ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2009


ებრაულ მოტივზე


შენ მიდიხარ და... ვრჩები, როგორც სიცარიელე,
ვინ დამიძახებს სავსე მთვარის პოეტს დღეიდან?..
მძლავრობს ქარბუქი, შეშლილივით სტვენს და წრიალებს,
ძველ თბილისში ვარ, გამოვცდები მალე მეიდანს.

მადლობელი ვარ, - რა ხანია არ მიტირია
ასეთი გრძნობით... ავილანძე კიდეც სახეზე;
ჩვენი ლექსები შუქდაკრული ფოტოფირია, -
ეს ტელეფონიც ხმას არ იღებს, თითქოს მაქეზებს.

ავიღებ ყურმილს და ვმღერივარ:

"იერუშალაიმ, შელ ზაჰავ,
ვეშელ ნეხოშეტ, ვეშელ ორ,
ჰალო ლეხოლ შირარი,
ანი ქინორ".

წრფივი ზუმერი...

მიყვარხარ, ჩემო!..
(ვერ გითხარი, რა მოხდა მერე...)
შენც კარგად იცი,
სიყვარული არ ითარგმნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები