| ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2016 |
ქეროლ,თავი დაანებეს შენს თავს და ნუღარ უყურებ წყლიან კასრში, როგორგც მტვრიან სახლს მეზობლის ქალი, ნუღარ იხოკავ ლოყებს, სხვებიც ხედავენ,რომ ფაიფურის ლარნაკს სისხლით ავსებ, ქეროლაინ,თავი დაანებე შენს თავს და აღარც გაბედო ფიქრი მეორედ, რომ მტკივან სახეს ცრემლები არჩენს, რომ შეიძლება მთვარის ამოსვლიდან გიხაროდეს მხოლოდ მთვარის ჩასვლამდე. და არ შეიძლება ქეროლ, რომ იმ სინათლის ელჩებსა და სითბოს ემალებოდე, რომლებსაც წითელი ბურთი გზავნის ყოველ აისისას. თავი დაანებე შენს თავს, რადგან დგანან ტბები და დაშრნენ მდინარეები, უკალაპოტო მდინარეები შრებიან ქეროლ... ის მდინარეებიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე თავგაგიჟებით რომ მირბიან და სხვა ქვეყნების ზღვებს უერთდებიან. ფანჯარაში გახედვასაც გიკრძალავ და თიხით ამოილესე თუ გინდა ეგ ამოღამებული თვალის უპეები, მე კი მასე ნუღარ დამენახვები! თავი დაანებე შენს თავს და დააცადე, რომ მანაც იცხოვროს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. დიდი მადლობა, თქვენც ასევე ) დიდი მადლობა, თქვენც ასევე )
15. ესეც მომეწონა :) ყოჩაღ! საინტერესოდ წერ და ხვალ დანარჩენებსაც წავიკითხავ :) პ.ს. სურათი თუ შენია ძალიან ლამაზი გოგო ყოფილხარ და მაგასაც გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ :) ესეც მომეწონა :) ყოჩაღ! საინტერესოდ წერ და ხვალ დანარჩენებსაც წავიკითხავ :) პ.ს. სურათი თუ შენია ძალიან ლამაზი გოგო ყოფილხარ და მაგასაც გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ :)
14. მადლობა თაზო :) მადლობა თაზო :)
13. ძალიან საინტერესო იყო და ეს ავტორი რაღაცნაირად მომწონს თავისი უცნაური ნაწერებით. ძალიან საინტერესო იყო და ეს ავტორი რაღაცნაირად მომწონს თავისი უცნაური ნაწერებით.
11. გმადლობთ :) გმადლობთ :)
10. კარგია, ბევრი კარგი სახეცაა, უბრალოდ ბევრი "ქეროლია" ჩემი სუბიექტური აზრით, წარმატებები :) 5 კარგია, ბევრი კარგი სახეცაა, უბრალოდ ბევრი "ქეროლია" ჩემი სუბიექტური აზრით, წარმატებები :) 5
9. ჰო,ყველაზე მეტად ისევ ჩვენ ვუშლით ხელს. ჰო,ყველაზე მეტად ისევ ჩვენ ვუშლით ხელს.
8. მომეწონა. ოჰ ეს ჩვენი თავები, როგორ არ გვანებებენ ცხოვრებას. :) მომეწონა. ოჰ ეს ჩვენი თავები, როგორ არ გვანებებენ ცხოვრებას. :)
6. ძალიან კარგია, ასეთი რამე ვინმეს დაუწერია აქ? მგონი არა. პირველი ხარ ანუ. ამიტომ პირველი 5 ქულა შენ.
ძალიან კარგია, ასეთი რამე ვინმეს დაუწერია აქ? მგონი არა. პირველი ხარ ანუ. ამიტომ პირველი 5 ქულა შენ.
5. საინტერესოდ აზროვნებს ავტორი. საინტერესოდ აზროვნებს ავტორი.
4. მადლობა რჩევისთვის ნინა :)) მადლობა რჩევისთვის ნინა :))
3. ქეროლ, თავი დაანებე ასეთ მეზობელთან ურთიერთობას. მხოლოდ მერე დაანებე შენს თავს თავი, კიარადა, მიეცი თავს უფლება...მხოლოდ რისკები გათვალე წინასწარ. :* ქეროლ, თავი დაანებე ასეთ მეზობელთან ურთიერთობას. მხოლოდ მერე დაანებე შენს თავს თავი, კიარადა, მიეცი თავს უფლება...მხოლოდ რისკები გათვალე წინასწარ. :*
1. დაანებე ქეროლს რომ დაანებოს )
+2 ძალიან კარგი დაანებე ქეროლს რომ დაანებოს )
+2 ძალიან კარგი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|