ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2016


ყ ა ყ ა ჩ ო ე ბ ი

ყაყაჩოები  შეპარულან  აქვე მინდორში,
ჯერ,  ის  მეგონა,
მინდორს  ცეცხლი  გადასჩენია,
მზისგან  და  უკვე, საფიქრალიც  არ  დამრჩენია.
ყოფნა-არყოფნა, 
ვთქვი  სიცოცხლეც  არაფერია,
თუ  იმედები,  მცირე  მაინც  არ  შემრჩენია.
მერე,  რომ  ქარმა, 
ამ  ფიქრისას  შემომიარა
და  იდუმალი  ტკივილები  გაამთლიანა.
მე  დავინახე, 
დიდ  მინდორში  ყაყაჩოები,
რა  მოკრძალებით,  რა  სინაზით,  გადაცქრიალდა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები