარი. გარდა ამისა, სამსახურში წასვლის წინ იგი მუდმივად ყიდულობდა სამედიცინო ხელთათმანებს, რაც გარანტია იყო იმისა, რომ თითის ანაბეჭდები კარების საკეტზე არ დარჩებოდა.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ემიგრანტებში სამედიცინო ხელთათმანი არა მედიცინასთან არამედ სახლის მძარცველებთან ასოცირდება და ალბათ ამიტომაც არ არის გასაკვირი მათთვის, ტელევიზიით ყოველ დღე გამოცხადებული ათობით სახლის გაძარცვისთვის ვერავის, რომ ვერ აკავებენ კვალის არ ქონის გამო. მაგრამ როგორც ერთი ქართული გამოთქმა ამბობს “რაც არ გერგება არ შეგერგებაო”. მათი მთელი ნაქურდალი (როგორც თავად ეძახიან ნამუშევარი) ან ქალებში ან წამალში ან არადა ერთმანეთის ხოცვა ჟლეტას ხმარდება. თავად ამ ადამიანებს, რომ ჰკითხოთ, მდიდრებს ვპარავთ და ღარიბებს ვუგზავნით საქართველოშიო. მე კი სულ მინდა ხოლმე ვკითხო, ვისაც უგზავნიან, იმათთვის თუ უკითხავთ ოდესმე უნდათ რო ესეთი ფული? თუმცა არ მგონია დიდად ენერვიულა ჯონია ფუთურიძის ცოლს იმაზე, რომ მისი შვილი მოპარული ფულით იზრდებოდა.
მერე ძალიან, რომ აიკლებენ იმ ქალაქს ან რეგიონს იძულებული ხდებიან გადავიდნენ სხვა ქალაქში ან სულაც სხვა ქვეყანაში. ხოდა არც ჯოს დაედგომებოდა ავსტრიაში მისი დაბადებიდან სამ წლის თავზე და რაღა ექნა, ბარში ბარმენთან და მარკეტში მოლარესთან ნასწავლი გერმანულით, გერმანიის გზას დაადგა. გერმანიამ ჯოს არ გაუმართლა იმედები. შესული არ იყო ქვეყანაში იმ დღესვე დააკავეს. როგორც ჯო ჰყვება: -დაგვიჭერდენ ბიჯო აბა რა იქნებოდა.. ვინცხა უკრაინელმა გვითხრა საზღვარზე ველოსიპედისტებს არ აჩერებენო. ჩვენც წევედით და მევიპარეთ რაცხა ჯართები. მერე ჩევიცვით ეს რაცხა უჯიშო ტანსაცმელი და მასე ვიარეთ ერთი სამოცი კილომეტრი. წარმოგიდგენია ახლა მე რო დამინახავდა პოლიცია რას იფიქრებდა? ენა ჩვენ არ ვიცოდით, არაფერი ჩვვენ არ ვიცოდით. ერთი რაც შევძელი, ხელით ვანიშნე მშია და დაძინება მინდათქვა.. და ქე წაგვიყვანეს მიუნხენში მშვენიერ აზილში.
- აზილი, ემიგრანტებისთვის სპეციალურად გამოყოფილი თავშესაფრებია, სადაც მათი დაპურება, პიროვნების დაზუსტება და სამედიცინო მომსახურეობა ხდება. ამ ადგილის მთავარი შეზღუდვა, ტერიტორიის დატოვება და სხვაგან წასვლაა. – ერთი ორი კვირა რო მევითქვით სული, ქე მოგვინდა მერე გაპარვა. აბა იქანა რა გამაჩერებდა ბიჯო. მთელი დედამიწის ძაღლი და ღორი იქანა იყო. საშინელი ადგილია ძმაო. – გაიპარა ქირურგი ჯო თავის ორ თანამომპარავთან ერთად აზილიდან და დიდ ბერლინში იმის იმედით ჩავიდა, იქნება რამე მდიდრულ სახლს გადავაწყდეო. – დევიღალე ბიჯო გიგაია, მეთქვი რაცხა წესიერს გადავაწყდები და წავალ ცოლშვილთან და დევისვენებთქვა. მარა ვინ გაცალა ბიჯო..
– დილის რვაზე საათზე ბერლინის ქუჩები უკვე გადაჭედილია ხალხით. ზოგი სასწავლებელში მიიჩქარის. ზოგიც სამსახურში დაგვიანების შიშით ადრე გამოდის სახლიდან. მოკლედ ეს ის დროა, როცა ჯო და მისი ძმები წინა ღამით დანიშნულ სახლებს უნდა დაეცნენ, იმის იმედით, რომ რამე ძალიან კარგი დახვდებათ იქ. ასე, ჩვეულებრივი სამუშაო დღეც გათენდა ბერლინში, ერთ ერთი უბნის ამბულატორიის დარაჯად მომუშავე ქართველ სტუდენტთან არალეგალურად შეფარებული ჯოსთვისაც და წავიდა სამუშაოდ. გზაში ის ორი ნარკომანი ძმაც შემოუერთდა ბოლო ხუთი წელიწადია, რომ უნდათ, როგორმე წამლის კეთებას თავი დაანებონ მაგრამ ვერაფერს, რომ ვერ უხერხებენ საკუთარ თავს. და ავტობუსში ავიდნენ. იარეს ასე სამი გაჩერების მანძლიზე ავტობუსით, კვალის დასაფარათ. წინა დღისით მაღაზიაში მოპარულ თეთრ პერანგებში, ლევისის ძვირადღირებული ჯინსის შარვლებში და სახლებიდან მოპარული უძვირესი არმანის ბოტასებში გამოზმანული ქართველი მძარცველები. მეტი დამაჯერებლობისთვის ბილეთიც დასტამბეს. მშვიდი ტონით კიდე ერთხელ გაიარეს ძარცვის გეგმა. ვინ სად უნდა დამდგარიყო, ვის როდის უნდა დაერეკა ერთჯერადად ნაყიდი ლაიკის ქსელის ნომრით და რა დროში უნდა ჩატეულიყვნენ. ავტობუსიც ზუსტად იმ სახლის წინ გაჩერდა ჯონია ფუთურიძეს რომ სიმდიდრე ეგულებოდა. სანამ ჯო სადარბაზოს კარებს მიადგა დანარჩენი ორი გადანაწილდა სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილებზე შემდეგი მოქმედებებისთვის. აბა ჯონია ფუთურიძე რისი ქირურგი იყო სადარბაზოს კარებს შეეჩერებინა. Dაიქნია თავის ჯადოსნური ჩხირები და პირველი ბარიერი ისე არხეინად შეაღო საკუთარ სახლში მიდისო ეგონებოდა კაცს. შევიდა ჯო მეორე მთავარი ბარიერის გადასალახად და შეყვა მეორეც. მესამე სართულზე ასულები არ იყვნენ მეორედან ვიღაც ახალგაზრდა სტუდენტი გოგო გამოვიდა და თავაზიანად მიესალმა, როგორც წესი დიდ ქალაქებში მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ. მით უმეტეს სტუდენტები, რომლებიც დრობით ცხოვრობენ, სწავლის დამთავრებამდე. ამიტომ ქერა თმიან გერმანელს აზრადაც არ გაუვლია, სოლიდურად გამოწყობილი შუახნის მამაკაცები თუ მძარცველები იქნებოდნენ. ამათმაც გაუღიმეს და მიესალმნენ. ისე მიდიოდნენ სჯეროდათ, რომ საკუთრი სახლის შემთხვევით ჩაკეტილი კარების გასაღებათ ადიოდნენ. სულ სამი წუთი ჰქონდათ ყველაფრის მოსათავებლათ და უკან დასაბრუნებლათ. U თან ჩქარობდნენ და თანაც ნელა ჩუმად მოძრაობდნენ, ყველაფერს სიზუსტე სჭირდებოდა. წუთნახევარში ჯო და მისი ნარკუშა დამლაგებელი ძმა სახლში იყვნენ.. ორ წუთში სახლში ისეთი ამბავი იყო ალბათ პატრონი რომ იქ არ ყოფილიყო საკუთარ სახლს ვერც იცნობდა. პატრონი კი ნამდვილად იქ იყო და თანაც ტუალეტში. ტუალეტიდან გამოსულმა ორ მეტრიანმა კალათბურთელმა გერმანელმა ორი თეთრ პერანგიანი, სოლიდურად გამოწკეპილი, ერთი გამწლეული თვალებ ჩაცვენილი, მეორე კი ოდნავ პუტკუნა, ცისფერთვალება, ჭაღარა კაცი რომ დაინახა, გაუკვირდა. თავიდან შეიძლება იფიქრა კიდეც, მძინავსო მაგრამ მერე ჯოს ხელებში მისი ტელეფონი და ოქროს საათი რომ დაინახა, მიხვდა ეტყობა საქმე უფრო რთულადაა ვიდრე ძილში, ცუდი სიზმრისასო და ინსტიქტურად დასცხო ორივეს უშველებელი ტორები.
რომელი მძარცველი არ ინატრებდა იმ დროს იმ სახლიდან გაქცევას, მით უმეტეს თუ სახლში ამხელა მონსტრი დახვდება მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ სახლის პატრონი კარებში ჩადგა და მძარცველებს გარეთ აღარ უშვებდა. ჯოს კიდე სახლის საკეტების გასაღებად წამოღებული მავთულების მეტი არაფერი ედო ჯიბეში, რომ შეეშინებინა მაინც. ეგეც არ იყოს სახლის პატრონი ჯოსთვის გაუგებარ ენაზე ღრიალებდა რაღაცას. ბოლო ბოლო ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს ნარკომანი სამზარეულოში შევარდა დიდი პურის საჭრელი დანა აიღო და გამოვიდა.. ის დანა კი იმხელა იყო მესამე რაიხის ჯარისკაცსაც კი შეაშინებდა. მით უმეტეს ტრუსიკიან კალათბურთელს. დიდი ომის მერე დააღწიეს კალათბურთელის ტყვეობას თავი და ის იყო სამშვიდობოს ვართო უნდა ეთქვათ, პოლიციის საყვირის ხმა რომ გაიგეს. გაიგეს და აუჩქარეს კიდეც ფეხს. მაგრამ დაავიწყდათ, რომ ბერლინში იყვნენ და არა ნეაპოლში სადაც პოლიციას შეიძლება დაეზაროს შენი დაჭერა.
ასე აღმოჩნდა ჯონი ვასილის ძე ფუთურიძე ბერლინის პოლიციის განყოფილებაში. სადაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ გამოუტანა განაჩენი გაედეპორტებინათ იმ ქვეყანაში საიდანაც შემოიპარა. ჩასვეს ბორკილებდადებული და სასჯელ აღსრულების დახურულ მანქანაში თვალები აუხვიეს, წაიყვანეს ჩეხეთის საზღვართან, მერე ბორკილები შეუხსნეს და მანქანიდან წიხლის კვრით გადააგდეს. თვალებიდან სახვევი რომ მოიხსნა ეგონა თუ დაბრმავდა. უკუნი სიბნელე იყო. შიშის კანკალმა აიტანა, სრულიად მარტო, სადღაც დააგდეს. ერთადერთი ის გაარჩია, რომ მეჩხერ ტყეში იყო და ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა. სხვა გზა არ იყო უნდა ევლო. გაჩერება არ იქნებოდა. თორემ ახლა ჩეხები დაიჭერდნენ და საქართველოში დაადეპორტებდნენ. ასე გაღატაკებულს კი ცოლიც არ მიიღებდა. ეს სიკვდილის ტოლფასი იყო მისთვის. იარა სანამ შეძლო. სამი დღე და ღამეDდაკარგულმა, ფეხშიშველმა,უორიენტაციოდ სადღაც იარა. გაჩერება არც უფიქრია, მაგრამ შიმშილმა დააგდო. სადღაც ჩაეძინა და სწორედ მაშინ, რაღაც სიზმარივით, ფიქრივით, რაღაც მძიმე დააწვა ჯოს.
ცხოვრება თავიდან გაიარა, ხელმეორედ დაიტანჯა საკუთარი ცხოვრების გზაზე და მაშინ, როცა ისევ იმ ადგილზე მივიდა აი ზუსტად იმ ადგილზე სადაც გერმანელებმა გადმოაგდეს მანქანიდან... ცივი წყალი გადაასხეს.
უკრაინელი ემიგრანტები ჩეხეთის გავლით სხვადასხვა ქვეყნებში გადასასვლელ გზებს ეძებდნენ, სპეციალურად დაქირავებული გიდები, ფულის სანაცვლოდ გადასაპარ ბილიკებს ასწავლიან გასაცოდავებულ ხალხს. 500 ევროთ, ჩეხეთიდან შემოვლითი საიდუმლო ბილიკებით ემიგრანტები ევროპის სხვადასხვა ქვეყებში გადაჰყავთ.
ჯოს, რომ დაადგნენ გიდს არც გაჰკვირვებია, ნათელი იყო მისთვის ეს სანახაობა. პირველი არ იყო და როგორც ყველა ადამიანის ოდნავ მოყვარული მოიქცეოდა, მანაც წყალი და ცოტა საჭმელი მიაწოდა. ჯო ცოტა, რომ მოსულიერდა და ხმა ამოიღო, საერთო ენაც გამონახა უკრანელ ხალხთან. იმათმაც აქ მარტო ხომ არ დაგტოვებთო და თან წაიყვანეს.. თავიდან არც უკითხავს საით მიდიხართო, იფიქრა საითაც არ უნდა მიდიოდეთ, მე მაინც ერთი გზა მაქვს, შვილი მელოდებაო.
საქართველოში ჩასულ ჯოს, ყველაფერი სხვაგვარად ეჩვენა. ისეთი აღარ იყო, როგორიც დატოვა, როგორსაც ელოდა. ინახულა მეგობრებიც, რომლებიც საერთოდ აღარ იყვნენ მისი მეგობრები და მხოლოდ ძველი ამბების გამოღა შეხვდნენ კარგათ. იქეიფეს კიდეც, მოილხინეს, გაიხსენეს ძველი ამბებიც, მაგრამ ის გრძნობდა, რომ იგი აღარ იყო ის ჯონია ფუთურიძე, რომელიც მეგობრებმა გააცილეს. და იგი აღარ იყო არც ქირურგი ჯო. ავსტრიაში, რომ მონათლეს ახალმა მეგობრებმა.
ცოლს მალევე გაეყარა. არ ვიყავით ჩვენ ერთმანეთისთვის გაჩენილიო. საქართველოში ხუთი წლის ყოფნის შემდეგ, ქუთაისში მამამისის დანატოვარი და თბილისში ნაქურდალი ფულით ნაყიდი სახლები გაყიდა, საკუთარ შვილს მოკიდა ხელი და იტალიის სამხრეთში, პატარა სოფელში თავის ბავშვობის მეგობარს გიორგის დაადგა.
- რაო ჯონსონ რას აცხადებენ? - დამცინავი ტონით შეეკითხა სამზარეულოდან გიო და თან საქმიანად დააყოლა. - ადე ადე ვჭამოთ და გავედით. ჯაკომო გვყავს სანახავი, ფართის და შენი საბუთების ამბები გვაქვს გასარკვევი. მერე იმ მცხობელს უნდა დაურეკოთ კახეთში. ჩავიდეს თბილისში საბუთები მიიტანოს. და კიდე, შროშაშიც უნდა შევეხმიანოთ, თონის ამბებზე. წამოღების პრობლემა მოგვარებულია. ჩემი ძმაკაცი ჩამოგვიტანს იაფად. გუშინ საღამოს ველაპარაკე. ისე ის მცხობელი კაი ტიპია? პატიოსანი კაცია? ლოთი ხომ არაა? დაეჭვებული სახით გახედა გიომ ჯონსონს და პასუხსაც არ დალოდებია ისე გააგრძელა. - ერთმა ჩემმა ახლობელმა, ლევანმა, გახსნა ეგრე ქართული თონე შუა პრაღაში. ქართველი მცხობელი ჩამოუყვანია სპეციალურად და ლოთი არ აღმოჩნდა... რა უნდა ექნა? ადგა და გაუშვა. მერე კიდე ის საცოდავი ქუჩაში უპოვია მძინარე. შუა პრაღაში. წარმოგიდგენია? - ჯონი გაოგნებული სახით უსმენდა გიოს. წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა. -მერე? -ძლივს ამოღერღა ჯონიმ, რომელსაც თავისმა პრაღამაც გაუელვა წამიერათ. - მერე ის რომ წაუყვანია ისევ სახლში. - სად სახლში? -დაიბნა ჯონი. -სად და საქართველოში. აუღო ბილეთი და გაუშვა უკან. მერე რა მოუვიდა არ ვიცი. კაიხანია აღარ შევხმიანებივარ ლევანს.
- ისე შენ რო არ მყოლოდი გიოია მე რა მეშველებოდა არ ვიცი ძმაო. იტალიაში ქართული თონე კიარა, რა იქნებოდა საერთოდ არ ვიცი. - უთხრა ჯონიმ და ღრმად ამოისუნთქა. თითქოს გააყოლაო მთელი თავისი წარსული ამ ამოხვნეშას. - მთავარია გამოვიდეს ძმაო. შენ დათუნა გეზრდება სწავლა-განათლება სჭირდება მაგ ბავშვს. ჯერ ყველაფერი წინ არის. მთავარი ეხლა იწყება. დღეიდან შენ ხარ სინიორ ჯო. მე კიდე კიდე სინიორ ჯორჯო და ჯერ არსად არ ვაპირებ წასვლას ძმაო. -თქვა გიომ და მაგიდისკენ მიუთითა. -დაჯე დაჯე ვჭამოთ. დათუნა მოდი გემრიელი გუფთის სუპი გამოვიდა მემგონი. სანამ თამრო ჩამოვა მანამდე მოგვიწევს საჭმელის კეთება.
- დღეს დილით მზე ისე სასწაულად ამოცურდა ჰორიზონტზე. მატარებელში ისეთი ჰარმონიული სიტუაცია იდგა, ყველა ახალი დღის დასაწყებათ ემზადებოდა. ერთი გაფიქრება გავიფიქრე კიდეც, რომ დღეიდან ყველას ეყვარებოდა ერთმანეთი, მაგრამ მერე ჩემი კურსელი დამიანო კოლეტი ამოვიდა ქუარტოდალტინოს გაჩერებაზე და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, რამ მაფიქრებინა ეს სისულელე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები