ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
17 ივლისი, 2016


მ ა შ ა

ბუხარმა  თქვა:
ოთახს  ვათბობ,
თან  ლაზათსაც 
ვმატებ  კარგსო.

მომწონს  მეტად,
რაც  კი  ვიცი,
არსად  ვიქებ, 
თუმცა  თავსო.

მაშამ  უთხრა:
მართალს  ამბობ,
თუმც,  რაცა  თქვი
ქებას  ჰგავსო.

რომ  გჭირდები
რად  არ ამბობ,
ცეცხლს  მე ვჩხრეკავ 
და არ  ვაქრობ.

ვერ  ვიჯერებ,
ისე  მიცქერ,
თითქოს ვხუმრობ,
თავს  ვიქცევო.

ბუხარმა თქვა:
მივყევ  მოვყევ,
ჩემ  საქმეს  და 
ჩუმ  ფიქრებსო.

იცი კარგად,
რომ  ზამთარი
შორით  უკვე,
რომ  მიბღვერსო.

ხოდა, გვერდით
უნდა  მყვანდეთ,
მაშავ  შენაც
და  შეშაცო.

ზამთარი  რომ
დაგვინახავს,
გულს  გაიტეხს
და ჩასთვლემსო.

უფრო  მშვიდად
ჩვენც  ვიქნებით,
არა  სძინავს,
ხომ  ეშმაკსო.

მეც  მჭირდები,
შენც  გჭირდები,
თავს  ნუ  მივცემთ
სხვა  ფიქრებსო.

თორემ ყინვა
შემოგვიტევს,
დაგვსჯის  როგორც, 
სხვა  ბრიყვებსო.

მეგობართან
ვინც შეცდება,
ბოლოს,  თითზეც,
ის  იკბენსო.

შინაურებს,
რაღას ვერჩით,
ან  პატარებს,
ან  დიდებსო.

ხომ  კარგია,
რომ  ყვებიან,
ხან  ზღაპრებს  და
ხან  მითებსო.

ხალისი  რომ,
დასთამაშებთ,
ჩვენ  გოგოებს
და  ბიჭებსო.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები