ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
19 ივნისი, 2016


ომობანა

ატი-ბატი, ატი-ბატი,
გზაზე მიდის ათი ბატი,
სოფლის გაღმა უცდის მტერი -
დააყენეს  თურმე მტვერი.

ზოგს უჭირავს ავტომატი,
ზოგი ჩანთით მიფარფატებს,
ვიდრე ჩამოწვება ბინდი.
დასჭირდებათ ბამბა, ბინტი.

გამარჯვების მოლოდინში
ყველა ერთხმად მიიმღერის:
- ომობანა გმირებს ბადებს!
გვიყვარს ომობანა ბატებს!

მეზობელი სოფლის "ბიჭებს"
შიში აბა რას დაიჭერს?!
და  საომარ ყიჟინაზე
ჭოგრიტი აქვთ უმალ თვალზე.

იკავებენ უკვე ადგილს.
მოსაგებად უფრო ადვილს,
განა თხრილში, განა ხეზე?
სტრატეგიულ სიმაღლეზე!

ჰოდა შეუტიეს, თანაც,
აქედანაც, იქიდანაც...
ორი სოფლის გამყოფ გზაზე
ომი მიდის!_აი, ასე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები