ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2016


უ ჩ ი ნ ო

  უ ჩ ი ნ ო

არ  შემიცოდო,
ვწერ,  ვხატავ,  ვძერწავ,
მაქვს ყველა,  რაც კი,
წარმოსახვას ავსებს  ამდიდრებს,
მტკივა  ის  ნაკლი,
რომ ვერასდროს  წამოგიკრეფავ, 
ცვრიან  იებს  და
თვალჟუჟუნა  ყვითელ  ნარცისებს.

        ბ რ მ ა

გონებით ვხედავ, 
მიხარია  წვიმის  შეხება. 
რა  დავაშავე, 
თუ  ცხოვრება  ასე  მექცევა.
რაც  მაქვს  ვაფასებ,
ალბათ  ასე  შემეფერება.
ჩუმი  სამყარო
და ცრემლები  ღაწვებს  ეხლება.
ბრმას  მეძახიან
და  ტკივილი ყელში  მეჩრება,
ვერაფერს  შევცვლი
ასე  ყოფნას  გული  ეჩვევა.
ბრმას  მეძახიან...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები