ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2016


ჩვევად მაქვს უკვე

სულ უფრო ხშირად მახსენდება ჩემი დაღლილი
ბაბუ, რომელიც მარტო უვლის ეზო-კარს ახლა,
ბაბუ, რომელსაც არ ჰქონია, თუმცა, ადვილი
ყოფა, არ მახსოვს, დაეჩივლოს ოდესმე დაღლა.

ჩვევად მაქვს უკვე, ყოველ ღამით ვსტუმრობ, ძილის წინ,
ადგილებს, სადაც დამრჩენია ბავშვობის წლები,
ყველაზე მკრთალი რეალობა ხდება თბილისი
ჩემთვის და ვხვდები, რომ მისთვისაც უფერო ვხდები.

ვუმზერ მთა-გორებს და პირველი ლექსის ტიტინი
მესმის ვენახში, სადაც სტროფებს მელანი აკლდათ,
ავტორს - ასაკი, ვფარფატებდი თოთო ჩიტივით
მაშინ და მორცხვად ვეკრობოდი საყვარელ კალთას.

დაძინებისას, ნოსტალგია მიპყრობს სულ უფრო
სწრაფად, ჩემივე გულისცემა მიდგას თავდებად
სიზმარშიც, სადაც მიცხადდება ბაბუ, სოფელი
და ძველი სახლი, დღითიდღე რომ პატარავდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები