ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2016


სკივრის ქურდები (ყური მესამე სკივრთან)

თანაცხოვრება - რუსი, ებრაელი, ქართველი და სხვანი...
პირველი სადარბაზოს მესამე ოჯახი - პირველის ანარეკლი, მხოლოდ სახეები ჭარბობდა. ერთის ნაცვლად ექვსნი ცხოვრობდნენ. ექვსიდან ერთი განსაკუთრებულად გამორჩეული იყო. მხოლოდ ორჯერ გამოაწყვეს და დაბანეს: შვილის გარდაცვალებისას და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებისას.  ფეფო გაოგნებული უყურებდა, მას ყველაზე მეტად ახსოვდა მისი, კორპუსში გადმოსვლა და ცხოვრება - „მოღვაწეობა“. შვილები ჰყავდა. სამი ბიჭი და ორი გოგო. ერთი ბიჭი სადენების ქურდობისას (ეს ის დროა როცა შავი, ასევე ფერადი ლითონით და ქაფშიით, რომ ირჩნდნენ თავს), მაღალმა ძაბვამ ჩამოაგდო ვაგონის სახურავიდან. დაიწვა სრულად საცოდავი. ფეფო მაშინ ვნახე ატირებული, მხოლოდ. ყველას უყვარდა სამეზობლოში.
- ეჰ ჟუჟუნა, საქმეა ახლა ეს?
- აბა?! ისე „ჩუვიხასთვის“ ეგ სულ ერთია. დღემდე მაინც მის დაღუპულ ქმარს დასტირის, ფუფალასავით.
- გოგო, ფუფალა სიყვარულს დასტიროდა, მის მიერ მოგონილს.
- მერე რაა?! მაინც ხო დასტიროდა?
- კი, კი დასტიროდა, მაგრამ ახლა ჩვენი და ფუფალა ერთიდაიგივე საქმეა ნეტა თუ იცი?
- რას ამბობ ქალო?! ერთი რაფერ არის, მაგი?!... ვერ იქნება მაგრამ... ჰო, კარგი თავი დამანებე.
- როგორი ყოფილა სუფთა და გამოწყობილი, არა ჟუჟუნა?
- რა თქმა უნდა. ედემის ბაღიდან ახალ გამოგდებულსა ჰგავს.
- რატომ ვითომ? ამას ედემის ბაღში ვინ აცხოვრებდა ქალო? - ჩუვიხაზე საუბრობდნენ
- ღმერთი. შეცოდა ევასავით და მის აწ განსვენებულ ქმართან ერთად გამოაგდო. ამის მერე გახდა ადამიანი მოდის მიმდევარი.
- ღმერთის გწამს ჟუჟუნა?
- თუ ღმეთი გწამს, რაა...
- მოიცა. შენ იცი მისი გოგოსახალი სყვარელი რომ გაუჩენია?! ამათი ჯიში, ამოწყდა ერთ დღეს... აბოდებენ ჩვენ კაცებზე, მაგრამ მას ვინც უწვება, ის ხომ ორმაგად თფუუა, არა?!არ ვარ მართალი?
- ჰო. ყველას თავისი მუშტარი ჰყავს.
- ამით რას ამბობვითომ?
- რა იყო ქალო, მკითხე და გითხარი. არავის ვგულისხმობ. დღეს პურის რიგში ვიდექი. ორსული ქალი იდგა ჩემ წინ. ერთმა ღვთისნიერმა ახალგაზრდა მამაკაცმა გზა დაუთმო. რიგში გზის გაკვლევისას კი არაერთი ბიჭი ნერწყვებს ყლაპავდა მის სილამაზეზე.
- კი მაგრამ, პატრონი არ ჰყავდა სახლში. ორსული ქალი, რომ არ გამოეშავთ?
- ეყოლება რა თქმა უნდა, მაგრამ. აქ ეშმაკობაა ნახმარი. ურიგოდ გაუშვეს.
- მართალი ხარ. რა გაგახსენა ახლა ეგ?
- რამ? გეტყვი: იცი, გზის გადაღმა, რომ ხუთიანი დგას. მანდ ცხოვრობს ერთი წყვილი. ის გოგო დღედაღამ ქუჩაშია და ხან ვისთან არის და ხან ვისთან. ის ბიჭი კი გაბრუებული დაბორიალობს. გოგო ფეხმძიმეთააო ამბობენ. ის ბიჭი კი არც ნიაღვლობს ვისია ბავშვი. თუმცა არც ქალი დარობს მაგას.
- ჰო, მაგრამ მაინც რა შუაშია, ახლა აქ მათი ამბავი. ისიც ვიცი ვისზე ამბობ. არ გინდა, არ მითხფრა სახელები. - ნიშნის მოგებით და ცხვირაბზუებით უპასუხა ფეფომ.
- რა შუაშია და ამ ცხონებულისგან არის ფეხმძიმედ.
- რას ამბობ ქალო?
- აბა უბედური, მამამისი!... - გულდათუთქულმა წაილუღლუღა ჟუჟუნამ.
- საწყალი, ბიჭი. თვალი შეევლო მაინც მისი შვილისთვის.
- აბა...
- არა რა, მაინც მოძრაობს ეს დედამიწა.
- შენ ქალო კიდევ ბრტყელი ჰგონია მიწა?
- ბრტყელი თავი გაქვს და ტვინიც.
- ჩქიმ მეზობელ ვარდა, მა მიჩქუ მუს გიწინდი.*
- რას ვითომ? - გაეღიმა ფეფოს.
- მოგშხამავდი. - ღიმილითვე პასუხობს ჟუჟუნა.
***
იმ დღეს ოჯახში სამზადისი იყო. მიემგზავრებოდნენ. მათთან ერთად არაერთმა უცხო მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და ფესვებს დაუბრუნდნენ.  ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტი წელია. მწველი და თაკარა მზე იყო. დანაოჭებული მიწის ზედაპირი. დროის ამ მონაკვეთში ეტყობოდა ასაკი დედამიწას.
ლამაზი მოხუცი ერთ-ერთი შვილის მხარდამხარ, ხელკავით.
ეზოში მსხდომნი მეზობლები.
გამომშვიდობება.
ჩუვიხას სუნამოს სუნი ასდიოდა.
აღარც ტილები და და არც სიბინძურე, მაგრამ
თვალები....
სუფთა წავიდა, თავის პოლკოვნიკ ქმართან ერთად.
ბავშვი გაიზარდა. ბიჭია!
თანაცხოვრება...
(გაგრძელება იქნება)

23 ივნისი 2016 წელი
გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები