ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან მაისურაძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2016


* * *

ასე ხდება,
გადაბმული წვიმების დროს იღვიძებს
ჩამქრალი სანთლის სუნზე ჩაძინებული ბავშვობა.
მხოლოდ წვიმების დროს იღვიძებს
სკოლაში არწასვლის ტყუილი იმედი
და სამსახურში მიმავალს
და სამსახურში მისული
იხსენებ ეზოში გაჩენილ
გუბეების უშველებელ რუკას
და ხვდები,
ვეღარასდროს შეძლებ, იმოგზაურო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები