ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2016


ზარები (ედუარდ უგულავას)

ითვლის დღეებს... დღეებს, მაგრამ არა მზიანს,
ყურთ ჩამესმის ქართველ ქალის გოდება,
სტკივა ძუძუ - შვილის დარდთან თანაზიარს,
რომ მოკვდება, არვის მოაგონდება.

გვინდა ცოტნე - კიდევ ერთი თაფლწასმული,
ქეთევანიც არ გვაწყენდა ახალი,
თორემ ერი - ტკივილისგან დაღდასმული
ვეღარ არის ძველებურად მაღალი.

ღვთისმშობლის ხატს ვკოცნი ცრემლშეუშრობელი,
ვლოცავ მიწას, როგორც მანდილს თამარის,
ოცნებაშიც შეგვეწევა ღვთისმშობელი,
ოღონდ გვწამდეს, რწმენა არის მთავარი.

ჩვენი წყლული ჩვენვე უნდა გავამრთელოთ,
გავაქარწყლოთ ეჭვები და ბზარები,
რომ კვლავ რეკდეს სადიდებლად საქართველოს
გელათის და სვეტიცხოვლის ზარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები