 | ავტორი: ანემონე ჟანრი: პოეზია 9 ივნისი, 2016 |
მეგობარს.
შენზე რამდენიც უნდა ვიფიქრო, გინდაც ქარს გავყვე დასალიერში. თუ გამატანდი შენს თავს, სიკვდილო, ამ ყველა ტკივილს გაპატიებდი.
შეგიყვარებდი მიწის მათხოვარს, ჯავრს არ ვიყრიდი ღმერთზე, ყველაზე. დავივიწყდებდი შენგან ნაჩუქარ შავ დღეს,რომელიც მქონდა შენამდეც.
ცის და მზის მადლი,დილის ნამცვრევი. მაინც იღვრება ყოველ ნათებას. ვინც გნატრობს , ყველას როგორ გაწვდები , რომ ამყოფინო მიწა სახლებად .
შენს მეტი მაინც ვერავინ უძლებს ჭირსა და ვარამს, არც გიჭირს ზიდვა. მელევა სული ჩემივე სულზე , იცოცხლოს, ისე ძალიან, მინდა.
--------
ნეტავ, სად უნდა წავიდე, რომ არ მახსოვდეს სად ვარ, მზე რომ თოვლივით გაცივდეს, თან გათეთრდება ალბათ .
იფრენენ თოვლის პეპლები, იფარფატებენ გარეთ, ნეტავ, თუ გაგახსენდები, როცა ჩიტები წავლენ.
წავლენ უთეთრო დროიდან, დაბრუნდებიან როდის? იქნებ სიმძიმე მომიხსნან– გულზე დადგმული ლოდი.
ცა იკარგება ნაძვებში, მთებზე ნისლები იწვის, აქამდეც როგორ გავძელი, შენ რომ არა ხარ , მიჭირს.
ნეტავ, იმედი რისი მაქვს, რომ დავივიწყებ სად ვარ. თავს არ ვიტყუებ, მივდივარ, სულს ვეპარები მაღლა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. წარმატებები..... უბრალოდ მაგარიაააა.... წარმატებები..... უბრალოდ მაგარიაააა....
6. ფინალური ფრაზები მომეწონა ორივეგან გამორჩეულად :)
ფინალური ფრაზები მომეწონა ორივეგან გამორჩეულად :)
5. 555555!!!!! 555555!!!!!
4. მეორემ წამიყვანა.. თუ წასვლა მომინდა.. ჰო.
მეორემ წამიყვანა.. თუ წასვლა მომინდა.. ჰო.
3. მოგიკითხე ანე...:-* შენებური მიგნებებია...:-* მოგიკითხე ანე...:-* შენებური მიგნებებია...:-*
2. კარგი ხარ ირმა, მოგიკითხე. კარგი ხარ ირმა, მოგიკითხე.
1. პირველი მომეწონა! პირველი მომეწონა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|