ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოკი ხარშილაძე
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2016


მამას

ღამე იყო და ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის,
განთიადისთვის, სიხალისით, უნდა გვეძინა,
მაგრამ ის შფოთვა, რაღაცის მოლოდინს რომ ერთვის,
ისე გამჟღავნდა, ერთი წამით არ ჩაგვეძინა.
მარიამობის დღეს გილოცავ მინდოდა მეთქვა,
შენც დამლოცავდი, შენებურად, მშვიდად, ღიმილით,
როგორ ველოდი ამ დღეს, თურმე ელოდი შენც და,
ღმერთო შემინდე, დამავიწყდა ეს დღე იმ დილით,
დაბნელდა თვალი, და გონებაც წამით დაბნელდა,
უნდა გაუძლო, რაღს ვიზავთ, და სხვა ფრაზები,
ვეღარ შევძელი, რაღაც დროით წამი გაჩერდა,
მოღალატე ხარ მამი, მაგრამ არ გიბრაზდები.
არაფრის მთქმელი, გაყინული ვიღებ სამძიმარს,
რა ვქნა, არ მესმის, ჭირისუფლის სტატუსს ვერ ვიხდენ,
სიზმარში ვარ თქო ვიტყვი ზოგჯერ, მაგრამ არ მძინავს,
გაყინულია გული მამი, ცრემლებს ვერ ვითმენ.
სიზმრებში ვიჭერ შენს სახებას მხოლოდ, მხოლოდ და
რას არ მივცემდი იმ ღამეს რომ გვერდში მყოლოდი,
მამი იმ ღამეს ჩემი თავი უნდა გყოლოდა,
აბსუს დამარცხდი, მაშინ სიკვდილთან რომ ბრძლობდი.
ახლა აღარ ხარ, ახლა სიზმრებს უნდა ვეფერო,
როგორ გაგიგო, აღარ დამრჩა ამის უნარი,
როგორც მოსისხლეს, უშენბას გადავემტერო,
და გიმასპინძლო ჩემს სიზმრებში, როგორც სტუმარი.
მონატრებაა ახლა ჩემი სისხლის კივილი,
დროებამ რამე გამოცვალოს არამგონია,
ცრემლებს რომ გასცდა, ისეთია გულის ტკივილი,
ჭირი და ლხინი არავინ თქვას თანასწორია.
და მაგონდება იმ საღამოს როგორ ხარობდი,
დარიგრბის ჟამს ოცნების კოშკი რომ აგიგე,
და უცაბედად მეორე საღამოს დავობლდი,
შენი გაგება შემძლებია და ვერ გაგიგე.
შენ იღიმოდი მაშინაც კი როცა წახვედი,
რადგან შენ სულის უკვდავების მუდამ გჯეროდა,
ან ვერ ამბობდი ბოლო სიტყვას, ან ვერ ამხელდი,
ალბათ ის გედი სიკვდილის წინ, შენს ბედს მღეროდა.
და ცრემლიანი, მომაკვდავი შენი თვალები,
დედაჩემისთვის, უკანასკნელ ღიმილს არჩევდა,
შენს სულს, ჩემს პულსის ბოლო ფეთქვად ვენაცვალები,
შენს გულს კი დღემდე ვერ ვივიწყებ, როგორ არ ფეთქდა.
და მონატრებაც ახლა ისევ სისხლში გაჰკივის,
ეს ის შემთხვევაა როცა დრო ვერასრდოს გამეფდება,
გული ჭირისუფლობს, ჭირისსუფრობს თუმც ბედს არ ჩივის,
დრო ვერაფერს შეცვლის, თუმცა არასოდეს გაჩერდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები