ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2016


წ ა ი შ ა ლ ა ს ა თ ა უ რ ი

დრო  მიდიოდა,  ვერ  დავაბრუნე,
ბევრი  ვეხვეწე  და  ახლაც  ვყვედრი.
ხელიდან  მაინც  გამისხლტა,  ვთოკე,
უფლის სასჯელი  და  მძიმე  ხვედრი.
მოთმინებიდან  მომიწყდა  ბეწვი.
მძიმეა  სული  როდესაც  გეწვის.
დროს  შენც  გაყევი  და  მე  უიღბლო,
ჩამოგრჩით  მეტად  ნაგვიანევი.
მაფინა  მარტმა  ფიქრზე  ნამქერი,
დარდი  ტკივილზე  ნაჩვევ-ნაფერი.
ჰგავდა  თვალები  ნაწვიმარ  მონმარტს,
ღაწვები  ნაპირს  მდინარე  სენის.
ელისეს  მინდვრებს  ოცნება  იტევს,
იმედს  ვაფერებ  "ილ  დელა  სიტეს".
ჩავიმუხლები  მწვანე    ბალახზე
ნაცრისფერ  ხალხის  მასასთან  ერთად,
რადგანაც  მათში  არის  რაღაცა,
თავისუფალი  ტკივილის  ღმერთად.]
და  მე  ჩავუთქვი,  იქ  მზიან  დღეში
გვენახა  კიდევ  მე  და  შენ  ერთად,
ზღაპრული  ქვეყნის  "ნოტღ  დამ  დე  პაღი".
იქნებ  როგორღაც  გახელდებოდა 
ამ  ჩემი  სულის  მცირე  პარმაღი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები