ნაწარმოებები



ავტორი: ფე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2016


ქვიშის ქალაქი

ქვიშის ქალაქი
ჩვენ წავედით ჭეშმარიტებებისთვის,
აქ არ იყო მახვილი და სისხლი.
შიში არ იყო სიცარიელე და საფეხური
სინათლე დამთავრდა?
კედელთან იყო მიწა და ქალი,
ურთიერთობებმა სხეულებში გადაინაცვლეს.
ის სახლი არ მიუტოვებიათ , სადაც
ანათებენ კედლებს ყოველ ღამით
ტრიალებენ წრეები და ამბობენ ფრაზებს...
ბზარიდან გაპარული შიშით ვეძებთ ადგილს,
სადაც კუთხეა სიმსუბუქე,
ეს შეიძლება დაიმახსოვრონ კარადებმა
და სხვა ნივთებმა.
მიწამ მიიბარა საგნები და მე თავისუფალი ვარ
საგნებისაგან, ნივთებისაგან, შენგან,
ტალახისაგან
ჩემი შეცდომისათვის,
განწყობილებები წვიმებში გადადიან,
გარბიან ქალები, კაცები ირჩევენ
მიმართულებებს.
წვიმა გადაივლის გზებს, სახლებს, სახურავებს
წვიმა გამოილევა ცაში და
დატოვებს გუბეს ყოველ შემთხვევისთვის
ფეხს დაისველებს ანცი მოხუცი,
მან შეიძლება მზიან ამინდში კატებს დასცინოს
ეს შეიძლება დაიხატოს ან განმეორდეს,
ჩვენ ვაგრძელებთ ჩრდილებს ჩვენი ტანიდან,
ვზრდით მახსოვრობას, როცა სისველემ
შენი თმები გაიმეორა , თვალები, ტანი,
ხელები, ხმა, სახლი,
სადაც ვეგუებით,
როცა გადაივლის იმედები სიყვარულისთვის,
რასაც შეიცავს რსაც შეიცავს ჩვენი სიზმარი.
ჭეშმარიტებას, რომელსაც შევცვლით
წარსულიდან
და წავალთ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები