ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2016


***********

აქ არ ომობენ,აღარ შიათ,არ ეშინიათ,
აქ არც ისეთი სიბნელეა როგორც ამბობენ,
მაგრამ წარსულზე,წასულებზე ისევ ტირიან,
ტირიან-შვილს რომ დაბრუნება ვერ მოანდომეს,
აქ ხალხით სავსე ქუჩებია,არის ღიმილიც,
არის ოცნებაც და ოცნების ახდენაც არის,
მაგრამ სიშორემ მოლოდინი გაატკივილა,
და დაღლილ თვალებს ვერ აცილებს ჩამავალ მთვარსე
დედა რომელსაც ემიგრანტის დედა დაერქვა,
შვილი რომელსაც დედის სითბო მონატრებია,
ცოლი-ყოვლე წამს რომ მოელის ზარის დარეკვას,
და დაბრუნების იმედებიც იფერფლებიან...
უნდა დაბრუნდე,მეგობარო,გითხოვს სამშობლო ,
აქ უშენობა დატყობია სოფელს და ქალაქს,
ჟრიამულობენ,შენს ქუჩაზე სხვისი ბავშვები...
მე მჯერა შენი,ვიცი ჯერაც, რომ შეგწევს ძალა
შინ დაბრუნების!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები