ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2016


მ ო ბ ე ზ რ ე ბ ა ა სხვა არაფერი

შენი  თმებიდან  გვირილები  იყურებიან,
თვალები  შენი  ეჭვნარევი  ღიმილით  სავსე,
მზისფერ  სითბოთი  ელვარებენ  ვით რქაწითელი, 
და  აფრიკული  დღის  მსგავსებით,  აგვისტოც  ავსებთ.

დავითვლი წამებს,  ერთხელ,  ორჯერ  და  მეათასედ,
რადგან,  სხვაგვარად  ბრუნავს  ირგვლივ  ჩემი  სამყარო,
მაქვს  მონატრების,  შენთან  ერთი  კერძო  უფლება
და  დღედაღამეც,  სწორედ  ჩვენთვის  უნდა  გავყარო.

ავიწყვეტ  შენთვის,  მორალური  დოგმების  სამოსს,
ზნეობის  ნორმებს,  გადავუსვამ  ხაზს  საბოლოოდ,
დავფენ,  აქ  წითელ , არარსებულ  სამეფო  ხალებს
და ჩვენს  ზეიმზე  დავპატიჟებ  მარტოსულ  მთვარეს.

გაუაზრებლად, გადავთელავ  ჩემ  წილ  ბარიერს,
შენს  ბრწყინვალებას  ვარსკვლავები  უნდა  ვათვალო,
ისე  მომბეზრდა,  ჩარჩოებში  მთელი  ცხოვრება,
თავისუფლება  საჩემწილოდ  უნდა  ჩავთვალო.

გავცვლი  ღრუბლებზე,  გაურჩებულ  კანონთა  ნუსხას,
მზისფერ სამყაროს,  გავუგზავნი  გრძნობებს  მსტოვრებად,
სანამ  შენ  მყევხარ,  სანამ მავსებ,  სანამ  მაცოცხლებ,
მანამ  სხეული,  უმწიფარ  სულს  ემათხოვრება.           

//  -  //  -  //  -//  -  //  -  //  -  //  -  //  -  //
 
მე  იარაღი  ვყოფილვარ  თურმე,
ჩემი  ცხოვრება  ტყვია-წამალი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები