ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
24 ივნისი, 2016


სურვილები

დავალება მისცეს ნატას
სურვილები დაეხატა.
არც თოჯინა და არც კატა -
ნატას პეპი დაუხატავს!

- ვიდრე დიდი გავიზრდები,
პეპის მსგავსი მეც ვიქნები!
გრძელი, ფერადი წინდებით,
აცა-ბაცა კიკინებით.

- იქით ვინ ხმაურობს ნეტა?
გადის  ნატა და... რას ხედავს?!
გატეხია ვასოს ქილა_
ვერ აიღო ალბათ ფრთხილად.

ჯემს ხომ ვეღარ მოაქუჩებს,
დგას, ილოკავს მოსვრილ ტუჩებს.
- მეც მსურს კარლსონს დავემსგავსო! -
თავს იმართლებს ასე, ვასო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები