უსიერ ტყეში, შენი ხერხემალის საქსოფონზე ვუკრავ ტკივილებს, უსიერ ტყეში, სადაც ტოტები ციდან იზრდება, ფეხით ვკიდივართ, ჩვენ ჯვარცმის ძირთან, ფეხით ვკიდივართ იესოს ტერფზე, და ტკივილები როგორც ფოთლები ჩემი სიშიშვლის სირცხვილს ფარავენ, და ვერ მპარავენ ფარაონის ვერცერთ საგანძურს, რადგან ყოველი რაც კი იყო თავად გავეცი, რადგან ვერცერთი ვერ მოვნახე კაცი ისეთი, რომ არ ჰყოლოდა გველეშაპი შემოჩენილი, რადგან ყოველი, რაც კი არის შემორჩენილი სამ ადგილზეა დამარხული სამი ტაძრის ქვეშ, უსიერ ტყეში შენი ხერხემლის საქსოფონზე, ვუკრავ ტკივილებს
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. და ტკივილები როგორც ფოთლები ჩემი სიშიშვლის სირცხვილს ფარავენ,
++ და ტკივილები როგორც ფოთლები ჩემი სიშიშვლის სირცხვილს ფარავენ,
++
2. აქ სულ შემოვდივარ. ინტერესით. ეს ვერ..
აქ სულ შემოვდივარ. ინტერესით. ეს ვერ..
1. ვერ მოვიდა ჩემამდე ეს ლექსი,ბიოლოგიის გაკვეთილზე მეგონა თავი.
თუმცა,ალბათ,სხვები გაიგებენ. ~ ვერ მოვიდა ჩემამდე ეს ლექსი,ბიოლოგიის გაკვეთილზე მეგონა თავი.
თუმცა,ალბათ,სხვები გაიგებენ. ~
|
|
მონაცემები არ არის |
|
|