ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2016


სახლი

დამესიზმრა წუხელ
გამიგრძელდა ძილი.  .  .
ტყე ,გორაკი, ცისარტყელა,
მთა და სახლი წვიმის.
წყალი ოდნავ ცივი,
დილა,  კარგად გრილი.  .  .
ლამისაა თავზე
ჩამომენგრა ჭერი,
სურვილი მაქვს დიდი
ახლა ლექსის წერის .
ფეხაკრებით ვდგები
და გახურავ საბანს,
ჩემს ქუთუთოს მაინც
არ ეტყობა დაღლა.
ჩემი ლექსის მწკრივებს
შენზე დავწერ, ვიცი .  .  .
ოდნავ ბნელა, არ ჩანს
ჯერ  ვარსკვლავი  ცისკრის


ამტრედისფრდა ცა და
გამიქცია  ძილი .  .  .
გამომექცა თვალი,
ბროწეულის დარი
შენი ბაგე ატმის
სუნთქვა - ორთქლმდინარი
წამწამები გიშრის
ვარდისფერი ტანი.  .  .
სურვილისგან დამცხა
ამიტანა წერამ,
შემომანთო ცეცხლი
დამაბრმავა ზენამ...

დამეკარგა უცებ
ლექსის გრძელი მწკრივი
გამიფრინდა  მუზა
დაგირღვიე  ძილი.

მერე საბნის ყური.  .  .
შიგაც ჩემი მძივი.  .    .



ვერც ლექსს დავწერ ასე
ვერც სიმღერის ნოტებს
მრავალწერტილებით
ვერ ვაჯობებ მორზეს
ეს დილაა ბოლო
ჩემი ლექსის წერის...
ტყე, გორაკი, ცისარტყელა...
მთა და სახლი წვიმის...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები