ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 ივლისი, 2016


Александр Сергеевич Пушкин – Птичка

ალექსანდრე პუშკინი - ჩიტი

უცხო მხარეში ერთგულად ვიცავ
ძველებურ ადათს მშობლიურ კუთხის,
გაზაფხულისას, ტყვედქმნილ ნიბლიას
თავისუფლებას ხელახლა ვჩუქნი.

უმალ ვღებულობ ნუგეშისცემას;
რად შევაწუხო უფალი დრტვინვით,
თუ შევძელი და თუნდ ერთ ქმნილებას
ჩამოვაცილე მონობის ტვირთი! 

1 ივლისი, 2016 წ.



Александр Сергеевич Пушкин – Птичка

В чужбине свято наблюдаю
Родной обычай старины:
На волю птичку выпускаю
При светлом празднике весны.

Я стал доступен утешенью;
За что на бога мне роптать,
Когда хоть одному творенью
Я мог свободу даровать!

1823

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები