ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2016


* * *

ისევ წარწყმიდე ცხოვრება შენი
სული ცოდვისგან არ დაიხსენი,
აკეთებ იმას რასაც ვერ ხვდები
ისევ წაგართვეს,წაგაჭრეს ფრთები.
თავისუფლებას კვლავ ცვლი მონებად,
რად გსურს აივსო ჩირქით გონება?
რად გსურს დატოვო უფლის ტაძარი?
სულში დაგინთოს ეშმამ ხანძარი.
მძიმე გგონია ბუმბულის ჯვარი,
რადგან შენ გულში ჩაიდე ჯავრი,
ჯავრი მთლიანად სამყაროს მიმართ
შენ თავს იღუპავ,ამ დროს კი იმათ
ვისაც შენ ასე უფრთხი თან ეძებ
უკვე გააკრეს იესო ჩვენზე.
რა გსურს,რომ ასე იტანჯო მუდამ?
სულს პატრონობა,განწმენდა უნდა
კვლავ მოიპოვე შენივე თავი
ლოცვით აჯობე წუწუნს და ბღავილს,
თუ გსურს,რომ ისევ იფრინო ცაში,
თუ გსურს,რომ გახდე კვლავ ჩვილი ბავშვი...

02.06.2016 ლიცეი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს