როცა გაახელს თვალს მზე, რამზეს, მოდის ცისკარი, როცა დახუჭავს, ოსირისის ჩნდება წყვდიადი, ბიჭო, მზისათვის მოგიპარავს ქვისთვის გიძღვნია... და მეც, ქვის მეტი, ეგვიპტური არა მიგრძვნია. დიოგენეს საძმო
ხელოსანი (ნაწილი I. ოჯახი)
ახალი ამბავი ზაფხულის მხურვალებასავით მოულოდნელად დაასკდა მთელ ქვეყანას. ცხენებზე ამხედრებული მაცნეები ნილოსის სამხრეთ-აღმოსავლეთს მოედნენ, რათა ყველა ქალაქისთვის, ტაძრისთვის, ყველა სოფლისთვის და ადამიანისთვის ეუწყებინათ როგორი ბედნიერება მოუვლინეს ღმერთებმა თავის რჩეულ ქვეყანას. მოედნებზე ხმამაღლა იკითხებოდა პაპირუსის გრაგნილებზე დაწერილი ბრძანება და ხალხის სახეზე ბედნიერება იწყებდა ბრწყინვას.
დიდი ამბავი, ნილოსის ღონიერი ტალღასავით მძლავრად მიექანებოდა ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სოფლიდან სოფელში და იმედით არწყულებდა ღარიბ-ღატაკთა გულებს. ოჯახებში აღმწერლებმა დაიწყეს სიარული. ღარიბებს მთელი წლის სარჩოსა და საჭირო ნივთებისთვის უტოვებდნენ ოქროს, ქსოვილს ახალი სამოსისთვის, სურნელოვანი ზეთით სავსე ამფორას, სათესლე ხორბალს და ქერს, ნილოსის ნაყოფიერ ჭალაში მიწის ნაკვეთის ჩუქების საბუთს და წყალობის სიგელს, რომელიც გადასახადებისგან სამი წლით განთავისუფლებას და ღარიბთა ბავშვების უფასო სწავლა-განათლებას იუწყებოდა.
ამიერიდან, ყველა ღარიბი ოჯახის პირმშოს, ქვეყნის საუკეთესო ხელოსნები და მასწავლებლები უფასოდ შეასწავლიდნენ წერა-კითხვას, ანგარიშს, ქვის თლას, ქვაზე ჭრას და ხატვას, ფერწერას, ძვირფასი ქვების დამუშავება- დაწახნაგებას, ოქრომჭედლობას, სურნელოვანი ზეთის გამოხდას, ქსოვილების დამზადება-მოხატვის ხელოვნებას, ხამლების ოსტატურად გამოყვანას, ორთვალა ეტლების აგებას, ცხენების მოვლა-მოშენებას, ლაგამ-უნაგირის დამზადებას მოკაზმვას, ტყავის გამოყვანას და სამჭედლო საქმეს. სიგელის მიხედვით, უფროსს, უმცროსი და-ძმებისთვის უნდა ესწავლებინა ხელობა, ხოლო თუ დედმამიშვილი არ ჰყავდა, - ობოლი ბავშვებისთვის.
ხალხი სიხარულმა მოიცვა. კარგა ხნით ჩამოშორებული სიღარიბე ყველას ახარებდა. ყველა ტაძრის, სასახლის, სახლის და ქოხის ბანზე სურნელოვანი ზეთით სავსე თასები წმინდა ცეცხლით აინთო. თავბრუდამხვევი არომატი უხვად გადმოიღვარა მთელ ქვეყანაში. თვით ნილოსმაც კი მოიხვია ლოტოსის სურნელით გაჟღენთილი იდუმალი საბურველი. მისი ჩქარი დინებაც კი ვერ ფანტავდა ტალღებზე მოცეკვავე სურნელოვან ნისლებს.
დიადი მდინარე ხალხთან ერთად ცეკვავდა და მხიარულობდა. ქვეყანა დიდი ქორწილისთვის ემზადებოდა. ფარაონი ქორწილში მთელ ქვეყანას, უკლებლივ ყველა ადამიანს ეპატიჟებოდა. ფარაონის უმშვენიერესი საცოლე, სამიათასი ეტლითა და ქურუმების თანხლებით, ოქროს ტახტრევნით უახლოვდებოდა დედაქალაქს. ქალის უცხო მშვენების ამბავს, ქვიშიანი ქარებისთვისაც კი გამოესწრო. მთელი ქვეყანა მის არნახულ სილამაზეზე ლაპარაკობდა. ყველას ნატვრად ჰქონდა ქცეული შორიდან მაინც შეევლო თვალი მისი მშვენებისთვის. ხალხი დღეებს ითვლიდა და იმ წუთს ელოდებოდა, როდესაც მზექალი, მზე ფარაონს ამოუდგებოდა გვერდით.
- ამბობენ ისეთი მშვენიერია, მნახველს მაშინვე აჯადოებსო...- ინტერესით და სიყვარულით შეაცქერდა ახალგაზრდა ცოლი სახლში შემოსულ ქმარს. წარმოსადეგმა, მიმზიდველმა ახალგაზრდა კაცმა, მწიფე ფინიკით დახუნძლული მტევნები კედელს მიაკიდა, ხამლები გაიხადა, შეგებებულ მეუღლეს შუბლზე აკოცა და უპასუხა: - ჰო, ამბობენ ლამაზთა შორის, ლამაზი მოდისო. - ისე მინდა ახლოდან შევხედო როცა ქალაქში შემობრძანდება. - უამრავი ხალხი იქნება, ახლოდან კი არა, შორიდანაც ვერ დავინახავთ, თანაც შენზე მშვენიერი ქვეყნიერებაზე არავინაა... თვით ფარაონსაც კი შეშურდებოდა ჩემი. - ქმარმა მხარზე ხელი მოხვია ცოლს და ყვრიმალზე ნაზად ეამბორა. - ისე მინდა მისი დანახვა! - ჩვენ ისედაც უნდა მივიდეთ მისალოცად, სიხარული გამოვხატოთ , ბედნიერება ვუსურვოთ ფარაონის ოჯახს, საჩუქარი მივიტანოთ მზის ტაძარში. უამრავი ხალხი იქნება, ჭყლეტას უნდა ავერიდოთ და სახლშიც მშვიდობიანად დავბრუნდეთ.
- აჰ, სულ შვიდი დღეღა დარჩა, ჩვენ კი საჩუქრის მზადება არ დაგვიმთავრებია. ჯერ არ დაგისრულებია ხატვა ხომ ასეა, მე კი უკვე ახალი სურნელი შევქმენი. ასეთი არომატი აქამდე არავის უპკურებია, ნამდვილი უდაბნოს საიდუმლოა. შენღა გელოდები. შესანიშნავ, სრულიად განსხვავებულ ჭურჭელში რომ ჩავასხა, მინდა ისეთი რამ გამოძერწო თიხისგან, რაც ჯერ კაცის თვალს არ უნახავს. იქნებ დღეს დაიწყო?
- ხვალ ძვირფასო, დღეს ვივახშმოთ და დავისვენოთ. ჯერ სახლის ბანზე ზეთის ჭურჭელს შევამოწმებ, უკვე რამდენი ხანია ანთია, შევსება დასჭირდება. დღესასწაულის დასრულებამდე უნდა ენთოს სურნელოვანი ზეთი. ხვალ კი ნამდვილად დავამზადებ შენი სუნამოსთვის ჭურჭელს, რამდენიმე დღე დასჭირდება კარგად გამოშრობას და გამოწვას... ჩემს პაპირუსსაც უნდა მივუბრუნდე. უნდა დავამთავრო ნახატი. მეტს ვეღარ გადავდებ. - მაჩვენებ რას ხატავ? - ხალისით შეაჩერდა ქალი. - დავასრულებ და მერე. პირველს ხომ ყოველთვის შენ გიჩვენებ ხოლმე, ჩემო თილისმავ, ჩემი სულის ძვირფასო თილისმავ. - ვახშამი მზადაა, სანამ სუფრას გავშლი, ბანზე ადი, ოღონდ მალე დაბრუნდი. - დაუფარავი სიყვარულით უპასუხა ცოლმა. ხელსაბან თასთან, წყლით სავსე, თიხის მაღალყელიანი სურა შემოდგა, ბამბის ქათქათა ხელსახოციც იქვე დადო. მაგიდას მიუბრუნდა და თახჩიდან გემრიელი ვახშმის გადმოლაგება დაიწყო. პურის და ხორცის ნაჭრები კერიაზე დააწყო, გასაცხელებლად და ნაკვერჩხალს სული შეუბერა. კერია კი მართლაც გასაოცარი აუშენა ქმარმა. თლილი ქვისგან აშენებული ღუმელი ნახევრად მიწურ, თიხანარევი აგურის ბანიან სახლში შუაში იდგა. კერიას ზემოდან, კარგად გამომწვარი თიხის ბრტყელი ზედაპირი ფარავდა და სამი მხრიდან თავისუფლად მიუდგებოდა ადამიანი, მეოთხე მხარე კი მხოლოდ ცეცხლს ეკუთვნოდა და ისიც ხალისიანად გამოყოფდა ხოლმე წითელ მკლავებს მისთვის დატოვებული ჭრილიდან. ღუმელს თიხასავე მილის საკვამური ჰქონდა, რომელიც ბანზე ადიოდა. მთელ სოფელში, მხოლოდ ინენის სახლი არ ივსებოდა ბოლით, მისი სახლის კედლები მუდმივად ქათქათა თეთრი იყო, იატაკზე დაგებული ბრტყელი ქვები სისუფთავით იწონებდნენ თავს, ხოლო ინენი, მარჯვედ მზარეულობდა. ხელები არ ეწვებოდა, თიხის ჭურჭელი არ ემურებოდა და არც მწარე ბოლი უწვავდა მშვენიერ თვალებს. კერიაზე კი ყველაფერი ერთად კეთდებოდა. ხორბლის ხმიადი ცხვებოდა, ხორცი იხარშებოდა, რძე დუღდა და ჩაის ნაყენიც იქვე სუნთქავდა კარკადეს წითელი ორთქლით.
ინენის კერიას ისე შენატროდნენ სოფლის ქალები, რომ ტემუმ ყველა საქმე გადადო, ხელობა არ დაიშურა და სოფლის მოედანზე, წყაროსთან ახლოს, თლილი ქვით დიდი ღუმელი ამოაშენა. თიხა მოზილა, დიდი ფირფიტა დაამზადა, მართკუთხად გამოჭრა, გამოაშრო და კარგად გამოწვა, ქვის კედლებში ცეცხლი დაანთო და თიხის ფილა მოგიზგიზე ალს ზემოდან დააფარა.
სოფელს საერთო კერია გაუჩნდა. დღესასწაულებზე ხალხი ერთად აკეთებდა საზეიმო სადილს. მამაკაცები ხორცეულს და თევზეულს ევლებოდნენ თავს, გამოსაცხობს და ბოსტნეულს - ქალები დასტრიალებდნენ. კერია მალე იქცა სოფლის თავშეყრის ადგილად. ქალებმა ყოველდღიური სადილ-ვახშმის მზადებაც ერთად არჩიეს. ყველა თავისი ჭურჭლით მოდიოდა, ცეცხლს შეუკეთებდა, კერძს შეანელებდა და სანამ სადილი მომზადდებოდა, მოჩუხჩუხე ქოთნის ღიღინში სანელებლების თვისებებზე და მცენარეებით მკურნალობაზე საუბრობდნენ. შემდეგ სახლებში გაიკრიფებოდნენ, ქმარ-შვილს ასადილებდნენ, ჭურჭელს დააკრიალებდნენ და საღამოს ისევ სოფლის კერიასთან იყრიდნენ თავს. ხელსაქმით ერთობოდნენ, ერთმანეთს ქვეყნის ჭორ-მართალს უყვებოდნენ და ხალისიანად ატარებდნენ ნილოსის ტალღით შეგრილებულ საღამოებს. ღამით კი, როცა მთვარე ამობრძანდებოდა და ქალ-ბავშვი სახლებში გაიკრიფებოდა, მათ ადგილს მამაკაცები იკავებდნენ და იწყებოდა დინჯი საუბარი ჩაის თანხლებით.
მას მერე, კერიაში ცეცხლი აღარ ჩამქრალა და აღარც სოფლის ობლებს მოჰკლებიათ დღიური ლუკმა. ბავშვები, ყოველთვის პოულობდნენ მის მხურვალე მკერდზე ცხელ პურს, ხორცის ან თევზის გემრიელად შემწვარ ნაჭერს, მოხარშულ კვერცხებს და თაფლიან კვერებს. ყველა დიასახლისი ტოვებდა მათთვის რაიმე გემრიელს და ნუგბარს. საერთო კერიამ, ობლებს სოფლის ლუკმაში წილი დაუდო. ისინიც ალალ ლუკმას ირგებდნენ და სიყვარულით პასუხობდნენ სოფელს. პაწია ხელებით ფიჩხს და ნაფოტს აგროვებდნენ, წივას ჭრიდნენ და კერიასთან აწყობდნენ. ვის ყანაში სადილს უზიდავდნენ, ვის წყალს აწვდიდნენ, ბაღჩა-ბაღების მოვლაში ყველას ეხმარებოდნენ. პირუტყვს საძოვარზე მწყემსავდნენ, ხილის კრეფისას, ხალისიანად და მარჯვედ დაძვრებოდნენ ხეებზე, პალმის კენწეროებზეც კი კრეფდნენ ფინიკს და სავსე კალათებს ხალისიანი ჟივილ-ხივილით აცურებდნენ მიწისკენ.
საერთო კერიამ სოფელს დიდი სამსახური გაუწია. ნდობა და სიყვარული გააღვივა. ყველას ლუკმა, დარდი და სიხარული დაიტია მხურვალე მკერდზე და ყველა გაათბო. სამაგიეროდ, სოფელმა თავისი გული მიაბარა, მასავით, მხურვალე, ძლიერი, სიცოცხლის დარაჯი, ერთგულად მფეთქავი და წითლად მოღადღადე.
ასე შეიყვარა სოფელმა ტემუს და ინენის ახალგაზრდა ოჯახი. მანამდე კი, სანამ უხუცესები სოფელში დასახლების ნებას მისცემდნენ, ახალგაზრდა წყვილი ქვიშაზე მოწყობილ ლელქაშის ჩარდახში ათევდა ღამეს. სოფელი კარგა ხანს აკვირდებოდა მათ საქციელს. არავის უნდოდა სოფელში ხელმრუდი, ზარმაცი ან მოჩხუბარი ოჯახი დასახლებულიყო. ტემუს მცირე სამუშაოს უკვეთავდნენ, მცირესაც უხდიდნენ, მაგრამ დიდი ყურადღებით ისმენდნენ მის საუბარს, აკვირდებოდნენ მის ნახელავს. მისი ცოლის ქცევაც არასდროს გასცდენიათ თვალიდან. რამდენიმე თვის შემდეგ, ჩარდახს სოფლის სამი უხუცესი ეწვია და ცოლ-ქმარს სოფელში დასახლების ნება მისცეს.
გაუჭიანურდა ტემუს სახლის მშენებლობა. ქვას თლიდა, თიხას ზელდა, დიდ აგურებად ჭრიდა, მერე შრობას ელოდა, მერე გამოწვას...კარგა ხანს ისევ ლელქაშის ჩარდახში ათევდა ღამეს ცოლთან ერთად, სანამ სახლი არ დაასრულა და კერიის ამოყვანა არ დაამთავრა. ახლა უკვე ოჯახის პატრონი იყო, სახლი აუცილებლად უნდა ჰქონოდა, სხვაგვარად ტემუ და ინენი ოჯახად არ ითვლებოდნენ.
ტემუ კარგი ქვისმთლელი აღმოჩნდა, კარგი მშენებელი. უფრო კარგი კი მხატვარი, თუმცა ქანდაკი ყველაზე კარგად ეხერხებოდა და საჭრეთელს ისე მარჯვედ ხმარობდა ქვაზე, თითქოს იეროგლიფებს ხატავდა სველ ქვიშაზე. ნილოსზე პაპირუსს ჭრიდა, სახატავ და საწერ ფურცლებს ამზადებდა, თიხის ჭურჭელი ამოჰყავდა, აშრობდა, წვავდა და ხატავდა.
ვაჟმა მხარი მისცა სოფელს, სოფელმა კი მიწა მისცა ვაჟს... მიწა ფეხქვეშ, მიწა სახლისთვის, მიწა ყანისთვის, ბაღჩა-ბაღისთვის, ბანისთვის, მიწა თიხის ჯამ-ჭურჭლის გამოსაძერწად. შრომობდა ტემუ. შრომობდა ინენიც. ნელსაცხებლებს, სურნელოვან წყლებს და არაჩვეულებრივ არომატებს ამზადებდა, საპკურებელი სურნელოვანი ზეთები საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. შესანიშნავად კერავდა და ქარგავდა ახალგაზრდა ქალი. სიყვარულით იყო სავსე მისი ნახელავი, ამიტომაც უხინჯო და უნაკლო გამოსდიოდა. ერთი წლის შემდეგ მის საზრუნავს მეწველი ძროხა, სამიოდე ცხვარი, ორი თხა და ოციოდე ფრთა ფრინველიც შეემატა. ახალგაზრდა ოჯახი ნელ-ნელა წელში იმართებოდა.
თვეში ერთხელ, სოფელი მონაგარს ურმებზე ტვირთავდა და ქალაქს მიდიოდა სავაჭროდ. ტემუს ეგვიპტური ღმერთების პატარა ქანდაკებები და პაპირუსზე დახატული გამოსახულებები ტაძრებისთვის მიჰქონდა. ინენის ნელსაცხებელი და სურნელოვანი წყლები ყველას იზიდავდა და მისი კალათა ყველაზე სწრაფად ცარიელდებოდა. სამ დღეს იდგა სოფელი ბაზარში. ყიდდა გასაყიდს, ყიდულობდა საყიდელს, მარილს, ზეთს, მურს, სოდას, ქსოვილს და საკერავს, სამოსს და ფეხსაცმელს, შრომის იარაღებს და ათას წვრილმანს თუ მსხვილმანს. ბოლოს ტკბილეულით გაავსებდნენ კალათას და მეოთხე დღეს ბავშვების გულის გასახარად, ურმები ისევ დახუნძლული უბრუნდებოდნენ სოფელს. ახალგაზრდა ოჯახი მყუდროდ, სიყვარულით, ტკბილად და თბილად ცხოვრობდა მანამ, სანამ მაცნემ სოფელში ახალი ამბავი არ მიიტანა.
სოფელმა საჩუქრების მზადება დაიწყო. ახლა საერთო კერიასთან მშვიდი საუბრის ნაცვლად კამათი და ყაყანი ისმოდა. ყველას უნდოდა მისი საჩუქარი განსხვავებული, საუცხოო და დიადი ფარაონის საკადრისი ყოფილიყო. ქორწილამდე მხოლოდ შვიდი დღე რჩებოდა და სოფლის ფუსფუსიც ნილოსის აქოჩრილი ტალღასავით დაქროდა ქოხიდან ქოხში.
ტემუ მთელი დღეები სახელოსნოდან აღარ გამოდიოდა. ინენი იქვე გამართულ დაზგაზე უტოვებდა საუზმეს და სადილს. ქმარი მხოლოდ გვიან ღამით შემოდიოდა შინ და დაღლილი მაშინვე იძინებდა. ცოლი კი საზეიმო სამოსს უტრიალებდა, არშიებით ალამაზებდა, ქმრისთვის და თავისთვის ახალი თავსაბურავები შეკერა და სამოსს შეუხამა. ყველაფერი ფაქიზად დარეცხა სოდიან წყალში, ცხელ მზეზე გაუწურავად გააშრო. ბოლოს, ხამლები მოაწესრიგა. თავის საჩუქარს სურნელი კიდევ ერთხელ გაუსინჯა. ესიამოვნა საოცარი არომატი, პირდაპირ სულს რომ ეფერებოდა და ნეტარ სიმშვიდეს იწვევდა. კმაყოფილმა კიდევ ერთხელ გადაათვალიერა პაპირუსზე ჩამოწერილი ახალი სურნელის რეცეპტი და ჭურჭლის მოლოდინში თაროზე შემოდო.
ერთ საღამოსაც, სახელოსნოდან მობრუნებულმა ტემუმ სახლში დიდი, დახვეული პაპირუსი და ყელყარყარა, მტკავლის სიმაღლის ამფორა მოიყოლა. - ნახე რა საუცხოო გამოვიდა შენი ჭურჭელი. - ალერსიანად უთხრა ცოლს და ამფორა მაგიდაზე დადგა. ინენის ამფორის დანახვაზე სიხარული, გაკვირვება და აღტაცება ერთდროულად დაეუფლა.
- ეს რა საოცრებაა ტემუ! ქალის სხეული გამოგიძერწავს... რა საოცრად მოგიხატავს, თითქოს უმშვენიერეს, ყელმოღერებულ ქალს ნაბიჯი გადაუდგამს...თეთრი ჰაეროვანი სამოსის ნაკეცებიც როგორ ჰგავს ნამდვილს?! ყელსაბამი კი... ჰოი როგორი ცოცხალი ფერებია! ნამდვილი მარჯნის და ლაზურიტის გეგონება, ნამდვილი სასწაულია ტემუ!.. მაგრამ ყველაზე მშვენიერი თავსახურია! - აღტაცება ვერ დამალა ინენიმ და ამფორას სახურავი მოხადა და ხელში შეატრიალა.
მართლაც მშვენიერი გვირგვინივით ადგა ამფორას სახურავი. დამრეცად წაკვეთილი, გადმობრუნებული კონუსი ლურჯად ლივლივებდა. გარშემო ოქროს ქამარი ერტყა, რომელიც გვერდებზე ნაზი და მოქნილი ხაზით ეშვებოდა, ეგვიპტური ფერებით დამშვენებული პატარა გეომეტრიული ფიგურებით მოხატული ოქროს ქამარი ულამაზეს, ნატიფ არშიად ქცეულიყო. თითქოს მშვენიერი ქუდი ლამაზი თასმით იყო მოსირმული. წინა მხარეს კობრის შემართული, ოქროთი დაფერილი თავი ელავდა, ზემოდან ჩამოცურებულს ნახევარი სხეული ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩამოკრეფილი, მაგრამ თითქოს რაღაც განსაკუთრებული შენიშნაო, პირდაპირ მოძრაობაში გარინდულს მიაგავდა. ვერც კი იფიქრებდა ვინმე, რომ ეს მხოლოდ თიხა იყო და არა ოქროთი მოსირმული ისეთი საუცხოო თავსაბურავი, რომლის მსგავსიც, კაცის თვალს მართლაც არასოდეს ენახა.
- ნახე, თავსახურს ფუნჯი დავატანე შიგნიდან. ცხენის ფაფრის უწმინდესი ბეწვისგან დავამზადე. სუნამო ამ ფუნჯს ამოჰყვება და მისი ცხება ყელზე და მხრებზე ადვილად შეიძლება, ჭურჭლის ყელი ძალიან ვიწროა და მასში მხოლოდ ფუნჯი ეტევა, ამიტომ სითხე დიდხანს არ ამოშრება, სურნელებასაც ბოლომდე შეინარჩუნებს და კლებასთან ერთად, არომატი უფრო გამძაფრდება და სიმკვეთრეს შეიძენს. - ოჰ, ეს რა საოცრება მოგიფიქრებია, არავის არ აქვს ასეთი ფუნჯი. მაინც რა საოცრად ამოგიყვანია ეს ყელი, როგორ ჰგავს ქალის ნამდვილ ყელს...ასეთი რამ არავის მართლაც არ უნახავს არავის თვალს! - შენი სურნელოვანი ნელსაცხებელი ამ ჭურჭელში ჩაასხი ინენი, ნამდვილად დიდებული საჩუქარი იქნება. ზეგ დილით სოფელი მისალოცად მიდის, ჩვენც მივდივართ...ნავით. - ჩაილაპარაკა ტემუმ და დაღლილი ღიმილით შეაცქერდა ინენის.
- ნავით? ნილოსით უნდა ვიცუროთ? - ასეთ სიცხეში ურმით ვერ ვიმგზავრებთ, ცხენზე ვერც შეძლებ დიდხანს ჯდომას. ნილოსის სიგრილეში კი სწრაფად ჩავალთ. არ დავიღლებით, არ დავისიცხებით. წყალიც ცოტა დაგვჭირდება და დიდი ჭურჭლის ტარება არ მოგვიწევს. ნაკლებად მარილიანი საგზალი წავიღოთ. გამთენიას სათევზაოდ წავალ. თევზზე მსუბუქი და გემრიელი რა უნდა ვინატროთ. - ტემუმ დახვეული პაპირუსი იქვე ქვის ტახტზე დადო და ცოლს შუბლზე აკოცა. - რამხელა პაპირუსია, ჩვენი სახლის ბანზე დიდია, მაჩვენე რა, რა დახატე ტემუ... -ქმრის ნახელავს მიუბრუნდა ინენი. - ხვალ გიჩვენებ ინენი, თევზაობიდან მოვბრუნდები და გიჩვენებ.
ტემუმ ისე დაიძინა, გაშლილი ვახშმისთვის ხელი არ უხლია. ინენის გულმა რეჩხი უყო. ვერაფრით მიხვდა ქმრის საქციელს. ნახატებს ჯერ ფერებიც არ ჰქონდა ხოლმე შემშრალი, რომ ტემუ გიჟივით გამოვარდებოდა, ცოლს მაჯაში ხელს ჩასჭიდებდა, ყველა საქმეს მიატოვებინებდა და სახელოსნოსკენ მიარბენინებდა. ინენის, პირველს უნდა ენახა ქმრის ნახატი. უხაროდა ასეთი ნდობა. მის ნახელავსაც ხომ პირველ რიგში ქმარი სინჯავდა. ახალ არომატს შეისუნთქავდა, ცოლს ხელობას შეუქებდა, თიხისგან ლამაზ ამფორებს და ფიალებს უმზადებდა სურნელოვანი წყლებისა და ნელსაცხებლებისთვის. ისეთი ჰაეროვანი ხარ, შენი სურნელებასავით ჰაერში არ გამეფანტოო, - ეხუმრებოდა, მხრებს და ხელებს უკოცნიდა და გულში ნაზად იხუტებდა. - ახლა, ახლა რაღა ხდება? - ფიქრობდა ინენი, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. ჯერ იფიქრა, ჩუმად გავშლი ნახატს და ვნახავო, მაგრამ თავის სიყვარულს ვერ აკადრა და გაშვერილი ხელი უკან წაიღო. თავის ამფორას მიუბრუნდა, შიგნით თიხის პატარა ძაბრით ზეთოვანი არომატის წვეთობით ჩასხმას შეუდგა. სახლი საოცარი, გულისწამღები სურნელით აივსო. ინენიმ ბოლომდე შეავსო ამფორა, სახურავი მოხერხებულად მოარგო, მოქარგულ ტილოში გაახვია და ბაფთით ლამაზად შეკრა და ზედ თავისი სახელი მიაწერა: "ინენი ტემუ - ნელსაცხებლის ოსტატი." შორიდან გახედა საჩუქარს, მოიწონა, სიამოვნებით შეისუნთქა სახლში დამდგარი არომატი და საძინებლის კარში ჩრდილივით შესრიალდა.
დილით, კერიაზე მთელი კალათა ახალდაჭერილი თევზი დახვდა. სახლი მოათვალიერა, ბანზეც ავიდა, სახელოსნოშიც მიირბინა, ბაღჩისკენაც გაიქცა, ყანასაც გახედა, მაგრამ ტემუ არსად ჩანდა. მისი პაპირუსი უკვე მოწნულ ბუდეში იდო ქათქათა ტილოში გადახვეული, ზედ ყოვლისმხედველი თვალი იყო დახატული. მის ქვეშ მიძღვნა ეწერა ბედნიერი ფარაონისადმი, ხოლო სულ ქვემოთ თავად დამხატავის სახელი: "თუტმოსი - მხატვარი და მოქანდაკე."
ქალი შეცბა. ცუდმა წინათგრძნობამ გათანგა. სახლში ვეღარ გაჩერდა და ხელნაკრავივით გამოვარდა გარეთ. კარგა ხანს გარინდული იდგა, მერე თითქოს აზრი მოიცა, უკან შებრუნდა და ახლა თავის სახელს დააცქერდა გუშინღამ რომ მიაწერა თავის საჩუქარს. მისი სახელი ძველებური სიმშვიდით ჟღერდა. ისევ ტემუს პაპირუსს შეაჩერდა... არა, არ ეჩვენებოდა, ქმრის სახელი უცხოდ, მედიდურად და ისეთი სიდიადით შემოსქცეროდა, რომ ქალს თავბრუ დაეხვა და ჩამოჯდა. მის ოჯახში ვიღაც უცნობს, შორეულს და დიდებულს შემოედგა ფეხი და მასა და მის ტემუს შორის ჩამდგარიყო. ადრე მისი თხოვნით, თავად აწერდა სახელს მის ნახელავს: "ტემუ -თიხის ოსტატი..." ახლა კი უცბად, ასეთი მედიდურობა! აქამდე ყველასთვის ტემუ იყო, დედისთვისაც კი... მხოლოდ საბუთში ეწერა მისი სრული სახელი და მხოლოდ მამამისი ეძახდა, ძალიან ზვიადი და მკაცრი კაცი, რომლის ღიმილიც ოჯახში არავის უნახავს.
იცოდა ინენიმ, როგორ არ უყვარდა მამასთან შეხვედრა ტემუს. ვერ ეგუებოდა მის ამპარტავნებას და მედიდურობას. ამიტომ სასწრაფოდ დაქორწინდა მშვენიერ ინენიზე, რომელიც დეიდამ დაანახა შორიდან. ტემუ პატივს სცემდა მამას, ოჯახის უფროსს და ნამდვილ ბურჯს. მაგრამ მისთვის არასდროს გაუზიარებია თავისი ოცნებები და გეგმები. იცოდა, მხოლოდ ქორწინება მოუტანდა დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას, მამის სახლიდან წასვლის საშუალებას მისცემდა, რაც ასე ეჩქარებოდა. ამიტომ აღარ დაახანა და ინენის ოჯახში დედა გაგზავნა ქალის სათხოვნელად.
ინენის დანახვისთანავე მოეწონა წარმოსადეგი ვაჟი, მერცხლის ფრთასავით მოხაზული წარბების ქვემოდან რომ ისროდა სხივიან მზერას. მაღალ, ფიქალივით სუფთა შუბლზე, მალი-მალ რომ ეშლებოდა ყორნისფერი თმა, მკვეთრად გამოყოფილი ყვრიმალები ძალას და მამაკაცურ ხიბლს მატებდნენ, მძიმე ნიკაპი გამოკვეთილ სიდინჯეზე მეტყველებდა, მაღალი ყელი და ღონიერი კისერი კი სიმტკიცეზე. როცა მსხვილი ვარდისფერი ტუჩებით იღიმებოდა, ქათქათა კბილები საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ მზით გარუჯულ სახესთან... მაგრამ ყველაზე საოცარი მისი თვალები იყო. ტემუს ლურჯად მოლივლივე თვალები, საკუთარ ზეცას ჩუქნიდნენ ინენის... და სიხარულით დათანხმდა ამ ქორწინებას.
ტემუმ საქორწინო წვეულების გამართვა არ ისურვა და სამ დღეში დატოვა მამის ოჯახი. თან მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, პაპირუსები და ქვაზე სამუშაო იარაღი წამოიღო. დამშვიდობებისას მამას მკერდზე აკოცა, უმცროს და-ძმას თვალები დაუკოცნა და გულში ჩაიხუტა. მამამ ინენის დასანახად ასი ოქრო მისცა და უთხრა, რომ ეს მისი წილი იყო და ოჯახიდან მეტი აღარაფერი ეკუთვნოდა. ტემუმ მკერდზე მარჯვენა მიიდო, თავი დაუკრა მამას მადლობის ნიშნად, მერე დედას გადაეხვია და იგრძნო, როგორ ჩაუცურდა აბგაში რამდენიმე ოქრო. მაშინვე შენიშნა ინენიმ ტემუს გამთბარი მზერა, მიხვდა რომ ის რამდენიმე ოქრო ერჩია მამის მიცემულ არც თუ ცოტა ფულს. დედას გამორჩეულად უყვარდა პირმშო, მთელ ქვეყანას ერჩია მისი ღიმილით განათებული მზერის დანახვა. გულმშვიდად ემშვიდობებოდა დედა საყვარელ შვილს. ცოლად მშვენიერი გოგონა შეურჩია, კარგად აღზრდილი ვაჟიც ეიმედებოდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს გამოსავლიანი ხელობა ჰქონდათ. მხოლოდ მათ ჯანმრთელობას და შვილიშვილის კალთაში ჩაგორებას ნატრობდა. იცოდა, მამის სახლიდან შორს უფრო ბედნიერი იქნებოდა. ამიტომ არც აცრემლებულია, როცა ტემუმ ინენის ხელი ჩაჰკიდა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა მამის სახლი.
ტემუმ საცხოვრებლად ქვეყნის სამხრეთი ირჩია და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გზას დაადგა. ყველა ქალაქში და სოფელში ჩერდებოდნენ. ტემუ სამოსახლო ადგილს ეძებდა ნილოსთან ახლოს, მშრალი ჰავა უნდოდა, თიხანარევი მიწაც ჭირდებოდა, მოსავლიანი ადგილიც და სიმყუდროვეც. ამ სიარულში ერთი თვე გავიდა. ბოლოს ეს სოფელი იპოვა და დარჩენა გადაწყვიტა. იცოდა, მამამისი სოფელს არ კადრულობდა და შეგნებულად მოუსპო სტუმრობის სურვილი.
სოფელს მალე შეეგუა ინენი. ტემუც კარგად გაიცნო. მშრომელი, მშვიდი და თავშეკავებული ახალგაზრდა ცოტას ლაპარაკობდა, ყველას მიმართ პატივისცემას გამოხატავდა, ყველას ეხმარებოდა, მაგრამ სამეგობროდ არავინ გამოურჩევია და არც დღესასწაულებზე რჩებოდა დიდხანს. როგორც კი ღრეობა დაიწყებოდა, მაშინვე იქაურობას ტოვებდა. ყოველ თავისუფალ წუთს ახალგაზრდა ცოლის გვერდით ატარებდა. ინენი მუდამ გრძნობდა ქმრის სითბოს, ყურადღებას, ნდობას და თავადაც გულწრფელი სიყვარულით უპასუხებდა.
ახლა კი, მისი დინჯი და თავმდაბალი ტემუ, სადღაც გამქრალიყო. პაპირუსის წარწერა წარმოუდგენელ ამპარტავნებას და მედიდურობას იუწყებოდა.
სახლში მზის სხივი შემოძვრა და ვერცხლისფრად აკიაფდა. ინენი ფიქრისგან გამოერკვა. თურმე თევზიან კალათას დასცქეროდა. საგზალი გაახსენდა და წამოდგა, იგრძნო, შინ ვეღარ გაჩერდებოდა და გადაწყვიტა სოფლის კერიაზე მოემზადებინა თევზი. კალათს ხელი დაავლო და წყაროსკენ მიმავალ ბილიკს დაადგა. უკვე წყაროს უახლოვდებოდა ქმრის ხმა რომ გაიგონა:
- ხვალ მე და ჩემი ცოლი ნავით წავალთ დედაქალაქისკენ. ნავში კიდევ ოთხი ადგილია, ცოლებთან ერთად დაგვემგზავრეთ. - შესანიშნავია ტემუ, მგზავრობის ხარჯებს გავიყოფთ, არ დაგვცხება და არც დავიღლებით. - ინენიმ საამონის* ხმა იცნო. - მეც ასე მირჩევნია, კარგი აზრია.- დაუდასტურა ბოხმა და მოჟღრიალე კაცის ხმამ. ეს სარა** იყო, ინენის მეზობლად მდგარი ქოხის პატრონი.
ქალი გაკვირვებული შედგა. ტემუს არც უხსენებია რომ სხვებთან ერთად აპირებდა მგზავრობას. ინენის ეგონა, გზაში ქმართან სალაპარაკოდ დრო ექნებოდა, ბოლოს და ბოლოს მთელი ექვსი დღე წესიერად ხმაც არ გაუციათ ერთმანეთისთვის. წარმოდგენილი ჰქონდა, მის მკერდზე მიყრდნობილი როგორ გაივლიდა მთელ გზას ნილოსის გრილად მოტყლაშუნე ტალღებზე მოსრიალე ნავით. ახლა კი რა გამოდიოდა, ქალების ჭორიკანობისთვის უნდა ესმინა, კაცები ერთად დასხდებოდნენ და ქმარი მისთვის ვეღარ მოიცლიდა. ახლა მეორედ დაეუფლა დილიდან შემოჩენილი გაუცხოების გრძნობა და უფრო შეშინდა. - რატომ, ტემუ... - ჩურჩულით ამოიკვნესა ინენიმ. ნათელი სახე მოეღრუბლა კალათი ლამის ხელიდან გაუშვა. ცოტა ხანს შეჩერდა, ძალა მოიკრიბა, წელში გაიმართა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა წყაროს. ქალი პირველმა საამონმა შენიშნა, მერე სარამ, ორივემ თავი დახარა მისალმების ნიშნად. ზურგით მდგარი ტემუც მობრუნდა, ცოლი რომ დაინახა, გაუღიმა:
- რა ადრე ამდგარხარ... - ჩვეულმა მზრუნველობამ ინენის უხილავი ეჭვი უცბად გააქრო და ქალმა ნათელი სახით შესცინა ქმარს. - აქ ვარჩიე თევზის მომზადება, წყალთან ახლოს. - უნებლიე თავის მართლებასავით გამოუვიდა და ახლა ამან შეაკრთო. - რა თქმა უნდა, აქ გირჩევნია. მეც დაგეხმარები, მერე კი მგზავრობის წინ დავისვენოთ. - მშვიდად უპასუხა ქმარმა, კალათა გამოართვა, დანა მოიმარჯვა, თევზის გასუფთავებას შეუდგა.
ინენი გაოცდა. ქმარი ადრეც დახმარებია სამზარეულოში, ოღონდ მისი თხოვნით. ახლა კი რაღაც სხვა ხდებოდა. დაფიქრებული ქალი ლიმონს ჭრიდა, სანელებლებს ნაყავდა, ხორბლის ფქვილისგან ფირფიტებს აცხობდა თევზის გასახვევად და ქმარს აკვირდებოდა.
" - მივხვდი... ეჩქარება, ახლაც რომ ვისხდეთ იმ ნავში ალბათ უფრო ბედნიერი იქნებოდა. რატომ, რატომ ჩქარობს ასე? " - ამაოდ უტრიალებდა თავში უპასუხო კითხვა. მალე სოფლის კერიას ქალები შემოეხვივნენ და ინენიმ ერთი სიტყვაც ვეღარ გაუცვალა ქმარს. შემწვარ თევზს, ლიმონთან და სანელებელთან ერთად ჩუმად ახვევდა თხელ ფირფიტებში, ლამაზად აწყობდა თიხის კეცებზე, ხუხავდა და ბანანის ფოთლებით მოფენილ კალათაში ალაგებდა. სახლშიც ისე დაბრუნდნენ, ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ერთი სიტყვა არ უთქვამს ტემუს ცოლისთვის, ამაოდ ელოდა ქალი მთელი გზა. დუმილი სახლშიც გაგრძელდა, ტემუ მაშინვე მიწვა. ინენიმ სამგზავროდ წყალი და კარკადეს ჩაი მოიმარაგა, ამოფრებში ჩამოასხა, საზეიმო სამოსი ბოღჩაში გამოკრა და ტახტზე დადო, სამგზავრო ტანსაცმელი და ხამლები დაათვალიერა. მეზობლის ქალებს მის არყოფნაში საქონლის მოვლა სთხოვა და სახლში მობრუნდა.
ტემუს უკვე ეძინა. ინენი საძინებლის კართან შედგა. შესვლა უნდოდა, მაგრამ "რაღაცამ" შეაკავა და კარს მიღმა არ შეუშვა. ქვეშაგები გადმოალაგა დიდ ოთახში გაშალა. ეს პირველი ღამე იყო, რომელიც ქმრის გარეშე უნდა გაეტარებინა... მერედა რის გამო? აი ამ პაპირუსის გამო, ჩუმი განხეთქილების მიზეზად ქცეული, ურცხვად რომ ჩამდგარიყო ცოლ-ქმარს შორის. ქალმა მეტოქე თვალით გაზომა და გულმა უგრძნო, რომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყებოდა. პაპირუსს ისე მედიდურად დაეკავებინა ინენის სახლში ყველაზე საპატიო ადგილი და თავისი "ყოვლისმხედველი თვალით" ისე გამჭოლად უმზერდა, რომ ქალი შეცბა, უხერხულად შეიშმუშნა, პაპირუსს ზურგი შეაქცია და ქვის ტახტზე გაშლილ ქვეშაგებზე უჩუმრად მიწვა. _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ *საამონ (ამონ - ის ვაჟიშვილი); **სარა (რა-ს ვაჟიშვილი); (იხილე როგორ გაგრძელდა )
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
40. თქვენ ჩემთვის ამოუცნობი მოვლენა და საქართველოში ეგვიპტის, აღმოსავლეთის ელჩი ბრძანდებით.
წერა თქვენი საქმეა ვერ მოვწყდი. საინტერესოდ წერთ. +2
თქვენ ჩემთვის ამოუცნობი მოვლენა და საქართველოში ეგვიპტის, აღმოსავლეთის ელჩი ბრძანდებით.
წერა თქვენი საქმეა ვერ მოვწყდი. საინტერესოდ წერთ. +2
39. მომეწონა მოკითხვა ნეფერტარს მომეწონა მოკითხვა ნეფერტარს
38. საჩუქრად დაგიტოვებთ: The Seventh Scroll (Седьмой свиток фараона) / 1999
თავადაც ჯერ არ მინახავს, მაგრამ დაჯავშნული მაქვს; ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი ეგვიპტოლოგიით გატაცებული და ვიფიქრე, ფილმად თუ არ მომეწონება, ანტიკური ატმოსფეროთი მაინც დავტკბები-მეთქი... :) საჩუქრად დაგიტოვებთ: The Seventh Scroll (Седьмой свиток фараона) / 1999
თავადაც ჯერ არ მინახავს, მაგრამ დაჯავშნული მაქვს; ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი ეგვიპტოლოგიით გატაცებული და ვიფიქრე, ფილმად თუ არ მომეწონება, ანტიკური ატმოსფეროთი მაინც დავტკბები-მეთქი... :)
37. ------" ხალისიანად ატარებდნენ ნილოსის ტალღით შეგრილებულ საღამოებს. ღამით კი, როცა მთვარე ამობრძანდებოდა და ქალ-ბავშვი სახლებში გაიკრიფებოდა, მათ ადგილს მამაკაცები იკავებდნენ და იწყებოდა დინჯი საუბარი ჩაის თანხლებით. "---------------- ო ღმერთო უკვე იქავარ. მომეწონა და სხვა თავებსაც წავიკითხავ მგონი ხვდება ტემუ რომ მისი ცოლი ინენი მომეწონდა და ცოტას ეჭვიანობს. ვნახო ერტი მომავალ თანში რას იზავს.--ნეტა გაშორდეს:)
------" ხალისიანად ატარებდნენ ნილოსის ტალღით შეგრილებულ საღამოებს. ღამით კი, როცა მთვარე ამობრძანდებოდა და ქალ-ბავშვი სახლებში გაიკრიფებოდა, მათ ადგილს მამაკაცები იკავებდნენ და იწყებოდა დინჯი საუბარი ჩაის თანხლებით. "---------------- ო ღმერთო უკვე იქავარ. მომეწონა და სხვა თავებსაც წავიკითხავ მგონი ხვდება ტემუ რომ მისი ცოლი ინენი მომეწონდა და ცოტას ეჭვიანობს. ვნახო ერტი მომავალ თანში რას იზავს.--ნეტა გაშორდეს:)
36. საოცარია აღმოსავლეთი: საინტერესო და მომხიბვლელი თავისი გამორჩეული კულტურით. ნეფერტარ, როგორც აღმოსავლეთს ეკადრება, ისე წერთ. +5 საოცარია აღმოსავლეთი: საინტერესო და მომხიბვლელი თავისი გამორჩეული კულტურით. ნეფერტარ, როგორც აღმოსავლეთს ეკადრება, ისე წერთ. +5
35. შესანიშნავად წერთ, ნეფერტარ! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძველი ეგვიპტის მიწაზე შევაბიჯე! +5 შესანიშნავად წერთ, ნეფერტარ! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძველი ეგვიპტის მიწაზე შევაბიჯე! +5
34. მოხიბლული ვარ თქვენი წერის მანერით ძვირფასო ნეფერტარ. მსუბუქად, ლამაზად და მდიდრულად წერთ ყოველ ფრაზას. კითხვის დროს ნირვანაში ვვარდები და გაფაციცებით ვადევნებ თვალყურს ყოველ აბზაცს. მოხიბლული ვარ თქვენი წერის მანერით ძვირფასო ნეფერტარ. მსუბუქად, ლამაზად და მდიდრულად წერთ ყოველ ფრაზას. კითხვის დროს ნირვანაში ვვარდები და გაფაციცებით ვადევნებ თვალყურს ყოველ აბზაცს.
33. ჩემი უმაღლეში შეფასება შეუდარებელ ნეფერტარს !
სერენა. 2017-04-15 17:25:01
რა უმაღლესი შედარება და რაის შეუდარებელი ნეფერტარი?! :)) შეუდარებელი კი არა, პირდაპირ დასასჯელია, სირენა. მახე, მესამე თავი 2016 წლის 1 ოქრომბერს აქვს განთავსებული და დღემდე სხვა თავი აღარ დაუდვია. ჩემი უმაღლეში შეფასება შეუდარებელ ნეფერტარს !
სერენა. 2017-04-15 17:25:01
რა უმაღლესი შედარება და რაის შეუდარებელი ნეფერტარი?! :)) შეუდარებელი კი არა, პირდაპირ დასასჯელია, სირენა. მახე, მესამე თავი 2016 წლის 1 ოქრომბერს აქვს განთავსებული და დღემდე სხვა თავი აღარ დაუდვია.
32. როგორც ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებებს ძვირფასო ნეფერტარ.
ბოლო დროს ნაწარმოებების სიმბოლურ დონემდე დაყვანა დამჩემდა და კითხვის პროცესში მისი დაშლა შემდეგ კი ხელმეორედ აგება ( თანაც შესაძლოა რამდენჯერმეც) მომეწონა ის რომ ინენის მუდამ ჰაერთან, ხოლო ტემუს მიწასთან ვაიგივებ, მოგეხსენებათ ელემენტების კულტი დიდი იყო ძველ ეგვიპტეში (თანაც არა მხოლოდ იქ და მაშინ) საოცრად მომწონს სწორედ ამ ორი სტიქიის წყვილში თავმოყრის . მათი სულიერი გზების გადაკვეთის და შეთავსების წერტილის პოვნის იდეა ნაწარმოებში, ეს არის უნიკალური მიგნება.
რაც შეეხება რენუარის კომენტარს, თავს ნებას მივცემ გამოვეპასუხო და ვუთხრა რომ ძველი ადამიანის ფსიქოლოგიური წყობა იმაზე მეტად ჰგავს თანამედროვე ადამიანისას ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. ჩვენ ემოციები გვქმნიან, ახლაც ისე როგორც ძველ დროს ადამიანის შემადგენელი იყო ეჭვიანობა, იუმორი, ბრაზი, სიხარული, გართობის სურვილი, მოწყენილობა, სიზარმაცე, სიბეჯითე და სხვა... ემოცია თუ თვისება დროისგან დამოუკიდებელია და ის ვერ იცვლიდა სახეს. ანუ არ შეიძლება ადამიანს ძვ.წ. დავუშვად 18 საუკუნეში გასცინებოდა სხვანაირად, შესაძლოა მას გასცინებოდა სხვა რამეზე, მაგრამ ზუსტად ისე გაიცინებდა როგორც იცინთ თქვენ ან მე. ურთირთობების ფორმას როგორც ახლა მაშინაც განსაზღვრავდა ეთიკის ნორმები, კანონები და ასე შემდეგ, ეგვიპტე საკმაოდ ცივილური ქვეყანა იყო, შესაბამისად მათ ჰქონდათ ურთიერთობის კულტურა, პირველ თავში ნეფერტარი საკმაოდ ფრთხილად და საინტერესოდ უდგება ამ საკითხის გაშლას და ვთვლი რომ წარმატებით გაართვა თავი. შესაძლოა არ დაიჯეროთ მაგრამ გეტყვით რომ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და ასირიელები თუ ატლანტელები უფრო ჰგვანან ფიქოლოგიური აგებულებით თანამედროვე ადამიანს ვიდრე დავუშვად რენესანსის ეპოქის ადამიანები ჰგვანან მეოცე საუკუნის ადამიანებს. (მიზეზებს და ფაქტებს ახლა ნუ დამაწერინებთ)
ჯამში : ნაწარმოები საინტერესოა, მითოლოგიურად მომწონს, ამბავი მიმზიდველია, რჩება ინტრიგა, პერსონაჟები პირველივე რამდენიმე აბზაცში საჭირო დოზით ახერხებენ თავიანთი თავის წარმოჩენას და ხასიატის გაშლას, ამ თავის ბოლოსთვის კი უკვე საკმაოდ ახლოს იცნობ ინენის და თანაუგრძნობ. ტემუ გაინტერესებს როგორც პერსონაჟი, მისი ემოციური მხარე საინტერესოა და საუკეთესოს მოლოდინს გვიღძრავს. სიუჟეტი ზომიერია, არაფერი აკლია, არც მეტია რამე, პირველი თავი ნამდვილად შედგა და სიამოვნებით გავაგრძელებ.
ვისურვებდი რომ შემდეგში წამეკითხა დავუშვად ნაკლები სამკერვალო თუ საშენი მასალების შესახებ და უფრო მეტი წამეკითხა იგივე მაშინდელი ურთიერთობების, დამოკიდებულებების, შეგრნებებისა და განცდების შესახებ (ცხადია თქვენი ფანტაზიის თვალით დანახულის ) გაუთავებელი თიხა-ჭურჭლების, დანა-ჩანგლების, ქისა-ტომრების ჩამოთვლა, მეტყველებს მხოლოდ ავტორის მდიდარი ლექსიკური მარაგის ქონაზე. რაც ცხადია ძალიან საქებარია, მაგრამ უკვე ამ დროში არავითარი ღირებულება არ გააჩნია ლიტერატურული თვალსაზრისით, თანაც ძველი ეგვიპტიდან ჭვჭავაძის ლუარსაბთან მომიქნევს ხოლმე მსგავსი სამწერლო სტილი და ნერვები მეშლება. (ეს მხოლოდ ჩემი აზრია)
ჩემი უმაღლეში შეფასება შეუდარებელ ნეფერტარს !
როგორც ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ნაწარმოებებს ძვირფასო ნეფერტარ.
ბოლო დროს ნაწარმოებების სიმბოლურ დონემდე დაყვანა დამჩემდა და კითხვის პროცესში მისი დაშლა შემდეგ კი ხელმეორედ აგება ( თანაც შესაძლოა რამდენჯერმეც) მომეწონა ის რომ ინენის მუდამ ჰაერთან, ხოლო ტემუს მიწასთან ვაიგივებ, მოგეხსენებათ ელემენტების კულტი დიდი იყო ძველ ეგვიპტეში (თანაც არა მხოლოდ იქ და მაშინ) საოცრად მომწონს სწორედ ამ ორი სტიქიის წყვილში თავმოყრის . მათი სულიერი გზების გადაკვეთის და შეთავსების წერტილის პოვნის იდეა ნაწარმოებში, ეს არის უნიკალური მიგნება.
რაც შეეხება რენუარის კომენტარს, თავს ნებას მივცემ გამოვეპასუხო და ვუთხრა რომ ძველი ადამიანის ფსიქოლოგიური წყობა იმაზე მეტად ჰგავს თანამედროვე ადამიანისას ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი. ჩვენ ემოციები გვქმნიან, ახლაც ისე როგორც ძველ დროს ადამიანის შემადგენელი იყო ეჭვიანობა, იუმორი, ბრაზი, სიხარული, გართობის სურვილი, მოწყენილობა, სიზარმაცე, სიბეჯითე და სხვა... ემოცია თუ თვისება დროისგან დამოუკიდებელია და ის ვერ იცვლიდა სახეს. ანუ არ შეიძლება ადამიანს ძვ.წ. დავუშვად 18 საუკუნეში გასცინებოდა სხვანაირად, შესაძლოა მას გასცინებოდა სხვა რამეზე, მაგრამ ზუსტად ისე გაიცინებდა როგორც იცინთ თქვენ ან მე. ურთირთობების ფორმას როგორც ახლა მაშინაც განსაზღვრავდა ეთიკის ნორმები, კანონები და ასე შემდეგ, ეგვიპტე საკმაოდ ცივილური ქვეყანა იყო, შესაბამისად მათ ჰქონდათ ურთიერთობის კულტურა, პირველ თავში ნეფერტარი საკმაოდ ფრთხილად და საინტერესოდ უდგება ამ საკითხის გაშლას და ვთვლი რომ წარმატებით გაართვა თავი. შესაძლოა არ დაიჯეროთ მაგრამ გეტყვით რომ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და ასირიელები თუ ატლანტელები უფრო ჰგვანან ფიქოლოგიური აგებულებით თანამედროვე ადამიანს ვიდრე დავუშვად რენესანსის ეპოქის ადამიანები ჰგვანან მეოცე საუკუნის ადამიანებს. (მიზეზებს და ფაქტებს ახლა ნუ დამაწერინებთ)
ჯამში : ნაწარმოები საინტერესოა, მითოლოგიურად მომწონს, ამბავი მიმზიდველია, რჩება ინტრიგა, პერსონაჟები პირველივე რამდენიმე აბზაცში საჭირო დოზით ახერხებენ თავიანთი თავის წარმოჩენას და ხასიატის გაშლას, ამ თავის ბოლოსთვის კი უკვე საკმაოდ ახლოს იცნობ ინენის და თანაუგრძნობ. ტემუ გაინტერესებს როგორც პერსონაჟი, მისი ემოციური მხარე საინტერესოა და საუკეთესოს მოლოდინს გვიღძრავს. სიუჟეტი ზომიერია, არაფერი აკლია, არც მეტია რამე, პირველი თავი ნამდვილად შედგა და სიამოვნებით გავაგრძელებ.
ვისურვებდი რომ შემდეგში წამეკითხა დავუშვად ნაკლები სამკერვალო თუ საშენი მასალების შესახებ და უფრო მეტი წამეკითხა იგივე მაშინდელი ურთიერთობების, დამოკიდებულებების, შეგრნებებისა და განცდების შესახებ (ცხადია თქვენი ფანტაზიის თვალით დანახულის ) გაუთავებელი თიხა-ჭურჭლების, დანა-ჩანგლების, ქისა-ტომრების ჩამოთვლა, მეტყველებს მხოლოდ ავტორის მდიდარი ლექსიკური მარაგის ქონაზე. რაც ცხადია ძალიან საქებარია, მაგრამ უკვე ამ დროში არავითარი ღირებულება არ გააჩნია ლიტერატურული თვალსაზრისით, თანაც ძველი ეგვიპტიდან ჭვჭავაძის ლუარსაბთან მომიქნევს ხოლმე მსგავსი სამწერლო სტილი და ნერვები მეშლება. (ეს მხოლოდ ჩემი აზრია)
ჩემი უმაღლეში შეფასება შეუდარებელ ნეფერტარს !
31. ნეფერტარი!
გმადლობთ, წავიკითხე ჩემს მოლოცვაზე თქვენი პასუხი და გწერთ ამ ექსპრომტს დილაურ სიხალისედ.
მოლოდინი დაეწაფა ჩემს წყაროებს, მოსვა ისე, მწყურვალს, როგორც ეს სჩვევია, საყვედური, ისრიმ თვალში ჩასდგომოდა: ვერ დავნაყრდი, და აქ ახლოს არც ხევია... მოლოდინი, მოლოდინი დავიღალე.. ჩქარა თორემ, ამ გულს სევდა შესჩენია.. ხეებს ირგვლივ, შემოდგომის მონაღვლება, ხორბლისფერის ფოთლის მსგავსი შერჩენია. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. დღე ორშაბათი, 23 იანვრისა, 2017 წელს. ნეფერტარი!
გმადლობთ, წავიკითხე ჩემს მოლოცვაზე თქვენი პასუხი და გწერთ ამ ექსპრომტს დილაურ სიხალისედ.
მოლოდინი დაეწაფა ჩემს წყაროებს, მოსვა ისე, მწყურვალს, როგორც ეს სჩვევია, საყვედური, ისრიმ თვალში ჩასდგომოდა: ვერ დავნაყრდი, და აქ ახლოს არც ხევია... მოლოდინი, მოლოდინი დავიღალე.. ჩქარა თორემ, ამ გულს სევდა შესჩენია.. ხეებს ირგვლივ, შემოდგომის მონაღვლება, ხორბლისფერის ფოთლის მსგავსი შერჩენია. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. დღე ორშაბათი, 23 იანვრისა, 2017 წელს.
30. ისეთ კომენტარებს აკეთებენ ბედუინზე, აუცილებლად დავიწყებ კითხვას, ამ რომანსაც წავიკითხავ... ამჟამად შემოვიხედე... წარმატებები და ღვთის მადლი თქვენს მადლიან შემოქმედებას... ისეთ კომენტარებს აკეთებენ ბედუინზე, აუცილებლად დავიწყებ კითხვას, ამ რომანსაც წავიკითხავ... ამჟამად შემოვიხედე... წარმატებები და ღვთის მადლი თქვენს მადლიან შემოქმედებას...
29. სალამი,დედოფალო! რა კარგია,ახალი რომანი!ახლავე გადავალ მეორე თავზე,ეს ძალიან საინტერესოდ დაიწყო.მიყვარს შენი თხრობის სტილი.მოგიკითხე:* 5 სალამი,დედოფალო! რა კარგია,ახალი რომანი!ახლავე გადავალ მეორე თავზე,ეს ძალიან საინტერესოდ დაიწყო.მიყვარს შენი თხრობის სტილი.მოგიკითხე:* 5
28. ღონიერი, დატვირთული, გრაციოზული . . . . . აი, ეს სიტყვები თავისთავად ჩნდებიან, როგორც კი თქვენი ტექსტის კითხვას ვიწყებ. კვალში ვუდგევარ "ხელოსანს", ვიცი, ძალიან საინტერესო მოგზაურობა მელოდება ღონიერი, დატვირთული, გრაციოზული . . . . . აი, ეს სიტყვები თავისთავად ჩნდებიან, როგორც კი თქვენი ტექსტის კითხვას ვიწყებ. კვალში ვუდგევარ "ხელოსანს", ვიცი, ძალიან საინტერესო მოგზაურობა მელოდება
27. დავტოვე 5იანები და გავიქეცი დავტოვე 5იანები და გავიქეცი
26. კი, ჩქარი და ცივი მდინარეა ნილოსი, ძალიან ძლიერი ტალღა აქვს. თუ სპეციალური საგუბარი არაა მოწყობილი, შეუძლებელია მდინარეში ბანაობა, ცურვა კი ძალიან საშიშია. ტალღას ვერ მოერევი და აუცილებლად გაგიტაცებს. ღმერთის საჩუქარია ეს მდინარე დედამიწისთვის. საოცრებაა მართლა. :)
კი, ჩქარი და ცივი მდინარეა ნილოსი, ძალიან ძლიერი ტალღა აქვს. თუ სპეციალური საგუბარი არაა მოწყობილი, შეუძლებელია მდინარეში ბანაობა, ცურვა კი ძალიან საშიშია. ტალღას ვერ მოერევი და აუცილებლად გაგიტაცებს. ღმერთის საჩუქარია ეს მდინარე დედამიწისთვის. საოცრებაა მართლა. :)
25. დაგპირდი რომ, იტალიაში გამოგიგზავნიდი წიგნად გამოცემულ "ბედუინს". დაპირება არ დამვიწყებია. მალე მოგიწევს მისამართის მოწერა. გმადლობთ ყურადღებისთვის.
დაგპირდი რომ, იტალიაში გამოგიგზავნიდი წიგნად გამოცემულ "ბედუინს". დაპირება არ დამვიწყებია. მალე მოგიწევს მისამართის მოწერა. გმადლობთ ყურადღებისთვის.
24. ნეფერტარი ჩვეულ ფორმაშია.. :) ეს თავი ძლივს ჩავიკითხე იმიტომ, რომ ძაან მიჭირს კომპში კითხვა.. რაც შეეხება ნაწარმოებს.. ბედუინისა არ იყოს (მიუხედავათ იმისა რომ ბოლომდე ვერ წავიკითხე) ესეც გაჯერებულია გარემოებების და დეტალების აღწერით... მაგალითად ეს მომეწონა..
"ინენის დანახვისთანავე მოეწონა წარმოსადეგი ვაჟი, მერცხლის ფრთასავით მოხაზული წარბების ქვემოდან რომ ისროდა სხივიან მზერას. მაღალ, ფიქალივით სუფთა შუბლზე, მალი-მალ რომ ეშლებოდა ყორნისფერი თმა, მკვეთრად გამოყოფილი ყვრიმალები ძალას და მამაკაცურ ხიბლს მატებდნენ, მძიმე ნიკაპი გამოკვეთილ სიდინჯეზე მეტყველებდა, მაღალი ყელი და ღონიერი კისერი კი სიმტკიცეზე. როცა მსხვილი ვარდისფერი ტუჩებით იღიმებოდა, ქათქათა კბილები საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ მზით გარუჯულ სახესთან... მაგრამ ყველაზე საოცარი მისი თვალები იყო. ტემუს ლურჯად მოლივლივე თვალები, საკუთარ ზეცას ჩუქნიდნენ ინენის... და სიხარულით დათანხმდა ამ ქორწინებას.
ისე ნილოსს თუ ღონიერი ტალღები ქონდა არ ვიცოდი.. :) დასაწყისშივე რაღაცნაირად მომხვდა ..
ვეცდები მეორე ნაწილიც წავიკითხო.. ნეფერტარი ჩვეულ ფორმაშია.. :) ეს თავი ძლივს ჩავიკითხე იმიტომ, რომ ძაან მიჭირს კომპში კითხვა.. რაც შეეხება ნაწარმოებს.. ბედუინისა არ იყოს (მიუხედავათ იმისა რომ ბოლომდე ვერ წავიკითხე) ესეც გაჯერებულია გარემოებების და დეტალების აღწერით... მაგალითად ეს მომეწონა..
"ინენის დანახვისთანავე მოეწონა წარმოსადეგი ვაჟი, მერცხლის ფრთასავით მოხაზული წარბების ქვემოდან რომ ისროდა სხივიან მზერას. მაღალ, ფიქალივით სუფთა შუბლზე, მალი-მალ რომ ეშლებოდა ყორნისფერი თმა, მკვეთრად გამოყოფილი ყვრიმალები ძალას და მამაკაცურ ხიბლს მატებდნენ, მძიმე ნიკაპი გამოკვეთილ სიდინჯეზე მეტყველებდა, მაღალი ყელი და ღონიერი კისერი კი სიმტკიცეზე. როცა მსხვილი ვარდისფერი ტუჩებით იღიმებოდა, ქათქათა კბილები საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ მზით გარუჯულ სახესთან... მაგრამ ყველაზე საოცარი მისი თვალები იყო. ტემუს ლურჯად მოლივლივე თვალები, საკუთარ ზეცას ჩუქნიდნენ ინენის... და სიხარულით დათანხმდა ამ ქორწინებას.
ისე ნილოსს თუ ღონიერი ტალღები ქონდა არ ვიცოდი.. :) დასაწყისშივე რაღაცნაირად მომხვდა ..
ვეცდები მეორე ნაწილიც წავიკითხო..
23. კარგა ხანია არ შემოვსულვა ურაკზე. როგორ გამიხარდა შენი ნაწარმოების დანახვა :) კიდევ კარგი, დაბრუნება გადაწყვიტე. დავაკოპირებ, რადგან სკოლაში უნდა გავიქცე. მერე წავიკითხავ. ვიცი, კარგი იქნება და წინასწარ 5 :* კარგა ხანია არ შემოვსულვა ურაკზე. როგორ გამიხარდა შენი ნაწარმოების დანახვა :) კიდევ კარგი, დაბრუნება გადაწყვიტე. დავაკოპირებ, რადგან სკოლაში უნდა გავიქცე. მერე წავიკითხავ. ვიცი, კარგი იქნება და წინასწარ 5 :*
22. ტენდი, ვხდები, რაც ხდება მანდო და იქნება მეც მითხრათ, მე ჯერ არ ვიცი. კი იყო სოდა რა თქმა უნდა. სამკურნალოდაც ხმარობდნენ, კულინარიაშიც და ბევრ სხვა რამეშიც. ლუდიც ჰქონდათ და ყოველდღე მიირთმევდნენ. :))
ტენდი, ვხდები, რაც ხდება მანდო და იქნება მეც მითხრათ, მე ჯერ არ ვიცი. კი იყო სოდა რა თქმა უნდა. სამკურნალოდაც ხმარობდნენ, კულინარიაშიც და ბევრ სხვა რამეშიც. ლუდიც ჰქონდათ და ყოველდღე მიირთმევდნენ. :))
21. ძალიან კარგია, ნეფერტარ! :) ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი. მე მგონი, ვხვდები, რაც ხდება მანდ. :))
რასაკვირველია, უნდა გააგრძელო. გამიკვირდა, სოდა მაშინაც იყო? :))
5, რასაკვირველია. :)
ძალიან კარგია, ნეფერტარ! :) ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი. მე მგონი, ვხვდები, რაც ხდება მანდ. :))
რასაკვირველია, უნდა გააგრძელო. გამიკვირდა, სოდა მაშინაც იყო? :))
5, რასაკვირველია. :)
20. როგორ მინდა დავიწყო და თავი არ მაქვს.. მეძინება. სულ. საშინლად. ახლაც.. ქულებს დავტოვებ და აუცილებლად წავიკითხავ.
როგორ მინდა დავიწყო და თავი არ მაქვს.. მეძინება. სულ. საშინლად. ახლაც.. ქულებს დავტოვებ და აუცილებლად წავიკითხავ.
19. საოცარია. მართლაცდა ეგვიპტური სურნელება და მიმზიდველობა ჩამდგარა ამ ნაწარმოებში, სიყვარულს ნამდვილს, გულწრფელს, გაუმეტებელს მუდამ ახლავს ნადვიი შიში მისი დაკარგვისა. უმნიშვნელოა მასში ვინ გიზიარდება სულიერი თუ უსულო საგანი, ვინ ცვლლის და აჭარბებს, აფერმკრტალებს შენს ღირებულებას საყვარელ ადამიანში. ეჭვი კი, შეუცნობელი ვნების ჭიაა, რომელიც ადამიანის გულს უდროო დროსა და სანუკვარ ჟამს შეუჩნდება და დაუწყებს ღრღნას, გამოფიტავს შეამცირებს და თანდათან გააქრობს, მოსპობს უხილავი უმეცრებით, სისუსტით.ნილოსსაც აქვს თავისი იდუმალი ზრახვები, მასშიც არის შეცილებისა და მისაკუთრების მცდელობა, ძვირფასის წართმევის სურვილიცა და მცდელობაც. მოფრტხილება სჭირდება ძვირფასს ყველაფერს, მაგრამ ამბიციისა და ეჭვის შეჭიდებისას, გამარჯვებული მაინს ეჭვი რჩება და აქცევს ყველლაფერს. სამწუხაროდ ჩვენ დამობა გვავიწყდება ასეთ დროს, რაც ძვირფასის დაკარგვის საფუძვლად ჩასაფრებუი გამოუსწორებელს შედეგს აყენებს ჩჩვენთვის. ზოგჯერ ამის გარეშეც გარდუვალლა ასეთი სსედეგი, რომელსაც თვით ბედისწერა გვიმზადებს და ჩვენს უძლურებაში გვარწმუნებს. მოხდეს მოსახდენი, ბედისწერის ქიმზე, რაც ხელმწიფობს, დაე დაველოდოთ მას მუდმივი სულიერი ტანჯვითა და ტკივილით, იყოს ნება ღვტისა ყოველი ჩვენს ირგვლივ და ჩვენ გავუძლოთ ყოველ გამოცდას მოთმინებითა და სისუსეებით. გავმარტოთ ვნებანი და გონება.
ბრწყინვალედაა აღწერილი ყველა მომენტი, სიტუაცია, ფაქტი, მშვენიერი გარემოებებით შელამაზებული თხრობა ავსებს სულს, რაღაც შეუცნობლისა მოლოდინით, ეს განსაკუთრებული სულის მხატვრობაა თანდაყოლილი, ეს არ არის ხერხი, არც მეთოდი, წარმოსახვის ოსტატური ვნებაა ჩაქსოვილი ნაწერში. მიხარია, მაოცებთ ამ ყველაფრით. განსაკუთრებული სიყვარულითაც ეგვიპტისადმი ნეფერტარი. და თქვენ უნდა წეროთ მუდამ, შეუჩერებლად, შეუსვენებლად, მოუღლელად, მოუცლელად. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
განსაკუთრებული მოტკბო ნელსაცხებელია ეს ნაწარმოები ჩემი სულისათვის, კარგია რომ დილით ეს დღე ასე დავიწყე, მადლობა თქვენ ნეფერტარი.
საოცარია. მართლაცდა ეგვიპტური სურნელება და მიმზიდველობა ჩამდგარა ამ ნაწარმოებში, სიყვარულს ნამდვილს, გულწრფელს, გაუმეტებელს მუდამ ახლავს ნადვიი შიში მისი დაკარგვისა. უმნიშვნელოა მასში ვინ გიზიარდება სულიერი თუ უსულო საგანი, ვინ ცვლლის და აჭარბებს, აფერმკრტალებს შენს ღირებულებას საყვარელ ადამიანში. ეჭვი კი, შეუცნობელი ვნების ჭიაა, რომელიც ადამიანის გულს უდროო დროსა და სანუკვარ ჟამს შეუჩნდება და დაუწყებს ღრღნას, გამოფიტავს შეამცირებს და თანდათან გააქრობს, მოსპობს უხილავი უმეცრებით, სისუსტით.ნილოსსაც აქვს თავისი იდუმალი ზრახვები, მასშიც არის შეცილებისა და მისაკუთრების მცდელობა, ძვირფასის წართმევის სურვილიცა და მცდელობაც. მოფრტხილება სჭირდება ძვირფასს ყველაფერს, მაგრამ ამბიციისა და ეჭვის შეჭიდებისას, გამარჯვებული მაინს ეჭვი რჩება და აქცევს ყველლაფერს. სამწუხაროდ ჩვენ დამობა გვავიწყდება ასეთ დროს, რაც ძვირფასის დაკარგვის საფუძვლად ჩასაფრებუი გამოუსწორებელს შედეგს აყენებს ჩჩვენთვის. ზოგჯერ ამის გარეშეც გარდუვალლა ასეთი სსედეგი, რომელსაც თვით ბედისწერა გვიმზადებს და ჩვენს უძლურებაში გვარწმუნებს. მოხდეს მოსახდენი, ბედისწერის ქიმზე, რაც ხელმწიფობს, დაე დაველოდოთ მას მუდმივი სულიერი ტანჯვითა და ტკივილით, იყოს ნება ღვტისა ყოველი ჩვენს ირგვლივ და ჩვენ გავუძლოთ ყოველ გამოცდას მოთმინებითა და სისუსეებით. გავმარტოთ ვნებანი და გონება.
ბრწყინვალედაა აღწერილი ყველა მომენტი, სიტუაცია, ფაქტი, მშვენიერი გარემოებებით შელამაზებული თხრობა ავსებს სულს, რაღაც შეუცნობლისა მოლოდინით, ეს განსაკუთრებული სულის მხატვრობაა თანდაყოლილი, ეს არ არის ხერხი, არც მეთოდი, წარმოსახვის ოსტატური ვნებაა ჩაქსოვილი ნაწერში. მიხარია, მაოცებთ ამ ყველაფრით. განსაკუთრებული სიყვარულითაც ეგვიპტისადმი ნეფერტარი. და თქვენ უნდა წეროთ მუდამ, შეუჩერებლად, შეუსვენებლად, მოუღლელად, მოუცლელად. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
განსაკუთრებული მოტკბო ნელსაცხებელია ეს ნაწარმოები ჩემი სულისათვის, კარგია რომ დილით ეს დღე ასე დავიწყე, მადლობა თქვენ ნეფერტარი.
18. ნეფერტარ, მომენატრა თქვენეული ხედვა და თქვენი თვალით დანახული "ეგვიპტე".
საინტერესო წასაკითხია.
წარმატებებს გისურვებთ,გაგრძელება როგორი იქნება?
+5
ნეფერტარ, მომენატრა თქვენეული ხედვა და თქვენი თვალით დანახული "ეგვიპტე".
საინტერესო წასაკითხია.
წარმატებებს გისურვებთ,გაგრძელება როგორი იქნება?
+5
17. ისე დაიწყო, აი შესავლის გარეშე რომ შედიხარ მუღამში :) ჯერ არ შევაფასებ, ბოლომდე დაველოდებიდ ა ყველას რომ წავიკითხავ მერე ჩამოვყვები სათითაოდ :) ისე დაიწყო, აი შესავლის გარეშე რომ შედიხარ მუღამში :) ჯერ არ შევაფასებ, ბოლომდე დაველოდებიდ ა ყველას რომ წავიკითხავ მერე ჩამოვყვები სათითაოდ :)
15. გამახარეთ!!! წინსვლით!!! მოკითხვა ჩემგან, თქვენ!!!
გამახარეთ!!! წინსვლით!!! მოკითხვა ჩემგან, თქვენ!!!
14. ვნახე ტუტანხამონი. დიდი მადლობა? ნეფერტარ. რა საცოდაობაა უაზრო ტრადიციებს დამონებული ადიანი:( უხ, კიდევ კარგი განვვითარდით:) ვნახე ტუტანხამონი. დიდი მადლობა? ნეფერტარ. რა საცოდაობაა უაზრო ტრადიციებს დამონებული ადიანი:( უხ, კიდევ კარგი განვვითარდით:)
13. წარმატებები ნეფერტარი... ))) წარმატებები ნეფერტარი... )))
12. ნ-ი-კ-ი, ვინც საიტზე ვირუსებს ხედავს, შესანიშნავი პროფესიონალია ჩემი გადმოსახედიდან, რადგან მე, - ვერაფერს ვხედავ. არ მინდა რომ ჩემი მკითხველების კომპიუტერები დავირუსდეს, ამიტომ მაქვს თხოვნა: იქნებ N 8-ე კომენტარში ბოლო აბზაცი წაშალოთ, ასევე მთლიანად მიაყოლოთ მე-9, მე-10 და მე-11 და ეს ანუ N 12 კომენტარი. საჭირო აღარ იქნება.
პატივისცემით,
ნ-ი-კ-ი, ვინც საიტზე ვირუსებს ხედავს, შესანიშნავი პროფესიონალია ჩემი გადმოსახედიდან, რადგან მე, - ვერაფერს ვხედავ. არ მინდა რომ ჩემი მკითხველების კომპიუტერები დავირუსდეს, ამიტომ მაქვს თხოვნა: იქნებ N 8-ე კომენტარში ბოლო აბზაცი წაშალოთ, ასევე მთლიანად მიაყოლოთ მე-9, მე-10 და მე-11 და ეს ანუ N 12 კომენტარი. საჭირო აღარ იქნება.
პატივისცემით,
11. სამწუხაროდ ვერ მივიღებ თქვენს კომპლიმენტს, რადგან არა ვარ აიტი ტექნოლოგიების შესანიშნავი პროფეისონალი თანაც მაგ ბმულების მოძებნას რა აიტი ტექნოლოგიები ჭირდება? არანაირი
კი ვცადე მომეძებნა, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვნახე
თქვენ მოძებნეთ, მე მგონი უკეთესად გამოგივათ სამწუხაროდ ვერ მივიღებ თქვენს კომპლიმენტს, რადგან არა ვარ აიტი ტექნოლოგიების შესანიშნავი პროფეისონალი თანაც მაგ ბმულების მოძებნას რა აიტი ტექნოლოგიები ჭირდება? არანაირი
კი ვცადე მომეძებნა, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვნახე
თქვენ მოძებნეთ, მე მგონი უკეთესად გამოგივათ
10. გმადლობთ ნ-ი-კ-ი, ფილმი ისეთი კარგია გამეხარდება თუ დროს გამონახავთ და თქვენც უყურებთ.
იქნებ დაგვეხმაროთ და სხვა, უსაფრთხო ბმული თქვენ მოგვიძებნოთ როგორც აიტი ტექნოლოგიების შესანიშნავმა პროფესიონალმა. პატივისცემით,
გმადლობთ ნ-ი-კ-ი, ფილმი ისეთი კარგია გამეხარდება თუ დროს გამონახავთ და თქვენც უყურებთ.
იქნებ დაგვეხმაროთ და სხვა, უსაფრთხო ბმული თქვენ მოგვიძებნოთ როგორც აიტი ტექნოლოგიების შესანიშნავმა პროფესიონალმა. პატივისცემით,
9. მოგესალმებით ნეფერტარ
მაგ ლინკზე შესვლისას გარდა ძირითადი შემცველობისა არის რაღაც ბმულები, რომელთაგან ნაწილი ვირუსია ამიტომ გაფრთხილდით და ანტივირუსის გარეშე არ შეხვიდეთ
ან იქნებ იუტუბზე ან სადმე მოძებნოთ სხვა ბმულებიც მოგესალმებით ნეფერტარ
მაგ ლინკზე შესვლისას გარდა ძირითადი შემცველობისა არის რაღაც ბმულები, რომელთაგან ნაწილი ვირუსია ამიტომ გაფრთხილდით და ანტივირუსის გარეშე არ შეხვიდეთ
ან იქნებ იუტუბზე ან სადმე მოძებნოთ სხვა ბმულებიც
8. სარკმელი 2, კარგია თუ დაწერთ კომენტარში, რომელ ეპიზოდში იგრძენით დროის არევა. - გავასწორებ, ასევე რომელი ადგილების გადაკითხვა გახდა ორჯერ საჭირო, - გავამარტივებ; არ იქნება ეს მთლად ისტორიული. უბრალოდ ისტორიული ფაქტი იქნება გამოყენებული. ასევე არც დიდი მოცულობის იქნება და არც პრიმიტიული.
რენუარ, რაკი ჯერ არავისი ფიქრი არ გახსნილა - რჩევა ნამდვილად დროულია როგორც ყოველთვის :) შეიძლება თავს ექსპერიმენტის უფლებას მივცე და ფლობერის მოსაზრებას გადავუხვიო. იქნებ ახალი სტილი დავამკვიდრო. :)) როცა ფარაონის და მისი ცნობილი მხედართმთავრის ეპიზოდებზე გადავალ, იქ ძველი ეგვიპტე კარგად გამოჩნდება თავისი ღირებულებებით.
"სალამბო" არ მიყვარს, მაგ ნაწარმოებზე ბოდლერის აზრს ვემხრობი. კართაგენულ ამბებს - ეგვიპტური ჯობია. :) უფრო საინტერესოა. ქართული თარგმანი ისეთი ცუდი იყო, 80-ე გვერდზე წიგნი მოვისროლე და მერე რუსულად წავიკითხე.
მუხას, რენუარს და სარკმელი2-ს ვთხოვ ნახონ ეს ფილმი : http://www.online-life.cc/7661-tutanhamon-tut-tut-2015.html გარდა იმისა რომ ძალიან სასიამოვნო საყურებელია, საოცარი ფერადოვნებით გამოირჩევა, ასევე არაჩვეულებრივადაა შერჩეული მთავარი პერსონაჟები, ძალიან კარგად ჩანს ეგვიპტის იმ ეპოქის ზნეობა და ღირებულებები. ენდეთ ჩემს გემოვნებას, მოგეწონებათ. ჩათვალეთ რომ ეს ჩემი საჩუქარია თქვენთვის.
სარკმელი 2, კარგია თუ დაწერთ კომენტარში, რომელ ეპიზოდში იგრძენით დროის არევა. - გავასწორებ, ასევე რომელი ადგილების გადაკითხვა გახდა ორჯერ საჭირო, - გავამარტივებ; არ იქნება ეს მთლად ისტორიული. უბრალოდ ისტორიული ფაქტი იქნება გამოყენებული. ასევე არც დიდი მოცულობის იქნება და არც პრიმიტიული.
რენუარ, რაკი ჯერ არავისი ფიქრი არ გახსნილა - რჩევა ნამდვილად დროულია როგორც ყოველთვის :) შეიძლება თავს ექსპერიმენტის უფლებას მივცე და ფლობერის მოსაზრებას გადავუხვიო. იქნებ ახალი სტილი დავამკვიდრო. :)) როცა ფარაონის და მისი ცნობილი მხედართმთავრის ეპიზოდებზე გადავალ, იქ ძველი ეგვიპტე კარგად გამოჩნდება თავისი ღირებულებებით.
"სალამბო" არ მიყვარს, მაგ ნაწარმოებზე ბოდლერის აზრს ვემხრობი. კართაგენულ ამბებს - ეგვიპტური ჯობია. :) უფრო საინტერესოა. ქართული თარგმანი ისეთი ცუდი იყო, 80-ე გვერდზე წიგნი მოვისროლე და მერე რუსულად წავიკითხე.
მუხას, რენუარს და სარკმელი2-ს ვთხოვ ნახონ ეს ფილმი : http://www.online-life.cc/7661-tutanhamon-tut-tut-2015.html გარდა იმისა რომ ძალიან სასიამოვნო საყურებელია, საოცარი ფერადოვნებით გამოირჩევა, ასევე არაჩვეულებრივადაა შერჩეული მთავარი პერსონაჟები, ძალიან კარგად ჩანს ეგვიპტის იმ ეპოქის ზნეობა და ღირებულებები. ენდეთ ჩემს გემოვნებას, მოგეწონებათ. ჩათვალეთ რომ ეს ჩემი საჩუქარია თქვენთვის.
7. დამაიტრიგებელი დასაწყისია
მოვლენების განვითარება ძალიან სწრაფად მიდის, რაც იმის მომასწავებელია, რომ ძალიან გრძელი რომანი არ იქნება, როგორც ავტორმა თქვა კომენტარებში.
დასაწყისი საინტერესოა 5 ქულა აქ
დამაიტრიგებელი დასაწყისია
მოვლენების განვითარება ძალიან სწრაფად მიდის, რაც იმის მომასწავებელია, რომ ძალიან გრძელი რომანი არ იქნება, როგორც ავტორმა თქვა კომენტარებში.
დასაწყისი საინტერესოა 5 ქულა აქ
6. გილოცავთ ახალი რომანის დაწყებას, მჯერა ესეც ისეთ ვნებათა ღელვას გამიწვევს, როგორც წინა ნაწარმოებმა გამიოწვია. თავიდან კითხვის დროს ფლობერის ,,სალამბო'' გამახსენდა, შემდეგ რატომღაც მეგონა დრო ამერია, სიუჟეტს კარგად ვერ ჩავწვდი.ზოგიერთი ადგილი ორჯერ გადავიკითხე. მაგრამ იმდენად კარგად ფლობთ სიტყვას, ეს უმნიშვნელო ხარვეზი გამოსწორებადია. გამძლეობას გისურვებთ, რადგან დიდი მოცულობის ტექსტის წერა რთულია, როცა ავტორი ისტორიულ მასალას შეეჭიდება - ორჯერ რთული. გილოცავთ ახალი რომანის დაწყებას, მჯერა ესეც ისეთ ვნებათა ღელვას გამიწვევს, როგორც წინა ნაწარმოებმა გამიოწვია. თავიდან კითხვის დროს ფლობერის ,,სალამბო`` გამახსენდა, შემდეგ რატომღაც მეგონა დრო ამერია, სიუჟეტს კარგად ვერ ჩავწვდი.ზოგიერთი ადგილი ორჯერ გადავიკითხე. მაგრამ იმდენად კარგად ფლობთ სიტყვას, ეს უმნიშვნელო ხარვეზი გამოსწორებადია. გამძლეობას გისურვებთ, რადგან დიდი მოცულობის ტექსტის წერა რთულია, როცა ავტორი ისტორიულ მასალას შეეჭიდება - ორჯერ რთული.
5. ნეფერტარ, იცი რას ვფიქრობ...ძველი ადამიანის ფსიქოლოგია ძალიან განსხვავდება თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიისაგან. ამ მონაკვეთის კითხვისას, სულ მქონდა შეგრძნება, რომ ეს ხდება სადღაც ახლოს და არა შორეულ ცივილიზაციაში. იქნებ ამ კუთხით მიხედო შენც. ფლობერი წერდა, რომ ისტორიული ნაწარმოების შექმნა, სწორედ ამიტომაა რთული. ანუ შეიძლება შეისწავლო ყოფა და აღწერო შესანიშნავად, მაგრამ ფსიქოლოგიურად, ძველი ადამიანის განცდების და ფიქრების აღწერაა მთელი სირთულე. სალამბო იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ ფლობერმა ეს შესძლო. გაიხსენე მათოსადმი სალამბოს სიყვარული. თანამედროვე ადამიანისთვის სრულიად მიუღებელი ნიუანსებით. ფლობერობას არ გთხოვ, უბრალოდ შევეცადე სათქმელი კარგად ამეხსნა ამ პარალელით. ნეფერტარ, იცი რას ვფიქრობ...ძველი ადამიანის ფსიქოლოგია ძალიან განსხვავდება თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიისაგან. ამ მონაკვეთის კითხვისას, სულ მქონდა შეგრძნება, რომ ეს ხდება სადღაც ახლოს და არა შორეულ ცივილიზაციაში. იქნებ ამ კუთხით მიხედო შენც. ფლობერი წერდა, რომ ისტორიული ნაწარმოების შექმნა, სწორედ ამიტომაა რთული. ანუ შეიძლება შეისწავლო ყოფა და აღწერო შესანიშნავად, მაგრამ ფსიქოლოგიურად, ძველი ადამიანის განცდების და ფიქრების აღწერაა მთელი სირთულე. სალამბო იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ ფლობერმა ეს შესძლო. გაიხსენე მათოსადმი სალამბოს სიყვარული. თანამედროვე ადამიანისთვის სრულიად მიუღებელი ნიუანსებით. ფლობერობას არ გთხოვ, უბრალოდ შევეცადე სათქმელი კარგად ამეხსნა ამ პარალელით.
4. მუხა, ერთი რომანის დაწერა საკუთარ ცხოვრებაზე ყველას შეუძლია, მთავარია მეორეს და მესამეს რას დაწერ. :)
ეს ამბავი ერთ ისტორიულ ფაქტს ეხება, რომელიც ძველ ეგვიპტის ახალი მეფობის ხანაში მოხდა. "ბედუინიც" თავიდან ერთობ უინტერესოდ დაიწყო. იმ წლებში დრო არ მქონდა, ჩქარა-ჩქარა ვწერდი და ისიც მაშინ, ძალიან რომ შემომიტევდა ხოლმე მკითხველი. მაგრამ ახლა, დროს ვკლავ და "ხელოსანი" არ იქნება მოცულობით დიდი და არც დიდხანს გაიწელება მისი წერა. ყოველთვის რაღაც არაჩვეულებრივს ვერ დაწერს ადამიანი, ზოგი ბრწყინვალე იქნება,ზოგი კარგი და ზოგიც ცუდი, მაგრამ პრობლემა არ არის, აკრიტიკეთ ნაწერი რამდენიც გინდათ. ეს მკითხველის უფლებაა.
მკითხველს, მომკითხველს და წამკითხველს დაფასებისთვის, ყურადღებისთვის, ინტერესისთვის - ყველას მადლობა.
პატივისცემით,
მუხა, ერთი რომანის დაწერა საკუთარ ცხოვრებაზე ყველას შეუძლია, მთავარია მეორეს და მესამეს რას დაწერ. :)
ეს ამბავი ერთ ისტორიულ ფაქტს ეხება, რომელიც ძველ ეგვიპტის ახალი მეფობის ხანაში მოხდა. "ბედუინიც" თავიდან ერთობ უინტერესოდ დაიწყო. იმ წლებში დრო არ მქონდა, ჩქარა-ჩქარა ვწერდი და ისიც მაშინ, ძალიან რომ შემომიტევდა ხოლმე მკითხველი. მაგრამ ახლა, დროს ვკლავ და "ხელოსანი" არ იქნება მოცულობით დიდი და არც დიდხანს გაიწელება მისი წერა. ყოველთვის რაღაც არაჩვეულებრივს ვერ დაწერს ადამიანი, ზოგი ბრწყინვალე იქნება,ზოგი კარგი და ზოგიც ცუდი, მაგრამ პრობლემა არ არის, აკრიტიკეთ ნაწერი რამდენიც გინდათ. ეს მკითხველის უფლებაა.
მკითხველს, მომკითხველს და წამკითხველს დაფასებისთვის, ყურადღებისთვის, ინტერესისთვის - ყველას მადლობა.
პატივისცემით,
3. ძალიან გამეხარდა ახალი ნაწარმოების ხილვა ამ გვერდზე, წავიკითხე ვისიამოვნე, მომეწონა თუმცა იმდენად არის ჩემში გამჯდარი "ბედუინი", დღესაც თვითეული ნაწილის შინაარსი მახსოვს და იმ განცდების გავლენის ქვეშ ვიმყოფები, რომ ახალი პროზის წაკითხვა არ გამჭირვებია, მაგრამ აღქმა, ნაწარმოების ცნობიერებაში გადამუშავება ჯერჯერობით გამიძნელდა, გამოგყვები ნაბიჯებით და იმედია განწყობა პოზიტიურად შემეცვლება. სულ რომ არაფერი და მარტო "ბედუინი" დაგეწერა, ნეფერტარი არის და იქნება ერთ-ერთი თანამედროვე უსესანიშნავი, ინტელექტი მწერალი! ძალიან გამეხარდა ახალი ნაწარმოების ხილვა ამ გვერდზე, წავიკითხე ვისიამოვნე, მომეწონა თუმცა იმდენად არის ჩემში გამჯდარი "ბედუინი", დღესაც თვითეული ნაწილის შინაარსი მახსოვს და იმ განცდების გავლენის ქვეშ ვიმყოფები, რომ ახალი პროზის წაკითხვა არ გამჭირვებია, მაგრამ აღქმა, ნაწარმოების ცნობიერებაში გადამუშავება ჯერჯერობით გამიძნელდა, გამოგყვები ნაბიჯებით და იმედია განწყობა პოზიტიურად შემეცვლება. სულ რომ არაფერი და მარტო "ბედუინი" დაგეწერა, ნეფერტარი არის და იქნება ერთ-ერთი თანამედროვე უსესანიშნავი, ინტელექტი მწერალი!
2. გამარჯობა, ნეფერტარ:)
თითქმის ყველა წიგნი - "ჩაკეცვის" გარეშე მაქვს წაკითხული. არც ერთი სერიალი არ მინახავს...არ ვიცი, ასეთი თვისება მაქვს, ეტყობა უნებისყოფობის ამბავია:)
ეს ნაწილი წავიკითხე...ახლა მოვიქცევი ისე, როგორც "ბედუინზე". როცა დაამთავრებ, ამოვბეჭდავ, მოვიკალათებ ტახტზე და ერთბაშად წავიკითხავ:) გისურვებ წარმატებას. იმედია შესანიშნავი მოთხრობა (რომანი) გამოგივა ამჯერადაც. გამარჯობა, ნეფერტარ:)
თითქმის ყველა წიგნი - "ჩაკეცვის" გარეშე მაქვს წაკითხული. არც ერთი სერიალი არ მინახავს...არ ვიცი, ასეთი თვისება მაქვს, ეტყობა უნებისყოფობის ამბავია:)
ეს ნაწილი წავიკითხე...ახლა მოვიქცევი ისე, როგორც "ბედუინზე". როცა დაამთავრებ, ამოვბეჭდავ, მოვიკალათებ ტახტზე და ერთბაშად წავიკითხავ:) გისურვებ წარმატებას. იმედია შესანიშნავი მოთხრობა (რომანი) გამოგივა ამჯერადაც.
1. არ მჯერა, პირველმა წავიკითხე? სულ შემოვდიოდი ნეფერტარ, ეგებ რაიმე ახალი დამხვდესთქო... როგორ გამახარე არ იცი! წარმატებები, მჯერა "ბედუინივით" შემიყვარდება ესეც არ მჯერა, პირველმა წავიკითხე? სულ შემოვდიოდი ნეფერტარ, ეგებ რაიმე ახალი დამხვდესთქო... როგორ გამახარე არ იცი! წარმატებები, მჯერა "ბედუინივით" შემიყვარდება ესეც
|
|
მონაცემები არ არის |
|
|