ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2016


ამბიციური ლექსი

მზეა,თაკარა,პაპანაქება.
მე მოგიყვები,ძამა, რაფერ ვარ,
დღეს მასახელეს ასე  ნაქებმა
ჩემმა ლექსებმა,
ვწრუპავ  საფერავს!

და სიხარულით მეტი აღარ  ვარ,
მეცხრე  ცას  გავცდი,აი-მეათეც,
როგორ  ვუმადლი, იცით, მე ამ თვეს,
რომელმაც დაფნა  გადამაყარა.

ჩემი სიმდიდრე არის ლირიკა,
და ლირიკისთვის მე  ვარ-ამარტი.
და  პოეზიის ვიწრო  ბილიკით,
მყინვარის თავზეც კი მოვკალათდი.

ალბათ ,სხვა  გულსაც გადაგიშლიდათ,
აწი რას  დავწერ?
ალბათ,არაფერს!
და  რაც  მაშინებს,იმის შიში მაქვს:
ვაითუ,ღვინო მალაპარაკებს!

და  ვიმეორებ: ისევ მეორე
ვრჩები ახალი ნუმერაციით.
თქვენ  პოეზია ღმერთი გეგონათ,
მინდა  გითხრათ,
რომ
თურმე კაცია!..








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები