ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
23 ივნისი, 2016


ეს ს ა ზ ი ა რ ო უ ფ ლ ე ბ ა ა

  გზა. ვიწრო  და  ბურუსით  მოცული  გამოჩნდა.
თვალის  გახელისთანავე  გაკვირვება  ჩადგა  გონებაში. 
ვეძებდი  რაღაცას,  უბრალოდ,  მარტივად,  გაუცნობიერბლად,  ისე  რომ ძებნის  მეთოდი,  ხერხი  და  წესის  არსებობაც  კი  არ  ვიცოდი. 
შიშმა  შემიპყრო,  მხოლოდ  სითბოს  და  საოცარ  სურნელებას  აღვიქვამდი,  რომელიც  მიზიდავდა,  ისე  რომ  მისი  აღწერაც  არ  შემიძლია,  ის ჩემია,  ჩემშია,  გაუყოფელია,  გაუსხვისებელი,  მუდმივად  არსებული,  ერთგული,  უღალატო  და  მეტად  ძვირფასი,  დაუთმობელი,  დაუვიწყარი,  სიხარულიანი და  ტკივილიანი. ერთურთის  შემავსებელი.
  დ ე დ ა!-ვთქვი  ენის  ბორძიკით  მისი  სახელი,  ენის  ამოდგმისთანავე,
  და  ვთხოვე  უფალს,  მისი  ხანდაზმულობის  ხანგრძლივობა  მეორედ,  როცა  დავკარგე  მ ა მ ა.
  ერთხელ  ჩამწყდა  გული  ნახევრად  და  ძლივს  გადავიტანე,  ლამის  უფლის  მიმართ  გამიჩნდა  ფარული  ეჭვი, რწმენა  კინაღამ  შემერყა  მის  მიმათ  და  მეორედ  მსგავსს  ვერ  გადავიტან  და  ამას  უფალიც  არ  დაუშვებს..
    მესამედ ვთხოვე  უფალს,  დედის  მძიმე  ავადმყოფობისას,  გამოჯანმრთელება  მისი.
შემისრულა  თხოვნა-ვედრება  უფალმა,  გამომიჯანმრთელა  დედა.
    ვთხოვე მეოთხედ  დედის  ჯანმრთელობა,  დღეგრძელობა  და  მზეგრძელობა  უფალს  და ვლოცულობ  იმედით.
დუმილში  ვეხვეწები  უფალს,  რომ  დედა  ცოცხალი  და ჯანმრთელი  დავტოვო  ამ  ქვეყნად  საყვარელ  ადამიანებთან  ერთად,  როცა  მე  სამუდამოდ  მივენდობი  და  მივუახლოვდები  უფალს,  რომ  იქიდან  ვილოცო  მათთვის.
    ცხოვრება  არის  სევდიანიც, დარდიანიც,  იმედიანიც,  ტკივილიანიც,  სიხარულიანიც, მზიანიც,  დარიანიც,  წვიმიანიც,  თოვლიანიც,  თავისი  ხიბლით  და  სისადავით.  ამ  ყველაფერს  კი,  ბედნიერება  ჰქვია.
    სიცოცხლე  თავისი  გაზაფხულით,  ზაფხულით,  შემოდგომითა  და  ზამთრით.  მზითა  და მთვარით  მაინც  საინტერესოა,  და  ღირდა  ალბათ  დაბადებაც  ყველაფერი  ამის  სანახავად,  განსაცდელად,  დასაგემოვნებლად.
  იების  და  მინდვრის  ყვავილების  ძახილის  მიყურადება  და  გაგონება,  მათი  ხილვა  ჩემი  სოფლის  გარეშემოში,  სულ  სხვანაირად  დამშვენებული,  გალამაზებული,  გამრავლებული,  წარსულის  ნაშთებთან  შეხამებული, შესისხლხორცებული,  ტკივილიანი ხავსმოკიდებული  ნასახლარებითა  და  ნაეზოვარებით,  მუდმივი  გოდებითა და  იმედით,  რომ  აქ  ყველაფერი  განახლდება,  აღდგება  და  სიცოცხლე  იზეიმებს  წარსულის  სადიდებლად,  გასამხნევებლად.
  იები  სულ  სხვანაირად ყვავის  ჩემს  სოფლის  გარშემო,  ველური  ვარდი  და  ხილი  სხვაგვარ  სურნელს  გამოსცემს.
უფალო  ამუდმივე  აქ  ეს  მადლი  ყოველმხრივი.
    ამ  ჩემს  მიწაზე,  აქ  სიყვარულიც  მუდმივი  და  მარადიული იცის,  მადლიანია  ყველაფერი.  დილას  ცისკრის დამშვიდობება,  მზის  პირველ  სხოვთან  შეხვედრა, ბულბულის გალობა,  მერცხლის  ჭიკჭიკი, მდინარის  ღიღინი,  ფოთლების  შრიალი,  ბალახის  შარიშური,
    ბუნება  აბრეშუმის  ჭიასავით  ქსოვს  და  აწესრიგებს,  სამყაროს  მშვენიერებას.  სულზე მეტად  შემაყვარა  აქაურობამ  ეს ყველაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები