ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2016


ე შ ვ ე ლ ე ბ ა ? /კრიტიკა პუბლიცისტიკა, ზოგსა ჰგონავის მისტიკა, მაგის არსისთვის ჩაწვდომა, არ არის გეტყვით ნავსია, ინტელექტია საჭირო,რადგან შიგთავსი თავშია.

გამაიდარა  მითომა
ხარობს  ცოტათი  გულია,
ვერსად  ვეღარას  ვაკეთებ,
ჩემ  გულიც  დადაგულია,
შაყრილან  ზემოთ  ღრუბელნი,
ქუხილიც  არნახულია,
ჩვენ  გულ  რო  ტირის,
ახლოში  ხარობს  დამეხილ  ურია,
თურმე  მთელ  სარჩო  წაურთომ,
თან  ჩვენი  სისხლი  სწყურია,
ზნეგადასული,  ურჩხულად,
გადაქცეულა  ხურია.
მის  ფეხთით  წამოწოლილა
მომატებული  ფურია,
ყბებს  მადიანად  კი  იქნევს,
დაუძაბავის  ყურია,
დაახოცინებს  ერთურთსა
მსგავსებს  გამჭოლი  შურია.
მოწამეთ  რა ეშველება,
ვისაც  ცხოვრება  სწყურია.
სად  არის  საშველ-მაშველი,
მწყინს  ადგილ  დანაღმულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები