ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2016


* * *

ცაზე გაკრული მთვარე,
მოწმე რამდენი
ამბის,
რომ საუბრობდეს ალბათ,
მჯერა, იტყოდა
ნამდვილ -
სიკეთესა და ბოროტს,
სიხარულსა და დარდსაც,
იმის ამოსვლა-ჩასვლას,
რაც კი თან სდევს და
ახლავს...
რამდენ რაღაცას იტევს,
თავის მხრივ, ალბათ ცაც და
ზოგჯერ წასკდება
ცრემლიც...
მთვარეს? არასდროს,
არა!
ცაზე გაკრულა მთვარე,
ცა?  ხან შავი,
ხან - ლურჯი,
მთვარე? - ახალიც, სავსეც,
მაგრამ ყოველთვის
მუნჯი...

15.06.2016
ლიკა ოხანაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები